x
Man of Tai Chi - ტ ა ი ჩ ი ს ტ ი
საინტერესო ფაქტები
image???? „ტაი ჩი“ - ეს არის ჩინური საბრძოლო ხელოვნების, უშუს ერთ-ერთი სტილი, რომელსაც ვარჯიშობენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მასში შედის როგორც გამაჯანსაღებელი ვარჯიშები ისე საბრძოლო ტექნიკაც.

???? ცოტახანი არ დასჭირვებია რივზს რათა ისეთი ნიღაბი მოეძებნა, რომელიც მოეწონებოდა და როდესაც კოსტიუმების დიზაინერმა ჯოზეფ პორომ მას ნიღბის დიზაინი წარუდგინა, რივზი ძალიან კმაყოფილი დარჩა.

???? ჩენის პირველ მოწინააღმდეგეს ლეგიტიმურ შეჯიბრში ასრულებს კასკადიორი, რომელიც მანამდე მუშაობდა ჯეტ ლის დუბლიორად. კიანუ რივზს დიდხანს მოუწია მისთვის ხვეწნა, რომ ფილმში ეთამაშა. ჯეტ ლის ყოფილ დუბლიორს კი არ უნდოდა ფილმში თამაში იმ მიზეზის გამო, რომ მოსთხოვდნენ წონაში დაკლებას. საბოლოოდ, რივზს არც კი სჭირდებოდა მისი წონაში დაკლება და როლზეც დაითანხმა.

???? ფილმისთვის განგებ შექმნეს ტაი ჩის სპეციალური სტილი - Ling Kong, რადგან კიანუ რივზს არ სურდა, რომ რომელიმე კონკრეტული სტილის დემონსტრირება ყოფილიყო ფილმში, ამიტომ არჩია სპეციალურად განსხვავებული ტაი ჩი ეჩვენებინა.

???? კიანუ რივზმა და ტაიგერ ჰუ ჩენმა ერთმანეთი გაიცნეს ფილმ მატრიცის გადაღებებზე, სადაც ტაიგერი კასკადიორ-მებრძოლის როლში იყო.

???? ფილმის თავდაპირველი მონტაჟი მოიცავდა საბრძოლო სცენას ჩენსა და დიდ მოჭიდავეს შორის. თუმცა კაინუ რივზმა გადაწყვიტა ეს საბრძოლო სცენა ამოეჭრა ფილმიდან, რაც შემდეგ ძალიან ინანა, რომ ფილმის საბოლოო ვერსიაში ეს ორთაბრძოლის სცენა არ ჩართო. სცენის ამოჭრის მიზეზი კი ის იყო, რომ ორთაბრძოლა ჩენსა და მოჭიდავეს შორის ძალიან ბრუტალური იყო.

???? კიანუ რივზის შეკითხვაზე თუ რომელია ტაიგერ ჰუ ჩენის საყვარელი ორთაბრძოლის სცენა, ჩენი პასუხობს რომ პირველი, რადგან მის პირველ ორთაბრძოლაში სუფთა ტაი ჩია ნაჩვენები.

???? კიანუ რივზმა აქტიურად დაიწყო უშუში ვარჯიში მას შემდეგ რაც ითამაშა ფილმ მატრიცაში.

???? მატრიცის გადაღების შემდეგ, კიანუ რივზი ჩაციკლული იყო ისეთი ფილმის გადაღებაზე, სადაც აჩვენებდა უშუს ხელოვნებას, კონკრეტულად ტაი ჩის მიმართულებით.

???? როდესაც მატრიცის გადაღებები დასრულდა, კიანუ რივზმა გადაწყვიტა უფრო ღრმად შეესწავლა ჩინური საბრძოლო ხელოვნება - უშუ. ის დღესაც აქტიურად ვარჯიშობს უშუში.

???? ფილმის ბიუჯეტი: ????25 მილიონი - ????5.5 მილიონი.

ავტორი: ბესო ჭიკაიძე


შეგიძლიათ ნახოთ
0
9
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0