x
Pretty Woman - ლ ა მ ა ზ მ ა ნ ი

საინტერესო ფაქტები

image

???? სცენა სადაც რიჩარდ გირი ჯულია რობერტს ყელსაბამს ჩუქნის, გირმა იმპროვიზირება მოახდინა, როდესაც ჯულია ხელით შეხებას ცდილობდა ყელსაბამზე, გირმა მას თითი განგებ მოაყოლა ყელსაბამის კოლოფში, რაზეც ჯულიას ბუნებრივი რეაქცია ჰქონდა სიცილით და რეჟისორს ეს იმდენად მოეწონა, რომ გადაწყვიტა ფილმში ეს სცენა დაეტოვებინა.

???? რიჩარდ გირი და ჯულია რობერტსი პირველსავე შეხვედრაზე იმდენად კარგად შეეწყვნენ, რომ ჯულიას სხვა არავინ სურდა პარტნიორად რიჩარდის გარდა. რიჩარდ გირს კი მაინცდამაინც არ სურდა ამ როლის თამაში და უარის თქმასაც აპირებდა, როდესაც მოულოდნელად ჯულიასგან პატარა ბარათი მიიღო წარწერით „გთხოვ, დათანხმდი“, და მხოლოდ ამის შემდეგ შეიცვალა რიჩარდმა აზრი.

???? მელოდიას, რომელსაც რიჩარდი უკრავს პიანინოზე თავად მისივე დაწერილია.

???? ინტიმური სცენის გადაღების დროს, ჯულია იმდენად განერვიულდა, რომ შუბლზე მკაფიოდ ამომჯდარი ვენა ეტყობოდა. რეჟისორს და რიჩარდს არც თუ ისე ცოტა ხანი მოუწიათ ჯულიასთვის შუბლზე მასაჟის გაკეთება რათა ვენა გამქრალიყო და სცენა გაეგრძელებინათ. საბოლოოდ კი მას სპეციალური ლოსიონი დასჭირდა რათა ვენასთან დაკავშირებული პრობლემა მოეგვარებინათ.

???? ოპერაში, სადაც რიჩარდ გირს ჯულია მიჰყავს, არის ერთ მეძავ ქალზე, რომელსაც მდიდარი მამაკაცი უყვარდება.

???? თავდაპირველად ფილმის სახელი იყო „3000$“. ეს ის თანხაა რაზეც ჯულია რიჩარდს უთანხმდება ერთ კვირიან მომსახურებაზე. მაგრამ მოგვიანებით სათაური შეცვლილ იქნა მას შემდეგ რაც რეჟისორმა სიმღერა “Pretty Woman” მოისმინა როი ორბისონის შესრულებით. ეს სიმღერა ასევე მის საუნდტრეკად იყო გამოყენებული.

???? იმ სცენის გადაღების დროს, როდესაც ჯულია იატაკზე წევს რიჩარდის პენტჰაუსში და კომედიურ ფილმს უყურებს, კადრს მიღმა რეჟისორი მას ფეხზე უღუტუნებს. ეს იმისთვის იქნა გაკეთებული რათა ჯულიას ბუნებრივი სიცილი გამოეწვია.

???? ეპიზოდში, სადაც ჯულია ყელსაბამს ატარებს, მისი ღირებულება სინამდვილეში მართლაც 250 000$. გადაღებების დროს კი დაცვის წევრი იარაღით ხელში გამუდმებით რეჟისორის უკან იდგა რათა თვალი ედევნა ყელსაბამისთვის.

???? გადაღებების დროს, რიჩარდ გირი 40 წლის იყო, ხოლო ჯულია რობერტსი კი 22.

???? ფილმის თავდაპირველი ვერსიით, ჯულია რობერტსი ნარკოტიკებზე დამოკიდებული უნდა ყოფილიყო და იმ ერთი კვირის განმავლობაში რაც რიჩარდ გირთან იქნებოდა ნარკოტიკებს არ უნდა გაკარებოდა. ასეთი უნდა ყოფილიყო მათი მოლაპარაკება. ფილმის ბოლოს კი ჯულიას თავისი მეგობარი სახელად კიტი, უნდა ეპოვა ნარკოტიკებით გარდაცვლილი, რაც შემდეგ აიძულებდა საკუთარ თავს, რომ საერთოდ შეშვებოდა ნარკოტიკებს.

