ბიოგრაფია "ვლადიმერსკი ცენტრალის" ავტორს 60 წელი შეუსრულდებოდა 2022, 7 აპრილი, 10:35 ![]() მიხეილ კრუგი(ნამდვილი გვარი ვორობიოვი) არის უკვე შანსონის ჰიმნად ქცეული ცნობილი "ვლადიმერსკი ცენტრალის" ავტორი, რომელიც საქართველოშიც ძალზე პოპულარულია და რესტორენებში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი სიმღერა იყო. მიხეილ ვორობიოვი დაიბადა ქალაქ კალინინში (ახლანდელი ტვერი) ბიჭი 6 წლის იყო, როდესაც მან პირველად მოისმინა ვლადიმერ ვისოცკის სიმღერები. მომავალმა ბარდმა 11 წლის ასაკში ისწავლა გიტარაზე დაკვრა, მისი კერპის მოსმენის შემდეგ, მან უკვე მტკიცედ გადაწყვიტა ვინ იქნებოდა მომავალში. მოზარდმა მიხეილმა დაიწყო ლექსების წერა. ერთხელ მან სკოლაში იმღერა მისი კუმირის, ვისოცკის სიმღერა, რის გამოც ატყდა სკანდალი(შენიშვნა:რაღაც პერიოდი ვისოცკი აკრძალულ მომღერალთა სიაში იყო) ![]() სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში წავიდა, მსახურობდა უკრაინაში, ჯარიდან დაბრუნების შემდეგ დაიწყო მუშაობა მძღოლად, რძის პროდუქტებით ამარაგებდა ქალაქს 10 წლის განმავლობაში (1983 წლიდან 1993 წლამდე). 1987 წელს ვორობიოვი დაინიშნა ავტოკოლონის უფროსად და გააგზავნეს სასწავლებლად პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. თუმცა კაბინეტური მუშაობა მას არ მოეწონა, ისევ მძღოლად დაიწყო მუშაობა და ინსტიტუტიც მიატოვა. 1987 წელს, როდესაც ინსტიტუტში ჩაირიცხა, შეიტყო, რომ საავტორო სიმღერის კონკურსი იმართებოდა, მიიღო მონაწილეობა და პირველი ადგილი დაიკავა სიმღერით „ავღანეთის შესახებ“. ამის შემდეგ მან სიმღერების წერა დაიწყო. ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბარდმა ევგენი კლიაჩკინმა, რომელიც საავტორო სიმღერის მე-8 ფესტივალზე ჟიურის თავმჯდომარე იყო. სწორედ მან უთხრა ვორობიოვს: „მიშა, შენ უნდა იმუშაო...“. ამის შემდეგ მიხეილმა აირჩია ფსევდონიმი მიხეილ კრუგი. ![]() 1995 წელს გადაიღეს დოკუმენტური ფილმი "ბარდი მიხაილ კრუგი", რომელიც აჩვენეს არხ "კულტურაზე" 1999 წელს . 1996 წელს გამოდის მისი პირველი ვიდეოკლიპი „ეს იყო გუშინ" ![]() 1999 წლის იანვარში მან მეორე ადგილი დაიკავა რუსული შანსონის კონკურსში. 1999 წლის აპრილში ის კვლავ იყო ნომინირებული "Ovation Award"-ზე. ![]() ![]() მიხეილ კრუგი მკვლელების ვინაობა მხოლოდ 2019 წელს დადგინდა, იგი აღმოჩნდა კრიმინალური დაჯგუფების "ტვერელი მგლების"(Тверские волки) ბანდის წევრი დიმიტრი ვესელევი. ვესელევის განცხადებით, მომღერლის მკვლელობა საერთოდ არ იყო გათვალისწინებული, იგივე დაადასტურა ძარცვის მეორე მონაწილემ ალექსანდრე აგეევმა.გეგმა ასეთი იყო:მათ უნდა გაეტაცათ ძვირფასეულობა და ანტიკვარიატი, რის შემდეგაც შეწუხებული მიხეილ კრუგი "ტვერელი მგლების"ბანდის მეთაურს, კრიმინალურ ავტორიტეტს, მეტსახელად "ლომს" (Лом)მიაკითხავდა(ნამდვილი სახელი ალექსანდრე კოსტენკო)დახმარებისთვის, "ლომიც" "დაფაცურდებოდა", "იპოვიდა" მძარცველებს და "დიდსულოვნად" დაუბრუნებდა ნაძარცვს, სამაგიეროდ "მფარველობისთვის"მომღერალს წილს მოთხოვდა ჰონორარიდან. ![]() ბანდის მეთაურებს ალექსანდრე ოსიპოვს, ალექსანდრე აგეევს და დიმიტრი ბასკაკოვს 2009 წელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ. მიხეილ კრუგმა თაყვანისმცემლებს დაუტოვა ისეთი სიმღერები, როგორიცაა "Владимирский централ", "Золотые купола", "Кольщик", приходите в мой дом", "Тебе, моя последняя любовь" და სხვა. 349 2-ს მოსწონს
|