სხვა რა ელის მსოფლიოს, ბირთვული ომის შემთხვევაში 2022, 11 ოქტომბერი, 8:20 უკრაინაში მიმდინარე ომის და დასავლეთის და რუსეთის მწვავე დაპირისპირების ფონზე, სულ უფრო აქტუალური ხდება ბირთვული ომის საკითხი. ამიტომ, კლიმატოლოგებმა საშინელი აზრობრივი ექსპერიმენტი ჩაატარეს და დასკვნაც დადეს: «გადარჩენილებს მათ შეშურდებათ, ვინც ამ ომის ეპიცენტრში მოხვდება». რატგერსი უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორმა და ცნობილმა კლიმატოლოგმა ალან რობოკმა (Alan Robock), Fox News–თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ადამიანები, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სიცოცხლე, რომელიც აფეთქების რადიუსში მოხვდება, დაიღუპება. ყველაზე მარტივ ორგანიზმებსაც კი, რომლებიც ოკეანეების სიღრმეებში იმალებიან, «ტკივილის განცდა ექნებათ». «ბირთვული დარტყმა, შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც რამდენიმე წამით, მზის შეხება დედამიწის ზედაპირთან. ამ ადგილის სიახლოვეს ყველაფერი აალდება, დაიბუგება და კვამლად იქცევა», — აღნიშნა რობოკმა. გლობალური ბირთვული დარტყმების შემთხვევაში, კვამლი სტრატოსფეროს ავსებს და მზის სხივებს, მინიმუმ, ხუთი წლის მანძილზე, დაბლოკავს. «ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს. მზის სინათლე კი, პლანეტის ზედაპირამდე ვეღარ მოაღწევს. ისე, როგორც ნებისმიერი, შესაძლო ნალექი. სამაგიეროდ, ულტრაიისფერი გამოსხივება სირთულის გარეშე შემოაღწევს, რადგან ოზონის შრე განადგურდება», — დაამატა კლიმატოლოგმა. ალან რობოკმა და მისმა გუნდმა, სამეცნიერო ექსპერიმენტის მსვლელობისას, დაადგინა, რომ ბირთვული ომის შემთხვევაში, პლანეტის საშუალო ტემპერატურა 9 გრადუსით შემცირდება და ამ შემთხვევაში, ფლორის და ფაუნის ერთი ნაწილის გარდაუვალი დაღუპვა, მხოლოდ დროის საკითხი იქნება. ხოლო, ცოცხლად დარჩენილი ადამიანები — საკვების გარეშე დარჩებიან... «როგორც კი, საკვების მარაგი ამოიწურება და ახლის მიღება გართულდება, ადამიანებს შეექმნებათ პრობლემები, რომლებსაც ისინი, ერთმანეთის მიმართ, მაქსიმალური სისასტიკით მოაგვარებენ», — მეტად მძიმე სურათი დახატა რობოკმა. კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ დედამიწის ზედაპირის უმეტესი ნაწილი წყლით არის დაფარული. ბირთვული ომის შემდეგ, მსოფლიო ოკეანე ნახშირორჟანგის უზარმაზარ რაოდენობას შთანთქავს და წყალში იმდენად მჟავა გარემო შეიქმნება, რომ მასში არსებული სიცოცხლის ყვერა ფორმა დაიღუპება. «ვინც ბირთვულ ომს გადაურჩება, დასახიჩრებულ სამყაროში აღმოჩნდება, რომელიც გადარჩენის შანსს არ იძლევა. ნელი და მტანჯველი დასასრული — ასეთი იქნება ყველა გადარჩენილის «განაჩენი»... * 5 ნაკლებად ცნობილი და საოცარი ფაქტი წყლის შესახებ* 5 ფაქტი, რომელიც სიმართლე გგონიათ, მაგრამ ასე არ არის* თუ ტვინის გავარჯიშება გინდათ – 5 გამოცანა (პასუხები აქვს)* 10 საინტერესო და საშიში ფაქტი* გოგონები სპორტში – სახალისო ფოტოები* პერუელი მხატვრის ეროტიკული სიურრეალიზმი (12 ფოტო)* რატომ უნდოდა „ფანტომასის“ რეჟისორს ფილმის მეოთხე ნაწილის სსრ კავშირში გადაღება და რატომ ვერ გადაიღო?* 12 საინტერესო ფაქტი "ლამაზმანის" შესახებ1593 2-ს მოსწონს
|