???? ჯულია რობერტსი საერთოდ არ განიხილებოდა თავდაპირველად ვივიანის როლზე. კინოსტუდიას სურდა იმ დროისთვის A-კატეგორიის მსახიობები. ერთ-ერთი იყო მოლი რინგუოლდი. რინგუოლდმა დაიწუნა როლი იმის გამო, რომ სცენარის შინაარსის მიხედვით, იმ როლში მყოფი თავს არაკომფორტულად იგრძნობდა და არ მოეწონა თავად იდეა იმის, რომ მას მეძავი უნდა განესახიერებინა. მას შემდეგ კი, ბევრ ინტერვიუში განაცხადა თუ როგორ ნანობს როლზე რომ უარი თქვა.

???? სანამ რიჩარდ გირს მიიწვევდნენ, მანამდე კრისტოფერ რივი განიხილებოდა ედვარდის როლზე. როდესაც მას და ჯულიას დიალოგი უნდა წაეკითხათ, მოხდა ისე, რომ ჯულია სხვა საქმით იყო დაკავებული და ვერ მოახერხა სინჯებზე მისვლა. ჯულიას რეპლიკებს კი ქასთინგ მენეჯერი კითხულობდა, მაგრამ იმდენად ცუდად, რომ კრისტოფერის საშინელი გაბრაზება გამოიწვია. კრისტოფერმა მაშინვე ნაფლეთებად დახია სცენარი და ოფისიდან გავარდა.

???? ფილმის პოსტერზე სინამდვილეში გამოსახულია სხვა ქალი - შელი მიშელი, რომელსაც ჯულიას თავი ადგას. რიჩარდ გირს კი თუ დააკვირდებით თმა ყავისფერი აქვს, მაშინ როდესაც მთელს ფილმში მისი თმა ჭაღარაა.

???? კინო სტუდიას არაერთი პრობლემა ჰქონდა ფილმში სპორტული ავტომობილის გამოყენებაზე. მათ შორის იყვნენ Ferrari და Porsche, რომლებთანაც სტუდია აქტიურად ცდილობდა მოლაპარაკებას რათა მათი მარკის ავტომობილები გამოეყენაბინათ ფილმში, თუმცა კატეგორიული უარი მიიღეს იმ მიზეზით, რომ არ სურდათ მათი ავტოკომპანია ასოცირებული ყოფილიყო მეძავობასთან. ერთადერთი ავტოკომპანია, რომელსაც არანაირი პრობლემა არ ჰქონდა და პირიქით სიხარულით შეხვდა შეთავაზებას იყო Lotus-ი, რომელმაც კინოსტუდიისთვის გამოყო Lotus Silver 1989.5 Esprit SE. ფილმის გამოსვლის შემდეგ კი ლოტუსის ამ მოდელის გაყიდვები სამჯერ გაიზარდა.

???? რიჩარდ გირამდე, როლი შესთავაზეს ბერტ რეინოლდს, რომელმაც უარი განაცხადა. 2012 წელს მიცემულ ინტერვიუში კი მან განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც ნახა ინტიმური სცენა ჯულია რობერტსა და რიჩარდ გირს შორის, მაშინ მიხვდა თუ როგორი შეცდომა დაუშვა როლზე უარის თქმით.

???? ალ პაჩინომ უარი განაცხადა როლზე მას შემდეგ რაც ჯულიასთან ერთად გაიარა სინჯები.

???? დისნეის არ სურდა ჯულია რობერტსის კანდიდატურა, რადგან მათ ვივიანის როლზე მეგ რაიანი უნდოდათ.

???? დემი მურმა უარი განაცხადა ჯულია რობერტსის მეგობრის როლზე.

???? ვივიანის როლზე განიხილებოდნენ დრიუ ბერიმორი და ვაინონა რაიდერი, თუმცა რეჟისორს ისინი კატეგორიულად არ აწყობდა, რადგან ამ როლისთვის მეტისმეტად პატარები იყვნენ.

???? მამკაცის მთავარი როლის შემსრულებლად განიხილებოდა ასევე ჯონ ტრავოლტა.

