x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რა დაკარგა რუსეთმა "მაკდონალდსის" წასვლით?

…«მაკდონალდსი» არის ყველგან: სკოლებში, გემებზე, კინოთეატრებში...

…ყოველ დღე, ზრდასრული ამერიკელების მეოთხედი ფასტფუდში სადილობს და ერთი საშუალო სტატისტიკური ამერიკელი, კვირის მანძილზე, 3 ჰამბურგერს და 4 ულუფა კარტოფილს მიირთმევს. ფასტფუდი არის და ყოველთვის იქნება, მიუხედავად იმისა, მოსახლეობის რა რაოდენობა არის მისი მომხმარებელი... და კიდევ, მსოფლიო მასშტაბით «მაკდონალდსის» რეკლამაზე ყველაზე მეტი თანხა იხარჯება.


image


რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გამო, ბევრმა საერთაშორისო კომპანიამ და ბრენდმა დატოვა რუსული ბაზარ. მათ შორის, «მაკდონალდსმაც». თუმცა, ქვემოთ ჩამოთვლილი 7 ფაქტის გამო, შეიძლება ითქვას, რომ კომპანიის «წასვლით», რუსეთს არაფერი დაუკარგავს, უფრო პირიქით...


1. სპეციალურად «მაკდონალდსისთვის», ქათმის ჯიში «მისტერ MD» გამოიყვანეს, რომელიც სხვა ქათმებისგან, დიდი მკერდით გამოირჩევა.

2. «მაკდონალდსის» წყალობით, გაზიანი სასმელის მოხმარება გაიზარდა ბავშვებში. 50-იან წლებთან შედარებით, დღეს თითო ულუფაზე, 2-ჯერ მეტი კოკა-კოლა გაიცემა. რამაც, საბავშვო დიაბეტის «გაახალგაზრდავება» გამოიწვია.

image3. გემოს გამაძლიერებლის (ნატრიუმის გლუტონატი (E621) წყალობით, რომელსაც კომპანიაში იყენებენ, კერძები უფრო გემრიელიც არის და მომხმარებელს მასზე დამოკიდებულს ხდის, – ეს ნამდვილი ნარკოდამოკიდებულებაა!!!

საქმე ისაა, რომ ადამიანი ისე სწრაფად ეჩვევა «ხელოვნურ» გემოს, რომ ბუნებრივი საკვები, გემოს გამაძლიერებლის გარეშე, უკვე აღარ მოსწონს. ასეთ სიტუაციაში, წონის მომატება — მხოლოდ დროის საკითხია.

4. კარტოფილის გემო «მაკდონალდსში» ყველას მოსწონს. ათეულობით წლის მანძილზე, ის მხოლოდ ცხიმზე იყო დამოკიდებული, რომელიც საქონლის ცხიმის (93%) და ბამბის ზეთის (7%) ნაზავისგან შედგებოდა. მაგრამ, გასული საუკუნის 90-იან წლებში, ქოლესტერინის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში, ხალხის მოთხოვნით, ფასტფუდების ქსელი 100%-იან მცენარეულ ზეთზე გადავიდა. მაგრამ, გემო იგივე დარჩა! დღეს, «მაკდონალდსში», რომ მოითხოვოთ ინფორმაცია კერძის შემადგენლობის შესახებ, გრძელი სიის ბოლოს, «ნატურალური არომატიზატორი» იწერება, – ეს იმის უნივერსალური ახსნაა, თუ რატომ არის იქ ყველაფერი გემრიელი.

image5. ამ დაწესებულების ჰამბურგერების და კარტოფილის რეცეპტების ძებნას კულინარულ წიგნებში და საიტებზე ნუ დაიწტებთ. თუ რამის გაგება გადაწყვიტეთ, «კვების მრეწველობის ტექნოლოგიის» შრომებს უნდა გაეცნოთ. ის, რასაც ჩვენ მივირთმევთ, უკანასკნელი 40 წლის მანძილზე უფრო მეტად შეიცვალა, ვიდრე მის წინამორბედ, 40 000 წლის პერიოდში. ჰამბურგერის და ყველა კერძის გემო, რაც კი ამ კომპანიის კვების ობიექტებში მზადდება, აშშ-ს უდიდეს ქიმიურ ქარხნებში იქმნება.

6. რაც შეეხება კერძების სუნს, მასზე «International Flavors and Fragrances» (საერთაშორისო გემო და არომატი) კომპანია ზრუნავს, რომელშიც ისეთი პოპულარული სუნამოების არომატებია შექმნილი, როგორებიც არის: «Estee Lauder Beautiful», «Tresor», «Lancome»... გარდა ამისა, იქვე იქმნება არომატები საპნებისთვის, ჭურჭლის სარეცხი საშუალებების, შამპუნების და სხვა საყოფაცხოვრებო სარეცხი და საწმენდი საშუალებებისთვის.

7. ძროხებს, რომლებიც კომპანიის საჭიროებისთვის იკვლება, ვიდრე სასაკლაოზე მოხვდებიან, სამი თვის მანძილზე, მარცვლეულით და ანაბოლიკებით კვებავენ.


image

არხის სხვა სიახლეები:


*ოლიმპიელი ღმერთები უცხოპლანეტელები იყვნენ?! არის თუ არა უნიკალური ჩვენი ცივილიზაცია?

* 5 ყველაზე უცნაური არმია ისტორიაში, რომელიც თითქმის ყოველთვის იმარჯვებდა

* რა ელის რუსეთს 2022 წელს? – ვანგას სენსაციური წინასწარმეტყველება

* რა იმალება რუსეთის ბირთვულ ჩემოდანში

* 9 ფაქტი ჰიტლერის ცხოვრებიდან, რომელსაც ისტორიის მსვლელობის შეცვლა შეეძლო

* ადგილი მთელი ერისთვის – რომელ ქვეყანას შეუძლია მთლიანად ბუნკერში დამალვა... და ადგილიც რომ დარჩება

* ფოტოები, რომელსაც ისტორიის სახელმძღვანელოებში ვერ ნახავთ

0
147
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0