x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ოლიმპიელი ღმერთები უცხოპლანეტელები იყვნენ?! - არის თუ არა უნიკალური ჩვენი ცივილიზაცია?

შეიძლება, რამდენიმე ათასი წლის წინ, უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლები დედამიწაზე ჩამოვიდნენ და ადგილობრივებისთვის ტექნოლოგიები და ცოდნა გადასცეს, რამაც კარდინალურად შეცვლიდა ისტორიის მსვლელობა. ეს ვარაუდი თუ სიმართლეა, რატომ არ შეიძლება, რომ ჩვენს შორეულ წინაპრებს, მათთვის ღმერთები ეწოდებინათ?


image


შუმერული ჩანაწერების მიხედვით, მათი სახელმწიფო ანუნაკების («ზეციდან მოსულები» – აქადების და ასირიელების ღმერთები) მიერ იყო შექმნილი. შუმერების ღმერთების პანთეონში 12 ღმერთია. მათ შორის, ყველაზე მთავარი – ღმერთი ანუ, და მისი ორი ვაჟი: ენლილი და ენკი (ეა) არიან.


ღმერთების ბერძნულ პანთეონშიც 12 ღმერთია. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ეს უბრალო დამთხვევა არ არის და სწორედ უცხოპლანეტელებმა შეიტანეს დიდი წვლილი ჩვენი ცივილიზაციის ფორმირებაში... «ჩვენი ცივილიზაცია, ჰესიოდეს (ძვ.წ. აღრ. VIII – VII სს.) თქმით, ზევსის მიერ შექმნილ მეხუთე ფრაქციას ეკუთვნის. ჩვენ — რკინის რასა ვართ, რომელთა წარმომადგენლებში სიკეთე და ბოროტება თანაბარი რაოდენობით არის», — ამტკიცებს ერიხ ფონ დენიკენი, პოპულარული შვეიცარიელი მწერალი და უფოლოგი.


თავის წიგნში — «ღმერთების ოდისეა» ის წერს, რომ ძველი ბერძნული ღმერთები გამოგონილი არსებები კი არა, რეალური უცხოპლანეტელები იყვნენ, რომლებიც დედამიწაზე უფრო განვითარებული პლანეტიდან ჩამოვიდნენ. დედამიწის მონახულებისას, მათ კაცობრიობას ახალი ტექნოლოგიები მისცეს და მისი ცხოვრება სრულიად შეცვალეს. სამწუხაროდ, ამ ვერსიის დადასტურება, ან უარყოფა შეუძლებელია...



image


თუმცა, დედამიწელებს მართლაც რომ ჰქონდათ კავშირი უცხოპლანეტურ ცივილიზაციებთან, ამაზე არაერთი არტიფაქტი, ფრესკა, თუ პაპირუსი მეტყველებს. პალეოკონტაქტების თეორიის თანახმად, დედამიწელებს პირამიდების შექმნაშიც უცხოპლანეტელები დაეხმარნენ, რომლებსაც ადგილობრივებმა, მათზე ბევრად განვითარებული გონების და ცოდნის გამო, «ღმერთები» შეარქვეს.


ამჟამად, უამრავი მეცნიერი ცდილობს, ჩვენი ცივილიზაციის და უცხოპლანეტელებს შორის კონტაქტის პირდაპირი მტკიცებულების მოპოვებას და მათი ურთიერთობის პერიოდის დადგენას. ხოლო, უკვე მოპოვებული, უძველესი წერილობითი წყაროების და არტიფაქტებით თუ ვიმსჯელებთ, პირველი კონტაქტი, ცივილიზაციებს შორის, დაახლოებით, 20 ათასი წლის წინ უნდა შემდგარიყო.


მაგრამ რა ხდება ახლა? არის, თუ არა, სხვა სიცოცხლე სამყაროში? და თუ არის, შეუძლია მას ჩვენთან ურთიერთობა? ან აქვს კი, ამის სურვილი? თუ არის ასეთი ცივილიზაცია, რამდენად ხანგრძლივია მისი სიცოცხლე? – ასეთია ძირითადი კითხვები, რომლებსაც ყველაზე ხშირად უსვამენ ასტრონომებს, როდესაც უცხოპლანეტელებზე არის საუბარი.


