x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
გაიცანით, სერჟანტი სტაბი — გმირი ძაღლი, რომელმაც არაერთი ადამიანი გადაარჩინა

ამ ძაღლის სამხედრო ისტორია იმ დღიდან დაიწყო, როდესაც იელის კამპუსის მახლობლად მოხეტიალე ლეკვი ამერიკელმა რიგითმა ჯარისკაცმა ჯ. რობერტ კონრომ აიყვანა და სტაბი დაარქვა, რაც «პატარას», «მოკლეს» ნიშნავს.

მას შემდეგ, სტაბი I მსოფლიო ომის დროს, კონროის ესკადრის თილისმად იქცა და მათთან ერთად იანკის 26-ე დივიზიის 102-ე ქვეითი ჯარის ნაწილში იბრძოდა.


image


საკუთარ მისიას სტაბი საუკეთესოდ ასრულებდა. ის ადვილად ამაღლებდა ჯარისკაცების საომარ განწყობას. სამხედრო წვრთნის დროს, ძაღლი პატრონს არ შორდებოდა და ცდილობდა ყველაფერში მისთვის მიებაძა. მხოლოდ ერთი პრობლემა იყო, — არმიის რიგებში ძაღლების ყოფნა იკრძალებოდა.


image


და როდესაც ევროპაში გამგზავრების და საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის დრო მოვიდა, სტაბი სამხედრო გემზე ფარულად გადაიყვანეს. გემის კაპიტანს არ ესიამოვნა, როდესაც ბორტზე «კონტრაბანდა» აღმოაჩინა. თუმცა, ძაღლის მიერ, მისთვის «სამხედრო სალმის» მიცემის შემდეგ, აზრი მალევე შეიცვალა.


image


მას შემდეგ სტაბი 102-ე ბატალიონს ყოველთვის ფრონტის ხაზზე ახლდა. თავდაპირველად, მისი როლი, მხოლოდ ჯარისკაცების მორალური მხარდაჭერა იყო. თუმცა, დროთა განმავლობაში, მან მაშველის უნარ–ჩვევები გამოავლინა და არაერთი ადამიანი გადაარჩინა.


image


ფრონტზე ყოფნის პირველივე დღეებში, სტაბი გაზის შეტევის დროს დაზარალდა. ხოლო, მას შემდეგ, რაც ძაღლი გადაარჩინეს და ჯანმრთელობის სრულად აღდგენაში დაეხმარნენ, ძაღლმა გაზის სუნისადმი წარმოუდგენლად მძაფრი გრძნობა შეიძინა. შედეგად, ის მტრის მიერ, მსგავსი იარაღის გამოყენებას მაშინვე გრძნობდა, სანგარში ჩადიოდა და წრეზე იწყებდა სირბილს, რითაც მეომრებს აგრძნობინებდა, რომ მათთვის სახიფათო მდგომარეობა იყო. ასეთი დახმარება სამხედროებს საკმარის დროს აძლევდა იმისთვის, რომ აირწინაღები ჩამოეცვათ და სტაბისთვისაც დამცავი ნიღაბი გაეკეთებინათ.imageimage102-ე ბატალიონის ჯარისკაცები, აირწინაღებზე თილისმის ფოტოებით


ჭკვიანი სტაბი მტერს და მოყვარეს ენითაც არჩევდა. ერთხელ ძაღლმა გერმანელი ჯაშუშებიც კი აღმოაჩინა, როდესაც ისინი მოკავშირეების სანგარში შეიპარნენ და გერმანულად საუბრობდნენ. გარდა ამისა, მას ბრძოლის ველზე დაჭრილი მებრძოლების პოვნა შეეძლო და შემდეგ მათთან მედიკოსები მიჰყავდა.



image


ჯაშუშების აღმოჩენის შემდეგ, სტაბი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ძაღლი, რომელმაც სერჟანტის წოდება საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის მიიღო. მას რკინის ჯვრის ორდენიც კი გადასცეს, რომელსაც ის თავის მუნდირზე, დანარჩენ განმასხვავებელ ნიშნებთან ერთად ატარებდა.


imageგმირი ძაღლი ჯილდოს გენერალი ჯონ პერშინგისგან იღებს


ომის დასრულებისას, სტების ანგარიშზე 17 ბრძოლაში მონაწილეობა იყო და ერთხელ, ყუმბარის ნამსხვრევით დაიჭრა კიდეც...

ჯ. რობერტ კონრომ ომი კაპრალის წოდებით დაამთავრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძაღლს, ომის შემდეგ, უფრო მაღალი წოდება ჰქონდა, ვიდრე მის პატრონს.


image


ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ომის შემდეგ, სტაბი ძალიან ცნობილი და პოპულარული ძაღლი იყო. ზავის დადების შემდეგ, ვიდრე საფრანგეთში სახლში გამგზავრებას ელოდა, სტაბი აშშ–ს 28 პრეზიდენტს ვუდრო უილსონს შეხვდა. როგორც თქვეს, მათ შეხვედრისას: «ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს».


image


ხოლო, 1921 წ. აშშ–ს 29 პრეზიდენტმა უორენ ჰარდინგმა გმირი ძაღლი თეთრ სახლში მიიწვია. რამდენიმე წლის შემდეგ კი, ის ამერიკის პრეზიდენტის რეზიდენციაში, უკვე კალვინ კულიჯმა – ქვეყნის 30–ე პრეზიდენტმა დაპატიჟა.


imageძაღლი ამერიკაში, როგორც ეროვნული გმირი დაბრუნდა და სამხედრო აღლუმს ჩაუდგა სათავეში


ამერიკაში დაბრუნების შემდეგ, ჯ. რობერტ კონრომა ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. ხოლო, მისი ძაღლი ამ სასწავლებლის თილისმა გახდა.


imageსტაბი და ჯ. რობერტ კონრო


image

არხის სხვა სიახლეები:


* როგორ გამოიყურებოდნენ სხვადასხვა ასაკში ვარსკვლავები, რომელთა სილამაზე წლებთან ერთად არ გამქრალა

* მთავარი რაკურსია – ფოტოები რედაქტირების გარეშე (ნაწილი – III)

* გამორჩეული სილამაზის ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან... და არანაირი ფოტოშოპი!

* 20 ფოტო რუბრიკიდან – "წარსულის სილამაზე"

* II მსოფლიო ომში გერმანიის მარცხის მთავარი მიზეზები

* ფოტოები, რომლის ნახვა ნამდვილად ღირს

* როგორ დაამტკიცა ი. ნიუტონმა ღმერთის არსებობის ფაქტი

1
115
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
115
  
2022, 11 მაისი, 22:05
ძაღლი კი არა ადამიანი ყოფილა
0 1 1