x
image
ციცი
Mediator image
თბილისში 20-ზე მეტ ბინაში იარაღის საწყობია განთავსებული

image„ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი, ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს თხოვნით შვეიცარიაში იმყოფებოდა. შვეიცარიიდან დაბრუნებულმა სოზარ სუბარმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლება მორიგი ფართომასშტაბიანი პროვოკაციისთვის ემზადება. მას აქვს ინფორმაცია, რომ ძმები ახალაიების ხელმძღვანელობით, თბილისში 20-ზე მეტ ბინაში იარაღის საწყობია განთავსებული: „თბილისის სხვადასხვა უბანში შეძენილია 20-ზე მეტი ბინა, რომელშიც ძმები ახალაიების და მათი კლანის ორგანიზებით დიდი რაოდენობით იარაღია შეტანილი". იმ პიროვნებას, ვინც ეს ინფორმაცია მიაწოდა შვეიცარიაში მყოფ ქართველ ჟურნალისტს, ვახტანგ კომახიძეს, გააჩნია ამ ინფორმაციის დამადასტურებელი ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები. სოზარ სუბარი თვლის, რომ ხელისუფლება ყველანაირად ეცდება ხელისუფლების შენარჩუნებას და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ რაც შეიძლება ყურადღებით დააკვირდეს ჩვენი ხელისუფლების საქმიანობას, რათა საზოგადოებამ შეძლოს არჩევნებზე მშვიდობით მისვლა და ყველანაირი პროვოკაცია გამოირიცხოს.

0
112
6-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0