x
image
Yoona
Mediator image
მშვიდობის სიმბოლო: როდის და ვინ შექმნა ცნობილი „მშვიდობის მტრედი“
უძველესი დროიდან მტრედი მშვიდობის სიმბოლოდ ითვლება. ჯერ კიდევ ბიბლიაში (ძველ აღთქმაში) აღწერილია სცენა, სადაც ნოე სწორედ ამ ფრინველს კიდობნიდან ათავისუფლებს. ასე სურდა დარწმუნებულიყო, რომ დიდი წარღვნა დასრულდა. როცა წყლის დონე შემცირდა, ნოემ ჩიტს ფანჯარა 3-ჯერ გაუღო. პირველად მტრედმა მიწა ვერ დაინახა და დაბრუნდა. მეორედ ზეთისხილის ტოტი მოუტანა. მესამედ ფრინველი არ დაბრუნებულა. ასე ნოემ დაასკვნა, რომ ჩიტმა საცხოვრებლად ხმელეთზე ადგილი იპოვა. იმ უძველესი დროიდან მტრედი ადამიანის და ღმერთის შერიგების ნიშანი გახდა.

image

საყოველთაო აღიარება

ამ სიმბოლომ აღიარება მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე მიიღო. ემბლემა პაბლო პიკასომ დახატა და მსოფლიო მშვიდობის კონგრესზე წარადგინა, რომელიც 1949 წელს პრაღასა და პარიზში გაიმართა.


image

ემბლემის გამოჩენა

პაბლო პიკასოს მიერ დახატული პირველი სურათი მშვიდობის სტანდარტულ ემბლემას არ ჰგავდა. ანტი მატისის მიერ ნაჩუქარი ნატურალისტური ნახატიდან პიკასომ მტრედი ნისკარტში ტოტის გარეშე დახატა. თან მტრედი მიწაზე იდგა და არ დაფრინავდა.

image

ერთ–ერთი ვერსიით, ემბლემის კლასიკური და ჩვეული გამოსახულება პოეტმა ლუი არაგონმა აირჩია. პიკასოს შეყვარებულის, ფრანსუაზა ჟილოს მემუარების მიხედვით, არაგონმა მხატვრის საქაღალდე უახლესი ლითოგრაფიებით დაათვალიერა. სწორედ აქ დაინახა მტრედი და პაბლოს კონგრესის სიმბოლოდ მისი გამოყენება შესთავაზა. პიკასო დათანხმდა და უკვე დღის ბოლოს პარიზის კედლებზე პლაკატები მტრედის გამოსახულებით გამოჩნდა. მოგვიანებით, ემბლემამ, როგორც მშვიდობის დამცველმა, მთელი მსოფლიო მოიარა.

image

სხვათა შორის, კონგრესის წინა დღეს ფრანსუაზას და პაბლოს ქალიშვილი შეეძინათ. შეყვარებულმა შესაფერისი სახელი საკმაოდ სწრაფად შეარჩია. მათ გადაწყვიტეს გოგონასთვის დაერქვათ პალომა, რაც ესპანურიდან ითარგმნება, როგორც „მტრედი“.

image

სხვა ვარიანტები

მოგვიანებით, პაბლო პიკასომ მშვიდობის მტრედის ბევრი სხვა ნახატი დახატა. პაბლომ დახატა ჩიტი ნისკარტში ტოტით, ცისარტყელაზე გადაფრენინსას და კუბურ სტილში. მოტივი რეგულარულად იცვლებოდა და ვითარდებოდა. საბოლოოდ, მშვიდობის ლაკონური ემბლემა გახდა.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. ცნობილი საღეჭი რეზინა Love is გასაოცარი სიყვარულის წყალობით შეიქმნა

2. 6 წლის ბიჭმა ლონდონის რესტორნისთვის ლოგო შექმნა

3. ესპანელი მხატვრის 15 რომანტიკული ნახატი, რომელიც ინტიმის მოპარულ მომენტებს ხატავს

4. ამ 26 ნახატის შემხედვარე ჩემი ტვინი 26-ჯერ იმეორებს: ეს შეუძლებელია!

5. სინამდვილეში როგორ გამოიყურებოდა ვინსენტ ვან გოგი, რომელიც ავტოპორტრეტებს ხატავდა, მაგრამ ფოტოების გადაღება არ უყვარდა

6. სად არის მანე, სად მონე? ელემენტარული შპარგალკა მათთვის, ვისაც ხელოვნებაში გარკვევა სურს

0
230
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
230