x
Titanic - ტიტანიკი
საინტერესო ფაქტები
ნაწილი III
image???? ტიტანიკზე პატარა ხუჭუჭა გოგოს როლზე აყვანილი იყო ლინდსი ლოჰანი, მაგრამ შემდეგ ჯეიმს კამერონმა გადაიფიქრა იმ მიზეზით, რომ მაყურებელს ის შეიძლებოდა აღექვა როგორც როუზის ნათესავი რადგან ორივე ჟღალ თმიანები იყვნენ.

???? სცენაში, სადაც ტიტანიკი საბოლოოდ ჩაეშვება ოკეანეში, ჯეკისა და როუზის გვერდით, მოაჯირს ჩაჭიდებულია ასევე ერთი ადამიანი. სინამდვილეში, ეს პერსონაჟი რეალური ადამიანი იყო, რომელიც გადარჩა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ დიდი რაოდენობით ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული, რამაც დაიცვა ის გაყინვისგან.

???? ფილმის გადაღების დროს ცნობილი იყო, რომ ტიტანიკი გაიხლიჩა ორ ნაწილად. 2016 წელს კი ოკეანის ფსკერზე ჩატარებული კვლევების შედეგად გაირკვა, რომ სინამდვილეში ტიტანიკი სამ ნაწილად იყო გახლეჩილი. წინა ნაწილად, შუა ნაწილად, რომელიც შედგენდა გომის ორმაგ კორპუსს და გემის უკანა ნაწილი.

???? მთელს საზღვაო ისტორიაში არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ გემი აისბერგს დასჯახებოდა ტიტანიკის შემთხვევის გარდა.

???? ფილმის გადაღების შემდეგ, მთლიანი დეკორაციული ტიტანიკი რაც აწყობილი იყო ფილმისთვის ჩაბარებული იყო ჯართში.

???? ჯეიმს კამერონის პირველი არჩევანი ჯეკის როლზე იყო რივერ ფენიქსი, ხოაკინ ფენიქსის უფროსი ძმა, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ როლი შესთავაზეს ჯონი დეპს, თუმცა მისგან დიდი უარის შემდეგ მოხდა ისე, რომ დი კაპრიო უკვე შესაფერის ასაკშიც იყო და როლიც მიიღო.

???? პირველი ფილმი, რომელმაც 11 აკადემიის ჯილდო მიიღო იყო „ბენ-ჰური (1959)“, შემდეგ „ტიტანიკი (1997)“ და ბოლოს „ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება (2003)“.

???? როუზის პერსონაჟი აღებულია კალიფორნიელი მსახიობი ბეატრის ვუდის ტიპაჟისგან.

???? ფილმის ხანგრძლივობა იყო 4 საათი თუმცა კამერონს შემდეგ მოუწია ქრონომეტრაჟის შემცირება და ხანგრძლივობა 3 საათამდე დაიყვანა.

???? ტიტანიკის გადაღებისას კამერონმა გაიცნო თავისი მომავალი მეხუთე ცოლი სუზი ამისი, რომელიც თამაშობს მოხუცი როუზის შვილიშვილს.

???? როუზის საქმროს როლზე განიხილებოდნენ ისეთი მსახიობი როგორებიც არიან პირს ბროსნანი, რუპერტ ევერეტი, ჯეისონ აიზეკსი და მეთიუ მაკკონაჰი, რომელიც თავიდან ჯეკის როლზე განიხილებოდა.

???? ჯეიმს კამერონმა მას შემდეგ გადაწყვიტა ბილი ზეინის როლზე დამტკიცება (როუზის საქმრო) რაც ნახა ფილმი „ფანტომი (1996)“ მისი შესრულებით.

???? ფილმისგან განსხვავებით, ტიტანიკის ჩაძირვისას მესამე კლასის მგზავრებს არ აკავებდნენ ქვედა გემბანზე, როგორც ფილმშია ნაჩვენები.

???? როდესაც ფილმი შემუშავების სტადიაში იყო, მისი სახელი „ყინულის პლანეტა“-თი იყო დარეგისტრირებული სპეციალირად. ეს იმისთვის, რათა სხვა კომპანიას არ მოსვლოდა იგივე იდეა არ დაესწრო რომელიმე სხვა კომპანიას ტიტანიკზე ფილმის გადაღება.

???? 2სთ-ზე და 55წთ-ზე როდესაც ამბობენ რომ მხოლოდ 6 კაცი ამოიყვანეს წყლიდან ცოცხალი რაც ტიტანიკი ჩაიძირა, არის შეცდომა, რადგან გემის ჩაძირვის შემდეგ წყლიდან 40 კაცზე მეტი იქნა გადარჩენილი.

???? ტიტანიკის გადაღებებიდან მოყოლებული დღემდე ლეონარდო და კეიტი იმდენად დამეგობრდნენ, რომ დღესაც ძალიან მჭიდრო მეგობრობა აკავშირებთ და კეიტ უინსლეტის თქმით მიმოწერებში ხშირად ტიტანიკის ფრაზებითაც კი ეხუმრებიან ერთმანეთს.

???? ფილმის გადაღებებზე, კეიტი 21 წლის იყო, ხოლო ლეონარდო კი 22.

???? ფილმში ნაჩვენები ალმასი სახელით „ოკეანის გული“, სინამდვილეში ცნობილია როგორც „ჰოუპის ალმასი“, რომელიც მიღებულია 115 კარატის წონის ტავერნიეს ცისფერი ალმასისგან. ის ჩამოტანილი იყო ინდოეთიდან და ითვლება, რომ ერთ დროს ქალღმერთ ზიტას ქანდაკებას ამკობდა. თუმცა მისი ისტორია საიდუმლოებით არის მოცული.

???? ფილმის ბიუჯეტი: ???? 200 მილიონი - ???? 2.202 მილიარდი.


ავტორი: ბესო ჭიკაიძე
შეიძლიათ ნახოთ
0
44
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0