x
The Expendables - შ ე უ ტ ო კ ე ბ ე ლ ნ ი
საინტერესო ფაქტები
image⭕️ სილვესტერ სტალონემ ამ ფილმის გადაღების დროს მიიღო 14 ტრავმა. ერთ-ერთი ტრავმის დროს კი ქირურგის ჩარევაც კი გახდა საჭირო და კეფის არეში მეტალის ფირფიტის ჩადებაც კი მოუწია მიღებული ტრავმის გამო.

⭕️ მიკი რურკმა განაცხადა, რომ მან ამ ფილმში სილვესტერ სტალონეს პატივისცემისდა გამო ითამაშა. რადგან როდესაც მიკი რურკის კარიერა ძლიერ დაღმავლობას განიცდიდა, სტალონემ მას მთავარი ანტაგონისტის როლი მისცა ფილმ „დაიჭირეთ კარტერი“-ში და ჰონორარის ნაწილიც კი თავისი ჯიბიდან გადაუხადა.

⭕️ სილვესტერ სტალონემ ინტერვიუში განაცხადა, რომ სტივ ოსტინმა კინაღამ ფეხი დაკარგა ერთ-ერთი აფეთქების სცენის გადაღების დროს. გადაარჩინა იმან, რომ მის ფეხს ფარავდა მძიმე ჩანთა, რომელიც ხელში ეჭირა.

⭕️ ჰეილ ცეზარის როლს თავდაპირველად სილვესტერ სტალონე სთავაზობდა უესლი სნაიფს, მაგრამ სნაიფსის პრობლემების გამო სასამართლოსთან გადასახადებთან დაკავშირებით, მისი ფილმში მოხვედრა არ მოხერხდა. შემდეგ როლი ფორესტ უიტაკერს შესთავაზეს, მაგრამ მის განრიგთან დაკავშირებული პრობლემების გამო მისი როლზე აყვანაც ვერ მოხერხდა. 50 ცენტი იყო შემდეგი კანდიდატი როლზე, თუმცა არჩია ფოკუსირებულიყო სამუსიკო კარიერაზე. რამდენიმე დღის შემდეგ კი, სილვესტერ სტალონემ გადაწყვიტა როლი შეეთავაზებინა ტერი კრუზს, რაზეც თანხმობა მიიღო.

⭕️ მისტერ ჩერჩის როლზე, ადამიანი რომელიც ქირაობს შეუტოკებლების გუნდს, ძალიან რთული იყო მსახიობის შერჩევა. თავდაპირველად განიხილებოდა არნოლდ შვარცენეგერი, მაგრამ უარი თქვა რადგან არ უნდოდა ფილმში კამეოს სახით გამოჩენილიყო, შემდეგ განიხილებოდა კურტ რასელი, რომელსაც იმ მომენტისთვის არანაირი სურვილი არ ჰქონდა ფილმში გუნდური მუშაობის. საბოლოოდ სილვესტერ სტალონეს თვეები დასჭირდა ამ როლზე ვინმე მეგა ვარსკვლავი მოენახა და ბოლოს არჩევანი ბრუს უილისზე შეაჩერა.

⭕️ სილვესტერ სტალონე, არნოლდ შვარცენეგერი და ბრუს უილისი არიან ძალიან დიდი ხნის მეგობრები რეალურ ცხოვრებაში.

⭕️ როდესაც სილვესტერ სტალონე და ჯეისონ სტეტჰემი კუნძულზე ჩადიან და ოფიცერს თავიანთ პასპორტებს აწვდიან, პასპორტებში მათი ნამდვილი დაბადების თარიღებია მითითებული.

⭕️ სილვესტერ სტალონეს თქმით, ფილმის როგორც ბოროტმოქმედი ასევე სიუჟეტი დაფუძნებულია მანუელ ნორიეგაზე, პანამის ყოფილ სამხედრო დიქტატორზე, რომელსაც კორუფციული ურთიერთობა ჰქონდა CIA-სთან და ნარკოტიკებთან.

⭕️ ჟან-კლოდ ვანდამისთვის შეთავაზებული იყო როლი, თუმცა მან უარი განაცხადა იმის გამო, რომ სილვესტერ სტალონეს ჩამოყალიბებული არ ჰქონდა მისი პერსონაჟი თუ როგორი იქნებოდა.

⭕️ ეკლესიის სცენაში, როსი (სილვესტერ სტალონე) აღნიშნავს, რომ ტრენჩს (არნოლდ შვარცენეგერს) სურს პრეზიდენტობა, რაც რეალურ ცხოვრებაში მართლაც რომ შვარცენეგერის ამბიცია იყო როდესაც მას ჯერ კიდევ კალიფორნიის გუბერნატორის პოსტი ეკავა.

⭕️ მოტოციკლი, რომელსაც ჯეისონ სტეტჰემი მართავს ფილმში, იმდენად მოსწონდა ჯეისონს, რომ მოგვიანებით შეიძინა კიდეც ის.

⭕️ სილვესტერ სტალონეს პერსონაჟს ჰქვია ბარნი როსი, რომელიც რეალურ ცხოვრებაში იყო მსოფლიო ჩემპიონი კრივში და ასევე შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი. მან გვადალკანალის მოქმედებებისთვის მიიღო ვერცხლის ვარსკვლავისა და იასამნისფერი გულის მედალი.

