x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134634
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508807
The Mask - ნ ი ღ ა ბ ი
საინტერესო ფაქტები
image???? ნიღბის ძალზედ დიდი ზომის კბილები, თავდაპირველად ისეთი სცენებისთვის იყო განკუთვნილი, სადაც მსახიობს ლაპარაკი არ მოუწევდა, მაგრამ ჯიმ ქერიმ მოახერხა ისე ელაპარაკა დიდი ზომის კბილებით, რომ პერსონაჟს ექსცენტრიულობა და სპეციფიკურობა შესძინა, რაც მაყურებლისთვის უკვე სახალისოს და სასაცილოს ხდიდა.

???? რეჟისორი აცხადებდა, რომ ძალიან დიდი თანხა იყო დაზოგილი მას შემდეგ რაც როლზე ჯიმ ქერი დაამტკიცეს, რადგან მისი მოძრაობები იმდენად მოქნილი და ელასტიური აღმოჩნდა, რომ აღარ მოითხოვდა დამატებით პროგრამულ ჩარევას მონტაჟის დროს.

???? სანამ კამერონ დიაზს როლზე დაამტკიცებდნენ, კომპანიის პროდიუსერებს სურდათ ანა ნიკოლ სმიტის ხილვა ჯიმ ქერის პარტნიორად. საბოლოოდ გადაწყვეტილება შეცვალეს მას შემდეგ რაც კამერინ დიაზი სამოდელო სააგენტოდან გამოსვლისას შეამჩნია რეჟისორმა.

???? კინო სტუდიას არ სურდა კამერონ დიაზის აყვანა როლზე, რადგან მას არ ჰქონდა სამსახიობო გამოცდილება. რეჟისორი კი დაჟინებით მოითხოვდა კამერონს, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდა, რომ ფილმს საერთოდ არ გადაიღებდა.

???? ის რაც ყველაზე ძალიან მიიქცია ჯიმ ქერის ყურადღება ამ ფილმისადმი, იყო ის რომ მისი პერსონაჟი ძალიან დიდი თაყვანისმცემელი იყო მულტიპლიკაციური ფილმების.

???? ფილმი „ნიღაბი“ არის კამერონ დიაზის სადებიუტო ფილმი.

???? პარკის სცენაში სადაც ჯიმ ქერი უკვე ნიღბის ამპლუაში მყოფი, სიგარეტს აბოლებს და ბოლისგან გულს ქმნის რაშიც შემდეგ ბოლითვე ისარს უყრის, იყო თავადვე ჯიმ ქერის იდეა.

???? თავდაპირველად, კომიქსების მიხედვით, ფილმი „ნიღაბი“ უნდა ყოფილიყო საშინელებათა ჟანრის, მაგრამ ჯიმ ქერის დამსახურებით იგი იქცა უნიკალურ კომედიად.

???? ჯიმ ქერის ჰონორარი ამ ფილმისთვის შეადგენდა 450 000$. მას შემდეგ კი რაც ეს ფილმი 1994 წლის ჰიტად იქცა, მისი ჰონორარი 7 მილიონამდე გაიზარდა.

???? ფილმის გადაღებების დროს ჯიმი 31 წლის იყო, ხოლო კამერონ დიაზი კი 21.

???? ჯიმ ქერის პერსონაჟის „ნიღაბი“-ს მანერები მამამისის მეგობრისგან ჰქონდა გადაღებული, მაიკ პეტრონიოსგან.

???? სტენლი იპკისის როლი სპეციალურად ჯიმ ქერისთვის იყო ხელახლა დაწერილი და როდესაც ჯიმმა სცენარი წაიკითხა განაცხადა, რომ ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს სპეციალურად ჩემთვის იყო დაწერილიო.

???? კომიქსებში, სტენლი იპკისს ძაღლი საერთოდ არ ჰყავს. ფილმში კი ძაღლის პერსონაჟი განგებ იყო მოფიქრებული.

