საზოგადოება „ქალი პლაკატით“ - სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე? 2022, 16 მარტი, 0:30
კი ვეძებთ „საქრაშაო“ მიზეზებს საზღვრებს გარეთ, მაგრამ მოდი, ცოტა არაპოპულარული კუთხით შევხედოთ აბა რუსი ჟურნალისტის გმირობას.
1: როგორც მახსოვს, რუსეთში პირდაპირი ეთერი კარგა ხანია აღარაა, ჩანაწერი, გადაზღვევა და ისე გაშვება ხდება გადაცემების. გ ა ნ ს ა კ უ თ რ ე ბ ი თ, ასეთი გადაცემების. 2: კაი, ვთქვათ, პირდაპირი ეთერი იყო. ამხელა ბანერითა და დროშებით შევარდნა საეთეროში რანაირად წარმოგიდგენიათ? ვინც ტელევიზიაში მუშაობს, კი ეცოდინება. ახლა, თუ „კავკასია“ არაა და ერთ კუთხეში გადაცემა რომ მიდის და მეორეში - აქუბარდია ბანაობს ამბავი არ გვაქვს, დიდ ტელევიზიებს იმგვარად აქვთ მოწყობილი სტუდია, რომ რაღაც მონაკვეთის გავლა მაინც უწევს ადამიანს და ცოტა უცნაურია, არ ეკითხათ ამ ქალისთვის, სად მიდიხარ ბიძია-ბაბუაო. პროდიუსერი ყოფილა, მაგრამ მაინც. 3: იმისთვის, რომ რეალური წარმოდგენა შეგვექმნას, რა ხდება ახლა რუსეთში, მინიმუმ, უნდა ვკითხოთ რუსების ოპოზიციურ ნაწილს, თუ რა ხდება იქ. გუშინ ველაპარაკე ბელორუსიდან გამოქცეულ ერთ ადამიანს, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა სინამდვილე დგას ბელორუსში 2020 წლიდან (ამაზე ცალკე მოყოლა ღირს). რუსეთში კი პუტინმა უარესად „მოუჭირა“, ძალიან მოუჭირა (აბა, გაიხსენეთ ქართველი, ვინც ახლა რუსეთში ცხოვრობს, რამდენად ბედავს ომის ღია კრიტიკას. ყველა პუტინისტია?) 4: ანტისახელისუფლებო პროტესტი სრულად კონტროლირებადი ვერ იქნება ხალხში (145 მილიონია), ამიტომ „ეფესბე“ სხვანაირად მუშაობს და მუშაობს ისე, როგორც ამას აკეთებდნენ 1930-იანებში - პოტენციური მოწინააღმდეგეების გამოტყუებით „სამალავიდან“. 5: უფრო ზუსტად კი, როგორც ჩანს, პუტინის პარანოია პიკზეა მისული და პოტენციურ მოწინააღმდეგეებს ამ ილუზორული რევოლუციებით უპირებს გაშიფვრას. როგორც ვიცი, ჯარშიც მოხდა რაღაც ინციდენტები, ვიღაცებმა „ილაპარაკეს“, რომ „პირველი დასუსტდა“ და მერე დიალოგის მონაწილეები დაიჭირეს. ეს ცნობილი საბჭოთა მეთოდია, პუტინი ისეთი ძლიერი ვეღარაა შეიძლება, მაგრამ ჩათლახობები არ ეშლება. 6: კიდევ უკეთესად რომ გავიგოთ რაზე ვწერ, უნდა გავიხსენოთ ბოლო 20 წლის განმავლობაში რუსეთში (და ეს შემოიფარგლება ხოლმე მოსკოვი-პეტერბურგით) მომხდარი გამოსვლების შედეგები. ოპოზიციურ ფლანგს იჭერენ ან გადაიბირებენ ხოლმე და კრება რჩება მხიარული. ახლა პუტინს მართლა ცუდად აქვს საქმე, ამიტომ, არ გამოვრიცხავ, მძიმე არტილერია გამოეყვანა „მოღალატეების გამოსავლენად“. 