⭕️ West Coast Customs Street Customs-მა სპეციალურად ფილმისთვის ააწყო 3 ცალი 1955 წლის Ford F100. ერთი განკუთვნილი იყო „ექშენ“ სცენებისთვის, მეორე მწვანე ფონზე გადასაღები სცენებისთვის და მესამე პირადად სილვესტერ სტალონესთვის.

⭕️ ეს ფილმი ბრიტანი მერფისთვის შეიძლებოდა უკანასკნელი ყოფილიყო, მაგრამ სილვესტერ სტალონემ მისი პერსონაჟის ყველა სცენა ამოიღო სცენარიდან, სანამ ფილმის გადაღებები დაიწყებოდა. ბრიტანი მერფი უახლოეს პერიოდში გარდაიცვალა კიდეც პნევმონიით.

⭕️ ბრიუს უილისის CIA პერსონაჟს მისტერ ჩერჩს (ბატონი ეკლესია) უწოდებენ, ეს სახელი, სავარაუდოდ, ბარნი როსთან და მისნაირ დაქირავებულებთან შეხვედრის ადგილის არჩევის გამოა. აქედან გამომდინარე, ეს არის ერთგვარი ხუმრობა სენატორ ფრენკ ჩერჩზე, რომელიც 70-იანი წლების განმავლობაში ატარებდა საეკლესიო კომიტეტის მოსმენებს CIA-ს უკანონო ოპერაციებზე. გარდა ამისა, წამყვან ბოროტმოქმედს უწოდებენ მონროს, "მონროს დოქტრინას" ამერიკულ საგარეო პოლიტიკას, რომელიც საშუალებას აძლევს აშშ-ს გაბატონდეს ლათინურ ამერიკაში ეკონომიკური სარგებლობისთვის, ისევე როგორც ერიკ რობერტსის პერსონაჟი იქცევა ფილმში.

⭕️ ჯეისონ სტეტჰემის პერსონაჟი ლი ქრისთმასი ატარებს იგივე სახელს რაც ერქვა ამერიკელ დაქირავებულ აგენტს, რომელიც მოღვაწეობდა სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში 1894-1923 წლებში.

⭕️ რეი ლიოტა, ბენ კინგსლი, ალ პაჩინო და რობერტ დე ნირო განიხილებოდნენ ჯეიმს მონროს როლზე, რომელიც შემდეგ ერიკ რობერტს ერგო.

⭕️ სტივენ სიგალს შესთავაზეს როლი კამეოს სახით, თუმცა უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ ის ნეგატიურად იყო განწყობილი ფილმის პროდიუსერთან ავი ლერნერთნ.

⭕️ ვერცხლის სამკერდე ნიშანი გენერალ გარზას მარჯვენა მკერდზე, ფაქტობრივად არის შეერთებული შტატების არმიის საბრძოლო მოქმედების სამკერდე ნიშანი. იგი ენიჭებათ ქვეით ჯარისკაცებს, რომლებიც რეალურად მონაწილეობდნენ მტრის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში და ატარებდნენ მარცხენა მკერდზე. ვინაიდან თითქმის შეუძლებელი იქნებოდა უცხოელი გენერლისთვის საბრძოლო მოქმედებების სამკერდე ნიშნის ლეგიტიმურად მიღება, კოსტიუმების განყოფილებამ, როგორც ჩანს, უბრალოდ შემთხვევით აირჩია ეს სამხედრო სამკერდე ნიშანი.

⭕️ ამბობდნენ, რომ სანდრა ბალოკს უნდა ეთამაშა ამ ფილმში, თუმცა როგორც შემდეგ თავად განაცხადა მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა თუ ასეთი ფილმის გადაღება იგეგმებოდა, მაგრამ დიდი ინტერესი გამოთქვა მეორე ნაწილში მონაწილეობაზე იმის მიხედვით თუ როგორი სიუჟეტი ექნებოდა შემდეგ ნაწილს.

⭕️ სკოტ ადკინსს შესთავაზეს დენ პეინის როლი, რომელიც შემდეგ სტივ ოსტინმა შეასრულა.

⭕️ სილვესტერ სტალონეს პერსონაჟს ზურგზე ახატია ყორანი. ფილმ რემბოს პირველ ნაწილში რაციაზე კავშირზე გასვლისას კოდური სახელი იყო ასევე „ყორანი“.

⭕️ სილვესტერ სტალონე ძალიან დიდი თაყვანისმცემელია კლინტ ისტვუდის და არაერთხელ მიუმართავს მისთვის ძალიან დიდი თხოვნით, რათა რეჟისორობა გაეწია ფილმისთვის, თუმცა კლინტ ისტვუდმა უარით გამოისტუმრა ყოველ ჯერზე, რადგან ასაკის გამო არ სურდა ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში გადასვლა და რეჟისორის ამპლუის მორგება.

⭕️ თავდაპირველად დოლფ ლუნდგრენის პერსონაჟი კვდებოდა ფილმში. მაგრამ სტალონემ ის ფილმის ბოლოს მაინც ცოცხალი დატოვა ყოველი შემთხვევისთვის მეორე ნაწილში რომ დასჭირვებოდა.

⭕️ ფილმის ბიუჯეტი: ????80 მილიონი - ????275.5 მილიონი.

ავტორი: ბესო ჭიკაიძე

შეგიძლიათ ნახოთ
0
60
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0