x
image
თუთიკო ბერძენა
თავისუფლება სინათლის შიშით თვალებდათხრილი თხუნელების ხვედრი არ არის, "თავისუფლება ლომთა ხვედრია"!
image
გასაგებია, უკრაინის ომია და დიპლომატიურად გამოძვრომა გვინდა: "-აბა, ომი გინდათ"?
მაგრამ უცებ არაპროგნოზირებად პუტინს რომ დაარტყას თავში და უკრაინისკენ მიმავალ ტანკებს საქართველოსკენ გადმოახვევინოს, მაშინ რას ვშვებით?

ვბარდებით ამავე კითხვის დასმით: "აბა ომი გინდათ?"?
ძალიან საინტერესოა, ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ. თორემ ახლა ომისკენ მოწოდება და ამ ქარცეცხლში თავის შეყოფა ჩვენნაირი მცირე ერისთვის მართლაც აბსურდია. კითხვა ისმება სხვა შემთხვევაზე - რუსეთი რომ თვითონ წამოვიდეს ჩვენკენ და თავს დაგვესხას, აი, მაშინ რას ვაკეთებთ?
ხელისუფლება წარამარა ნაცების სალანძღავად "ომის პარტია, ომის პარტიაო" რომ გაიძახის, უცებ ომი რომ დაგვჭირდეს ქვეყნის თავისუფლების და დამოუკიდებლობის დასაცავად, მაშინ ოცნება რისი პარტია იქნება? ჩამბარებლების?
"ომის პარტიის" სალანძღავ კონტექსტად ხშირი გამოყენებით სტერეოტიპს აყალიბებენ მასებში. ეს ძალიან არაპატრიოტული ყიჟინაა.
როცა საჭირო იყო ომობდა ჩვენი წინაპარი, როცა საჭირო იყო მშვიდობას ინარჩუნებდა. ზოგი მშვიდობა კი ომზე მეტი საშიშია პერსპექტივაში.
ასე რომ, კარგი მმართველი ომის პარტიაც უნდა იყო საჭირო დროს და მშვიდობის პარტიაც საჭირო დროს.
ახლა დიპლომატიის ფაზაში ვართ, გასუსულები და გასაგებია. მაგრამ ამ ფაზაში თითის გაშვერით " ომის პარტია, ომის პარტია" რომ გაისმის, ეს ავტომატურად გამორიცხავს თავდაცვით ომსაც კი. და თუ თავდაცვით ომსაც გამოვრიცხავთ და მაინც ვერცერთ მტერს ვერ გავუწევთ ღირსეულ წინააღმდეგობას, მაშინ ჯარი რატომღა ჰყავს სახელწიფოს და თავდაცვის სამინისტრო რატომ არსებობს? მათ შესანახად ამდენი თანხები რატომ იხარჯება? "აბა ომი გინდათ?" თუ არ გინდათ და მაშინ ყველა ის თანხა, რაც თავდაცვაზე მიდის, მიეცით საწყალ კუჭგამომხმარ პენსიონერებს და შშმ პირებს!
ყველა პარტია ისტორიული ბალასტი ხდება. დღეს მოქმედი არცერთი პარტია აღარ იქნება რამდენიმე ათეული წლის მერე აქტუალური, როცა შვილები მოგკითხავთ, ეს რა უყავთ ამ ქვეყანასო და ამიტომ პარტიებს რომ თავი დაანებოთ და უპარტიოდ იფიქროთ, აი, ის დროა ახლა.

და ისე კი, აშკარად ვხედავთ, რომ თავისუფლება სინათლის შიშით თვალებდათხრილი თხუნელების ხვედრი არ არის, "თავისუფლება ლომთა ხვედრია"!
1
147
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
147
  
2022, 30 აპრილი, 6:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1