სიახლეები ჩინურ მეგაპოლისში ერთი ინფიცირებულის გამო მთლიანი ქალაქი ჩაკეტეს 2022, 28 აპრილი, 19:54 ![]() ქალაქ გუანჯოუში (სამხრეთ ჩინეთი), ასევე გააუქმა ასობით ფრენა ხუთშაბათს ბაიუნის საქალაქო აეროპორტიდან მას შემდეგ, რაც "ანომალიური შედეგები" იქნა აღმოჩენილი აეროპორტის პერსონალის ტესტირებისას, იტყობინება The Paper-ი. ![]() იმავდროულად, შანხაის მახლობლად მდებარე ჰანგჟოუს ტექნოლოგიურმა ცენტრმა ოთხშაბათს საღამოს გასცა ბრძანება ქალაქის ცენტრში 9.4 მილიონ მაცხოვრებელს მისი 12.2 მილიონი მოსახლედან ყოველ 48 საათში ერთხელ ჩაიტარონ ტესტირება, თუ სურთ, რომწვდომა ჰქონდეთ საზოგადოებრივ ადგილებში და ტრანსპორტში. ![]() ![]() ასეთი სტრატეგია დიდ ძალისხმავს მოითხოვს რადგან, შტამი "ომიკრონი" უაღრესად გადამდები ვარიანტია, მკაცრი კონტროლს მოითხოვს, რაც იწვევს უკმაყოფილებას მოქალაქეების ნაწილში. შეზღუდვებმა, მათ შორის 25 მილიონიანი შანხაის მაცხოვრებლის ერთკვირიანმა ჩაკეტვამ, დააზარალა ეკონომიკა, რამაც გამოიწვია ჩამორჩენა მსოფლიოს ყველაზე დატვირთულ კონტეინერების პორტში, რომელიც არის მთავარი კვანძი გლობალური მიწოდების ქსელში. ![]() შედარებისთვის:ჩინეთში, სადაც კორონავირუსი პირველად გაჩნდა, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე დაინფიცირდა 208, 584 ადამიანი, აქედან გარდაიცვალა 4923 ადამიანი, ხოლო საქართველოში, სადაც ჩინეთზე 500-ჯერ ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, პანდემიის დაწყებიდან დაინფიცირდა 1 654 797 მოქალაქე, აქედან გარდაიცვალა 16 805. საშუალო ართმეტიკული 1 მლნ. კაცზე იქნება: საქართველო-416, 274 ინფიცირებული და გარდაცვლილი 4, 227; ჩინეთი-145 ინფიცირებული და გარდაცვლილი -3, როგორც ხედავთ განსხვავება სუპერ კოლოსალურია. 77 4-ს მოსწონს
|