???? ფილმი „ნიღაბი“ დაფუძნებულია კომიქსებზე, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ტიპიური სუპერგმირული ფილმებისგან. კომიქსების მიხედვით, ის ვინც ნიღაბს გაიკეთებდა იქცეოდა სასტიკ, დაუნდობელ ფსიქოპატ მკვლელად, ცნობილი როგორც „დიდ თავიანი“, რომელიც თავის მსხვერპლს საშინელი ხერხებით კლავდა და ანაწევრებდა.

???? „ნიღაბი“-ს როლზე განიხილებოდნენ კიანუ რივზი, მაიკ მაიერსი, რობინ უილიამსი, მეთიუ ბროდერიკი და სტივ მარტინი.

???? კამერონ დიაზის გარდა, მის როლზე განიხილებოდნენ ასევე ჯენიფერ კონელი, ვანესა უილიამსი, ჯერი რაიანი, მილისა მური და კრისტი სვენსონი.

???? ფილმი ნომინირებული იყო ოსკარზე როგორც „საუკეთესო ვიზუალური ეფექტები“, „ფორესტ გამპი“-ს და „მართალი ტყუილი“-თან ერთად. ნომინაციაში „ფორესტ გამპი“-მ გაიმარჯვა.

???? კომიქსებში თინა კარლაილის პერსონაჟი არ არსებობს. იგი სპეციალურად ფილმისთვის იქნა შექმნილი. კომიქსებში სტენლი იპკისის შეყვარებულს ჰქვია კატი.

???? ფილმის მეორე ნაწილი გადაღებული იქნა 2005 წელს, მაგრამ ის იმდენად ჩავარდა, რომ მიიღო ორი „ოქროს ჟოლო“.

???? პოლიციელის როლზე სტუდიას რიჩარდ გირის ხილვა სურდა, ასევე განიხილებოდა პირს ბროსნანი.

???? ჯიმ ქერის ძაღლის, მაილოს ნამდვილი სახელი იყო მაქსი.

???? მთავარი ბოროტმოქმედის როლზე განიხილებოდნენ ჯეკ ნიკოლსონი, რობერტ დე ნირო, უილემ დეფო, რუპერტ ევერეტი და დენის ჰოპერი.

???? უორნერ ბრაზერსის თქმით, ისინი აპირებდნენ ფილმი ტრილოგიად ექციათ, სადაც პირველი ნაწილის მთავარი ბოროტმოქმედი დაბრუნდებოდა, რომელსაც წინააღმდეგობას ქალი ნიღაბი გაუწევდა, ისე როგორც „ნიღაბი“-ს კომიქსებშია.

???? ფილმს გააჩნია ასევე ალტერნატიული ვერსია. ფილმის გახსნითი სცენა მოიცავს კადრებს თუ როგორ მარხავენ ვიკინგები ნიღაბს სანაპიროზე. მეორე ალტერნატიულ ვერსიაში ნაჩვენებია სცენა თუ როგორ კლავს მთავარი ბოროტმოქმედი ჯიმ ქერის მეგობარს - პეგის ( გოგო, რომელმაც ჯიმ ქერის მეგობრობაში უღალატა ). ბოროტმოქმედი, პეგის დასაბეჭდ საპრეს-მანქანაში აგდებს მას შემდეგ რაც გასამრჯელოს მოსთხოვს ჯიმ ქერის ღალატისთვის. ამ პერსონაჟის სიკვდილის სცენა ამოჭრილი იყო იმისთვის, რომ მეორე სერიისთვის შეძლებოდათ ამ გოგოს პერსონაჟის დაბრუნება.

???? სატეტსო ჩვენების დროს, ფილმს ძალზედ ბნელი ატმოსფერო ჰქონდა.

???? იყო ვერსია, რომ ფილმის მეორე ნაწილის გადაღების შემთხვევაში ჯიმ ქერი უნდა მომკვდარიყო მეორე სერიის ბოლოს, რის შემდეგაც მისი შთამომავლობა ხდებოდა უკვე „ნიღაბი“.

ფილმის ბიუჯეტი: ????23 მილიონი - ????351.6 მილიონი


ავტორი: ბესო ჭიკაიძე

0
14
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0