x
T a x i - ტ ა ქ ს ი

საინტერესო ფაქტები

image

⭕️ „ტაქსი“ - ეს არის ცნობილი ფრანგული კომედიური ჟანრის ფილმი, რომლის პროდიუსერი არის ყველასათვის კარგად ნაცნობი ლუკ ბესონი. ფილმის პრემიერა შედგა 1998 წელს, რასაც მოჰყვა შემდეგ არაერთი სერია.
⭕️ ლუკ ბესონმა სცენარი 30 დღეში დაწერა. ეს 30 დღე გამოიყენა ტაქსის სცენარის წერისთვის სანამ Columbia Pictures თანხმობას ეტყოდა ფილმ „მეხუთე ელემენტი“-ს გადაღებაზე.
⭕️ 110 მანქანა იქნა გამოყენებული ამ ფილმის გადაღების დროს.

⭕️ 1999 წლის 17 აგვისტოს, ფილმის მეორე ნაწილში, სცენაში სადაც მანქანა გვირაბიდან ტანკებს შორის დიდ ნახტომს აკეთებს, ერთ-ერთი ოპერატორი მძიმედ დაშავდა, რომელიც შემდეგ სამწუხაროდ რამდენიმე საათში დაიღუპა.

⭕️ ტაქსის მეორე ნაწილის გამოსვლისას პრემიერაზე მიწვეული იქნა ფრანგი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი. მის ფორმას ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი ატარებს მის საპატივსაცემოდ. თუმცა იმ დროისთვის ზიდანი იუვენტუსში თამაშობდა და ფილმის პრემიერაზე არ გამოჩენილა, რადგან გუნდის მწვრთნელმა განგებ არ გაუშვა ის.

⭕️ ლუკ ბესონს და კომპანიის პროდიუსერებს ტაქსის მეორე ნაწილში უნდოდათ რომელიმე გამოჩენილი ჰოლივუდელი მსახიობის მიწვევა რათა ჰოლივუდის ყურადღება მიექციათ, მაგრამ ჩანაფიქრის ასრულება არ გამოუვიდათ, თუმცა ფილმის მესამე ნაწილში შეძლეს და მიიწვიეს ჰოლივუდის ცოცხალი ლეგენდა სილვესტერ სტალონე, რომელმაც ეპიზოდური როლი შეასრულა ფილმის გახსნით სცენაში.

⭕️ ჟურნალისტის კითხვაზე, რომ დანიელი ცუდ მაგალითს წარმოადგენს მძღოლებისთვის, ამ ეპიზოდის საპასუხოდ, მან კატეგორიულად განაცხადა, რომ არ მიებაძათ მისი ეკრანული პერსონაჟის მართვის სტილისთვის. თუმცა ამაოდ. ფილმის პრემიერის შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა მარსელში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე სიჩქარის გადაჭარბების გამო გაცემული ჯარიმების რაოდენობა.

⭕️ მეორე ტაქსის პრემიერა საფრანგეთში შედგა 2000 წლის მარტში. და უკვე აპრილში, სტატისტიკის საფუძველზე, მარსელში 3-ჯერ მეტი პროტოკოლი გაიცა სიჩქარის გადაჭარბებისთვის. სინამდვილეში, გაცილებით მეტი შემთხვევა იყო, რადგან ჟანდარმერიის სტატისტიკა ითვალისწინებს მხოლოდ მათ, ვისი დაწევა და დაჭერა შეძლეს.

⭕️ პარიზში ფილმის გადაღების დროს მოხდა საპროტესტო აქცია, რაც გულისხმობდა გადაღებების შეჩერებას, რადგან დიდი სიჩქარით მოძრაობა ცუდი მაგალითის მომცემი იყო და ამის გამო რეჟისორი იძულებული იყო გადაღებები გადაეტანა პარიზიდან მარსელში.

⭕️ ფილმის პრემიერის შემდეგ, Peugeot– ის გაყიდვები საგრძნობლად გაიზარდა. მარსელის ერთმა სამეწარმეო მკვიდრმა, ტაქსის პრემიერის შემდეგ, გახსნა კომპანია „ტაქსი დანიელისგან“. კომპანიაში შედიოდა Peugeot-ს ყველა მოდელი. იმ დროს ტაქსის ამ მოდელზე იყო დიდძალი მოთხოვნა როგორც მარსელის მკვიდრებს ისე მის სტუმრებს შორის.

⭕️ ფილმის ბიუჯეტები და შემოსავლები:
???? ტაქსი 1 - ????8.7 million - ????44.5 million
???? ტაქსი 2 - ????10.5 million - ????64.4 million
???? ტაქსი 3 - ????14.5 million - ????64.5 million
???? ტაქსი 4 - ????17.5 million - ????65.1 million
???? ტაქსი 5 - ????23 million - ????38.6 million

ავტორი: ბესო ჭიკაიძე
0
42
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0