???? დაიან ლეინი თითქმის უკვე დამტკიცებული იყო როლზე, როდესაც ბოლო მომენტში კონფლიქტი მოუვიდა სტუდიასთან მის განრიგთან დაკავშირებით.

???? ვივიანის როლზე ასევე განიხილებოდა უმა თურმანი და კრისტინ დევისი.

???? დისნეიმ, რეჟისორ გარი მარშალს განუცხადა, რომ მსახიობ ჰექტორ ელიზონდოსთვის თანხები აღარ იყო საკმარისი რათა ჰონორარი გადაეხადათ, რის შემდეგაც გარი მარშალმა საკუთარი სახსრებით უზრუნველყო მსახიობის ჰონორარი. საბოლოოდ კი დისნეის სტუდიამ რეჟისორს მსახიობისთვის გადახდილი თანხა დაუბრუნა.

???? სცენა სადაც ჯულია რიჩარდის პენტჰაუსში შედის და ნებართვას სთხოვს შეუძლია თუ არა, რომ მაღალქუსლიანი ჩექმები გაიხადოს, იმიტომ რომ ფეხებს ტკენს, იყო თავად ჯულიას იდეა, რადგან ის ჩექმები მართლაც ფეხებს ტკენდნენ მას.

???? მას შემდეგ რაც ჯოდი ფოსტერმა ოსკარი მიიღო, დაინტერესებული იყო ვივიანის როლის თამაშით.

???? დერილ ჰანამ უარი განაცხადა ვივიანის როლზე, რადგან ჩათვალა, რომ ეს როლი ქალისთვის დამამცირებელი იყო.

???? „ლამაზმანი“-ს რეჟისრომა, გარი მარშალმა გააერთიანა რიჩარდ გირი, ჯულია რობერტსი და ჰექტორ ელიზონდო 1999 წელს გადაღებულ ფილმში „გაქცეული პატარძალი“.

???? ბოლო მსახიობი რომელთანაც ჯულია რობერტს უწევდა ბრძოლა როლისთვის იყო ვალერია გოლიონო.

???? ჰარისონ ფორდი, დენის ქუეიდი, კრისტოფერ ლამბერტი, დენი გლოვერი და ბრიუს კემპბელი ასევე განიხილებოდნენ ედვარდის როლზე სანამ რიჩარდ გირს დაამტკიცებდნენ.

???? დისნეის ფავორიტი წყვილი ფილმისთვის იყო შონ კონერი და მეგ რაიანი.

???? სანამ ლეა ტომპსონი გაიგებდა რომ ფილმის ჟანრი იყო რომანტიკული კომედია და არა ცხოვრებისეული დრამა, თანახმა იყო ვივიანის როლის შესრულებაზე.

???? როდესაც სარა ჯესიკა პარკერს ვივიანის როლი შესთავაზეს, მას საერთოდ არ მოეწონა ეს როლი.

???? თავდაპირველად ფილმის სცენარი იყო ასეთი: სიუჟეტი უნდა ყოფილიყო პროსტიტუციაზე ლოს ანჯელესში 80-90-იან წლებში. ვივიანსა და ედვარდს შორის ურთიერთობა ასევე ითვალისწინებდა ისეთ სადავო თემებს, როგორიცაა ნარკოდამოკიდებულება, მასთან ბრძოლა და გამკლავება. ვივიანს (ჯულია რობერტსი) სჭირდებოდა ფული რათა დისნეილენდში წასულიყო და ფულს ამისთვის აგროვებდა. ედვარდს (რიჩარდ გირი) მანქანიდან უნდა გადაეგდო ვივიანი და მიეტოვებინა. ფილმი უნდა დამთავრებულიყო იმ სცენით თუ როგორ მიდიან ვივიანი და მისი მეძავი მეგობარი დისნეილენდში.

???? მეორე ვერსია იყო ისეთი, რომ რიჩარდ გირს თავის მეგობართან ერთად უნდა გადაერჩინა ჯულია იმ საროსკიპოდან სადაც ის მუშაობდა და გაენთავისუფლებინა იმ ბარიგისგან ვინც მას ნარკოტიკებით ამარაგებდა.

???? ფილმის ბიუჯეტი: ????14 მილიონი - ????463.4 მილიონი

ავტორი: ბესო ჭიკაიძე

0
41
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0