x
Titanic - ტიტანიკი
საინტერესო ფაქტები
ნაწილი II
image???? მკვლევარმა ჯეიმს ჩაილსმა განაცხადა, რომ ტიტანიკი მყარი მასალებით იყო აგებული და დღესდღეობითაც თანამედროვე გემებიც კი ვერ გადაურჩებოდნენ აისბერგთან შეჯახების შემდეგ დაღუპვას.

???? 1სთ:22წთ-ზე როდესაც ჯეკი და როუზი გემის ცხვირის წვერზე დგანან, ჯეკი ყურთან უმღერის როუზს „Come Josephine in My Flying Machine”. ამ სიმღერას უმღეროდა იმიტომ, გადაღებული იყო კადრი სადაც ისინი ერთად მღერიან ამ სიმღერას. სამწუხაროდ ეს კადრი ფილმიდან ამოჭრეს.

???? ტიტანიკის ჩაძირვის შემდეგ, ხის პანელის ნაჭერი, რომელზედაც როუზი ტივტივებდა, აღებული იყო ნამდვილი არტეფაქტიდან, რომელიც გადაურჩა გემთან ერთად ჩაძირვას და გამოფენილია ატლანტიკის საზღვაო მუზეუმში ჰალიფაქსში - ნოვა შოტლანდია, კანადა.

???? ტიტანიკის უკანასკნელ გადარჩენილს, მილვინა დინს ჰკითხეს თუ დაესწრებოდა ტიტანიკის პრემიერას, მაგრამ უარი განაცხადა, იმიტომ რომ 1958 წელს გადაღებული ფილმით ტიტანიკზე „A Night to Remember”, მას ძალიან დიდი ტრავმა მიადგა.

???? კეიტ უინსლეტმა ამ როლისთვის გაიმარჯვა ნომინაციაში როგორც „საუკეთესო ქალი მსახიობი“.

???? ტიტანიკი არის ოსკარის ყველაზე ნომინირებული ფილმი (14 ნომინაციით), საიდანაც 11 ჯილდო მიიღო.

???? როდესაც ჯეიმს კამერონმა გაიგო, რომ როლზე კრისტიან ბეილს განიხილავდნენ მასზე უარი განაცხადა, რადგან არ სურდა ორი ბრიტანელი მსახიობი ორ ამერიკელ პერსონაჟზე.

???? სტუდიას ძალიან უნდოდა ჯეკის როლი მეთიუ მაკკონაჰის შეესრულებინა, მაგრამ კამერონი მხოლოდ ლეონარდოზე იყო თანახმა.

???? კეიტ უინსლეტი და ლეონარდო დი კაპრიო დღემდე ვერ იტანენ თავიანთ მიერ განსახიერებულ როლებს. მიზეზი ისაა, რომ კეიტს საშინლად მიაჩნია თავისი ამერიკული აქცენტი, ხოლო ლეონარდო კი თავის პერსონაჟს „ახალგაზრდა პანკი“-ად მოიხსენიებს.

???? ლეონარდო დი კაპრიოსა და ქეით უინსლეტს შორის გადაღებული პირველი სცენა იყო შიშველი სცენა, სადაც ის ხატავს მას, ხოლო ბოლო სცენა, რომელიც გადაიღეს იყო კაპიტან სმიტის სიკვდილის სცენა.

???? ტიტანიკზე პირველი კლასის კაბინის ღირებულება იყო $4.350 რაც დღევანდელი ექვივალენტით არის $75.000 დღეს.

???? კეიტ უინსლეტს იმდენად უნდოდა როუზის როლის მიღება, რომ ყოველდღიურ ჩანაწერებს უგზავნიდა ჯეიმს კამერონს და ასევე ტელეფონზეც კი ურეკავდა და სულ უმეორებდა: „შენ არ გესმის! მე ვარ როუზი! მე არ მესმის საერთოდ სხვა ვინმე როგორ უნდა დაინახო ამ როლზე!“ და როდესაც ჯეიმსმა საბოლოოდ დაამტკიცა როლზე, კეიტმა შემდეგ მას ვარდი გაუგზავნა წარწერით „შენი როუზისგან“.

???? ჯეიმს კამერონს იმდენი უჯდებოდა ტიტანიკის გადაღება, რომ საკუთარი წინასწარი ხელფასიდან 8 მილიონი ისევ ბიუჯეტს მოახმარა, რადგან სტუდია უარზე იყო ბიუჯეტის გაზრდაზე. ანალიტიკოსები კი მინიმუმ 100 მილიონის ზარალს ვარაუდობდნენ და ჯეიმსი მხოლოდ იმის იმედად რჩებოდა, რომ ფილმი მაინც გამოსულიყო ნორმალური.

???? „ტერმინატორი 2“-ის გადაღების შემდეგ, ჯეიმს კამერონმა 5 წელი დაუთმო ტიტანიკზე მთელი ინფორმაციის შესწავლას, მას მერე რაც ნახა 1958 წელს გადაღებული ფილმი ტიტანიკზე - „A Night to Remember”.

???? ჯეიმს კამერონს უნდოდა, რომ ფილმი დაწყებულიყო რეალური კადრით თუ როგორ აკეთებს „ტიტანიკი“-ს წარწერას ერთ-ერთი მუშა, მაგრამ კამერონმა ვერ შეძლო ამ რეალური კადრის მოპოვება. როდესაც ფილმი უკვე გამოვიდა, ეს კადრი მხოლოდ მერე იპოვეს.

???? კეიტმა ლეოს წესები დაუწესა, როდესაც მათი კოცნის სცენები უნდა გადაეღოთ. მას არ უნდა ეჭამა ხახვი, ნიორი, არ უნდა მოეწია და ყავა არ უნდა დაელია. თავიდან ლეონარდო დასთანხმდა, თუმცა შემდეგ ყველაფერს პირიქით აკეთებდა და კეიტის რეაქციებზე ყველა იცინოდა. კეიტმა კი შემდეგ ლეონარდოს ხუმრობით „ჩემი სუნიანი ლეო“ შეარქვა.

???? კეიტ უინსლეტი ვერასოდეს იტანდა სიმღერა “My Heart Will Go On”-ს და მისთვის ამ სიმღერის მოსმენა ერთი დიდი ტანჯვაა.

???? ფილმის ბიუჯეტი: ???? 200 მილიონი - ???? 2.202 მილიარდი.


ავტორი: ბესო ჭიკაიძე

შეგიძლიათ ნახოთ
0
31
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0