ამომწურავი პასუხი, აღნული საკითხებით დაინტერესებულმა საზოგადოებამ, ჯერ კიდევ, 1961 წელს მიიღო და ის დღეს, ფრენკ დრეიკის ფორმულის სახელით არის ცნობილი: «კითხვა, იმის შესახებ, არსებობენ, თუ არა, სხვა განვითარებული ცივილიზაციები სამყაროში, დამოკიდებულია სამ დიდ ალბათობაზე, რომელიც ფორმულაში არის მოცემული», – თქვა მეცნიერმა.

image

სადაც:

N — არის გონიერი ცივილიზაციების რაოდენობა, რომლებსაც ჩვენთან კონტაქტში შემოსვლის სურვილი აქვთ;

N*— ვარსკვლავების რაოდენობა ჩვენს გალაქტიკაში;

fp — ვარსკვლავების წილი, რომლებსაც პლანეტები აქვთ;

ne — ალბათობა, პლანეტების (და მათი თანამგზავრების) საშუალო რაოდენობისა, რომელზეც არის ყველა პირობა, ცივილიზაციის ჩასახვისთვის;

fe — იმის ალბათობა, რომ ხელსაყრელ პირობებში სიცოცხლე ჩაისახება;

fi— ალბათობა, სიცოცხლის გონიერი ფორმების განვითარებისა, პლანეტებზე, სადაც არსებობს სიცოცხლე;

fc — პლანეტების რაოდენობის თანაფარდობა, რომელზეც გონიერი ცივილიზაცია არესებობს და მზად არის კონტაქტში შემოსასვლელად, იმ პლანეტებთან, რომელზეც გონიერი სიცოცხლე საერთოდ არსებობს;

L — ცივილიზაციის არსებობის დრო (ანუ დრო, რომლის მანძილზე ცივილიზაცია არსებობს და კონტაქტში შემოსვლის სურვილი აქვს);

Tg — ჩვენი გალაქტიკის სიცოცხლის ხანგრძლივობა;


imageსამყაროში სხვა სიცოცხლის არსებობის ორი ფორმულა: დრეიკის ფორმულა (ზევით) და ადამ ფრანკის და ბუდრფ სალივანის შედარებით ახალ ფორმულა.


«ჩვენ უკვე დიდი ხნია, რაც ვიცით, თუ როგორ ცხოვრობს ვარსკვლავების უმრავლესობა, – დაამატ დრეიკმა. – მაგრამ, არ ვიცით, მალავენ თუ არა სიცოცხლეს ეს ვარსკვლავები, არც ის ვიცით, რამდენად ხშირად შეიძლება განვითარდეს სიცოცხლე პლანეტაზე და გაჩნდებიან თუ არა მასზე გონიერი არსებები».


ამ საკითხების გასარკვევად, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ასტრონომიის და ასტრო-ბიოლოგიის განყოფილების დოქტორმა ადამ ფრანკმა და მისი შრომის თანაავტორმა ბუდრაფ სალივანმა, ზემოთ აღნიშნულ, ფორმულაში უცნობი სიდიდეების კვლევა, სამი მიმართულებით დაიწყეს. მათ უნდა დაედგინათ:


1. რამდენ ვარსკვლავს შეიძლება ჰქონდეს პლანეტა, რომელზეც სიცოცხლის არსებობა არის შესაძლებელი?


როგორც გაირკვა, ვარსკვლავების საერთო რაოდენობის 1/5 გააჩნია სიცოცხლის ზონები ანუ ისეთივე ორბიტები, როგორზეც ჩვენი პლანეტა მოძრაობს. ამის დადგენა, კოსმოსური ტელესკოპის – «კეპლერის» და სხვა პლანეტარული კვლევის მასალების შესწავლის შედეგად მოხერხდა.


2. რამდენად ხანგრძლივია ცივილიზაციის სიცოცხლისუნარიანობა?


ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია და ამიტომ მკვლევარებმა ის სხვა კითხვით ჩაანაცვლეს: «ვართ თუ არა ჩვენ ერთადერთი ტექნოლოგიური სახეობა, რომელიც ოდესმე განვითარებულა სამყაროში?».


