x
ტერმინატორი 7 მორიგი ბლოკბასტერი თუ საშინელებათა ჟანრის ფილმი?
image„ტერმინატორი“ შეიძლება ჩაითვალოს მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთ ბრენდ სამეცნიერო-ფანტასტიკურ ფილმად. თუმცა, შეცდომა იქნება იგივეს თქმა ტერმინატორის 3, 4, 5 და 6 ნაწილებზე, რომლებიც ძალიან შორსაა შედევრისგან. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რომ ტერმინატორის მომდევნო ნაწილები მეორე სერიის შემდეგ ყოფილიყო ისეთივე შედევრალური, თითოეული სერიის გამოსვლა მთავრდებოდა კრახით და წარუმატებლობით, რადგან მეორე ნაწილის შემდეგ გადაღებული თითოეული სერია ვერ იმეორებდა პირველი და მეორე ნაწილის წარმატებას. ათი წლის მანძილზე ამბობდნენ და ადასტურებდნენ, რომ „ტერმინატორი: ხსნა“, „ტერმინატორი: გენეზისი“ და „ტერმინატორი: ბნელი ბედი“ იქნებოდნენ ახალი ტრილოგიის დასაწყისი, რომლებიც აღადგენდნენ ფრანშიზას და ტერმინატორი დაუბრუნდებოდა პოპ კულტურის სათავეს, მაგრამ განსაკუთრებით მისმა ბოლო ნაწილმა თითქოსდა საბოლოოდ დაასამარა ტერმინატორის სამყარო. დიდი მომავლის წინასწარმეტყველებით ფილმმა არამცთუ დანახარჯები ამოიღო არამედ 150 მილიონამდე ზარალიც კი ნახა.

ფილმზე საავტორო უფლებები Skydance-ს ეკუთვნის და ის ჯერაც არ ამოსულა იმ ზარალისგან, რაც ტერმინატორის ბოლო ნაწილისგან მიიღო, ასე რომ ისინი აუცილებლად შეეცდებიან განახორციელონ კიდევ ერთი პროექტი და გადაიღონ მეშვიდე ნაწილი.

ბოლო ხანებში კი წამოვიდა საუბარი იმის თაობაზე, რომ ახალი ტერმინატორი იქნება ნაწილობრივ საშინელებათა ჟანრის და არა მაღალბიუჯეტიანი ბლოკბასტერი როგორც ეს წინა სერიებში იყო. საუბარია ასევე იმაზე, რომ არნოლდ შვარცნეგერი დაუბრუნდება თავის როლს ოღონდ ისევ ბოროტმოქმედის ამპლუაში და ამით ჩანს, რომ სტუდია გეგმავს ტერმინატორი დაუბრუნდეს თავის საწყის ფესვებს როგორც ეს ფილმის პირველ ნაწილშია 1984 წელს გამოსული.

საწყის ეტაპზე არნოლდ შვარცნეგერის გარდა არის ორი კანდიდატურა ტერმინატორის როლზე. შეასრულებენ ისინი T-800 როლს თუ ტერმინატორის სხვა რომელიმე მოდელს ჯერჯერობით გაურკვეველია. ეს კანდიდატურები კი არიან ჯონ სენა და დუეინ ჯონსონი.


ავტორი: ბესო ჭიკაიძე

შეგიძლიათ ნახოთ
0
16
2-ს მოსწონს
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0