საზოგადოება ძველი ბავშვური გამოცანა, რომლის ამოხსნა თანამედროვე პროფესორებსაც უჭირთ 2022, 16 აპრილი, 10:31 მიუხედავად იმისა, რომ თვითნასწავლი იყო, იტალიელი ცნობილი გახდა მთელ მსოფლიოში კვადრატული განტოლებების ამოხსნის ზოგადი ალგორითმის აღმოჩენით. ტარტალიასთან სწავლის მიღების მსურველი ძალიან ბევრი იყო და მათ გასაცხრილად ნიკოლო ამოცანის ამოხსნას სთავაზობდა. ოსტატის დავალება ძალიან რთული აღმოჩნდა სტუდენტებისთვის. ამით ტარტალია ადგენდა თუ ვინ იყო მისი მოწაფეობის ღირსი.მაგრამ დრო იცვლება და არა ყოველთვის უკეთესობისკენ. ძველი ამოცანა, რომელსაც იტალიელი ოდესღაც სტუდენტებს ამოწმებდა, დღეს ზოგიერთი სპეციალისთვისაც ძნელი გადასაწყვეტია.და ეს გასაკვირი არ არის: აქ თქვენ უნდა გამოამჟღავნოთ არა მხოლოდ გაანგარიშების ცოდნა, არამედ პრაქტიკული გამოცდილებაც!აი ეს ამოცანაც: ოჯახის გარდაცვლილმა მამამ ანდერძი დატოვა. მოხუცის კუთვნილი 17 ცხენი სამ მემკვიდრეზე უნდა გაიყოს. კანონის მიხედვით, ნახირის 1/2 უფროსს ეკუთვნოდა, 1/3 შუათანას, 1/9 კი უმცროსს. მაგრამ 17 არ იყოფა არცერთ ამ რიცხვზე! როგორ გავყოთ ნახირი სამართლიანად?აბა, უკვე სცადეთ ამოცანის ამოხსნა? გაიხსენეთ რა გაგაფრთხილეთ. ეცადეთ თავი იმ წლების იტალიელის ადგილას დააყენოთ! მართლაც, ნიკოლოს დროს ასეთი ამოცანების გადაჭრა პრაქტიკაში ხშირად უწევდათ. აქ კი სუფთა გათვლებით შორს ვერ წახვალ! ამოცანის გადასაწყვეტად ტარტალია სთავაზობდა ნახირში კიდევ ერთი ცხენი დაემატებინათ. 18 ცხენით, ყველაფერი ადვილად იხსნებოდა. მართლაც მაშინ უფროსი ვაჟი მიიღებს 9 ცხენს, შუათანა - 6, უმცროსს - 2. მოდით, ნასესხები ცხენი დავუბრუნოთ პატრონს, ბიჭებს კი ჯამში ზუსტად 17 ცხენი ეყოლებათ. და ანდერძი შესრულებულია! უცნაურიაა, რომ თანამედროვე მათემატიკა ადასტურებს ნიკოლოს მეთოდს. 1/2 + 1/3 + 1/9 = 17/18. ახლა 17-ს ვყოფთ 17/18-ზე, მივიღებთ 18-ს. და ვამრავლებთ 18-ს თითოეულ ჩვენთვის საჭირო წილადზე. 18-ის ნახევარი არის 9, მესამედი არის 6 და მეცხრე არის 2. როგორც ხედავთ ყველაფერი გამოდის!ახლა გასაგებია, თუ რატომ ყავდა ასე ცოტა შეგირდი ბატონ ტარტალიას.64 შეფასება არ არის
|