საზოგადოება "კადრებს ვუყურებ და სულ მეტირება" - ინგა გრიგოლია 2022, 16 მარტი, 20:43 ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში უკრაინაში ომისგან დაზარალებული ბავშვების ფოტოს აქვეყნებს და წერს: "ზუსტად ვიცი, თქვენც ასე ხართ-გონებაში ადგილი აღარაფრისთვის დამრჩა, უკრაინის გარდა და აღმოვაჩინე, რომ ეთერში როცა ვმუშაობ, ბევრად მხნედ და უკეთ ვარ, ვიდრე მაშინ, როცა ვისვენებ როცა არ ვმუშაობ, მაშინ სულ კადრებს ვუყურებ და სულ მეტირება... ოფიციალური მონაცემით, 105 ბავშვია უკვე დაღუპული. რეალურად რამდენი, ეს მხოლოდ ღმერთმა იცის. ეს ფოტო... როგორ სძინავთ ომის ბავშვებს თავშესაფარში, მანადგურებს"-წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში. Reuters-ის ინფორმაციით უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან(24 თებერვალი) თითქმის 100 ბავშვი დაიღუპა, ამის შესახებ სამშაბათს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც დასავლეთს უფრო მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდა და კანადელ კანონმდებლებს ვიდეოჩატში სთხოვა წარმოედგინათ ასეთი ომის ზეგავლენა საკუთარ ქვეყანაზე. ზელენსკიმ პირდაპირ მიმართა პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს: „წარმოიდგინეთ 4.მ. ... ბომბების აფეთქების ხმა გესმით... ჯასტინ, შეგიძლიათ წარმოგიდგინოთ... შენ და შენმა შვილებს გესმოდეთ მთელი ეს მძლავრი აფეთქებები?" „წარმოგიდგენიათ ცნობილი CN Tower ტორონტოში, რომ მას რუსული ბომბები მოხვდეს? რა თქმა უნდა, მე ამას არავის ვუსურვებ, მაგრამ ეს არის ჩვენი რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ“, - თქვა მან 12 წუთიან გამოსვლაში, რომელსაც ოტავას თემთა პალატაში ოვაციები მოჰყვა. 119 2-ს მოსწონს
|