3. რამდენად მოსალოდნელია, პლანეტაზე, რომელზეც სიცოცხლე არსებობს, მაღალგანვითარებული ცივილიზაციის განვითარების შესაძლებლობა?


იმისთვის, რომ ამ კითხვებზე პასუხი გაეცათ, მათ დაუშვეს, რომ სამყაროში მარტონი ვართ. როდესაც ეს ალბათობა, უკვე ცნობილი ვარსკვლავების რაოდენობას შეუფარდეს, აღმოჩნდა, რომ ამის შანსი – 10 მილიარდ ტრილიონში, მხოლოდ ერთია.



imageკეპლერის მიერ აღმოჩენილი, დედამიწის პირობების მსგავსი ოთხი პლანეტა და დედამიწა: Kepler-22b, Kepler-69c, Kepler-62e, 62f-Kepler (მარცხნიდან მარჯვნივ)


მიღებული შედეგით, მეცნიერებმა, ფაქტიურად მოახდინეს, უკვე არსებული, დრეიკის «არქეოლოგიური ფორმის» ფორმულის დუბლირება. ახალ ფორმულაში ერთმანეთზე ორ მაჩვენებელი არის გადამრავლებული: «Nast» და «fbt»-სი, სადაც «Nast» არის «დასახლებული პლანეტების რაოდენობა, სამყაროს მოცემულ მოცულობაში», ხოლო «fbt» – «ტექნოლოგიური სახეობის ალბათობა, ამ პლანეტებიდან რომელიმეზე».


A = «Nast» X «fbt»

მეცნიერები ამბობენ, რომ 10 მილიარდ ტრილიონზე, მხოლოდ 1 შანსი, ძალიან დაბალი ალბათობაა იმის დასამტკიცებლად, რომ სამყაროში მარტონი ვართ. მაგრამ, სამყაროს უზარმაზარ მანძილზე არსებობა, ცივილიზაციის არსებობის პერიოდის განუსაზღვრელობასთან კომბინაციაში, იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა პლანეტაზე არსებული ცივილიზაციების წარმომადგენლები, ერთმანეთს ვერასოდეს შეხვდებიან.


«ჩვენი ცივილიზაცია, დაახლოებით, 10 000 წლის არის. თუ დავუშვებთ, რომ ტიპიური ცივილიზაციები ათეულობით ათასი წლის მანძილზე არსებობენ, სამყაროს არსებობის 13 მილიარდი წლის მანძილზე, უამრავი ცივილიზაცია შეიძლებოდა ყოფილიყო და ისიც შესაძლებელია, რომ სხვა ცივილიზაციები უკვე დაიღუპნენ და მხოლოდ ჩვენ დავრჩით – აცხადებენ ისინი.


«კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ჩვენი ცივილიზაცია არ არის უნიკალური და არის იმის ალბათობა, რომ მსგავსი ცივილიზაციები სხვა პლანეტებზეც არსებობდნენ... და თუ ეს სიმართლეა, მაშინ იმაზე ვიფიქროთ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ჩამქრალი ცივილიზაციების ბედი არ გავიზიაროთ» – დაამატა დრეიკმა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 5 ყველაზე უცნაური არმია ისტორიაში, რომელიც თითქმის ყოველთვის იმარჯვებდა

* რა ელის რუსეთს 2022 წელს? – ვანგას სენსაციური წინასწარმეტყველება

* რა იმალება რუსეთის ბირთვულ ჩემოდანში

* 9 ფაქტი ჰიტლერის ცხოვრებიდან, რომელსაც ისტორიის მსვლელობის შეცვლა შეეძლო

* ადგილი მთელი ერისთვის – რომელ ქვეყანას შეუძლია მთლიანად ბუნკერში დამალვა... და ადგილიც რომ დარჩება

* პროპაგანდის მიზნით გაყალბებული ფოტოსურათები – II მსოფლიო ომის დროინდელი საბჭოთა ფეიკები

* ფოტოები, რომელსაც ისტორიის სახელმძღვანელოებში ვერ ნახავთ

0
532
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
532
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0