7: ზუსტად უნდა გავიაზროთ, რა ხალხზე ვლაპარაკობთ. გასაგებია, რომ ადამიანის გმირობისთვის ადგილი ყველგან რჩება და უნდა გვჯეროდეს, რომ სადღაც, ყველაზე რომის იმპერიაშიც კი, რომელიმე ლეგიონერი წმინდა გიორგიდ გადაიქცევა, მაგრამ „ვრემია“ - ესაა რუსული სატელევიზიო პროპაგანდის ბუდის ბუდე. ის პლაკატიანი ქალი კიდევ ამ პროპაგანდის „ვიორსტკის“ შემდგენელი იყო და ალბათ დარჩება კიდეც (თუ „ბრმა იარაღად“ არ გამოიყენეს). 8: რუსულ სატელევიზიო არხებზე რომ წამყვანები წამყვანებად სხედან ბოლო 200 წელიწადია, განა იმიტომ, რომ ახალგაზრდა და „პერსპექტიული“ კოლმეურნეობის თავმჯდომარეები არ ჰყავთ? ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, ეროვნული უსაფრთხოების (რუსული გაგებით) ნაწილია და იქ ასე ადვილად არავის გააკარებენ. 9: გააპროტესტა, wow, რა მაგარი გოგოა. აი, კარგმა რუსებმა ხმა ამოიღეს, დაველოდოთ აბა პროტესტის შედეგს, რამდენი ხანი? თვე, წელი, 10 წელი? სანამ პუტინი არ მოკვდება? ცრუ იმედებია. ხალხი ქუჩაში გასვლისას ტელეგრამის ჩატებს შლის, რომ არავინ უპოვოთ რამე. სამსახურებში Browsing History-ს ამოწმებენ. ჩვეულებრივი „კიმ ჩენ ინიზაცია“ მიდის. 10: სინამდვილეში, პუტინი ნაღდად არაა ისეთი ძლევამოსილი, როგორიც უნდა რომ ჩანდეს და გამოაჩინონ; მაგრამ ამ პლაკატის მიღმა რომ რაღაც გველობა იმალება, ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ და, უი მამა მყავდა უკრაინელი და გუშინ გამახსენდა, მგონია Bullshit. 11: ვისაც ლოგიკური კითხვა გაუჩნდება, აბა რა ეპლაკატებოდა ამ ქალს თუ ჩანაწერია, თუ ქარია, თოვლია და წვიმააო, მეც ვკითხავ: რა აიძულებთ ხოლმე ადამიანებს, დაიბრალონ ვიღაცის მკვლელობები? ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს შიდა ეფესბეშნიკური გარჩევაა, სადაც ერთი ფლანგი მეორეს დისკრედიტაციას ჩალიჩობს მეფის თვალში? 12: ნიშანდობლივია, ძალიან ნიშანდობლივია „წინა“ კანდელაკის რეპლიკა: „ვიღაც ხომ უღებდა ამ ქალს და ტელეფონის პატრონიც მოსაძებნიაო“. როგორც ჩანს, 37 წლის რეპრესიები და „წმენდები“ ანონსდება. 15 წელი - ეს დიდი „სროკია“, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომელშიც მათ ამყოფებენ. 13: რაკი ქართული პუბლიკა უფრო „უცხოურ“ მსჯელობას უჯერებს და შინაურ მღვდელს ყოველთვის ამრეზით და ეჭვის თვალით უყურებს, წავიკითხოთ უკრაინული პარლამენტის წევრის რომან ჰრიშუკის ეჭვმოსაზრებაც (ციტატა): „ბანერის დიდი, გამოსაჩენი ნაწილი ინგლისურადაა მაშინ, როდესაც იმ აუდიტორიის უმრავლესობა, ვისაც მარინა მიმართავს, ინგლისურს არ ფლობს და იცის რუსული (რუსეთშიც და უკრაინაშიც). არაა გამორიცხული, რომ ეს რუსული პროპაგანდის მცდელობა იყოს, „შეამციროს“ დასავლური სამყაროს მხრიდან წამოსული აგრესია და გავლენა იქონიოს „საზოგადოებრივ აზრზე“, რათა დაიწყოს დისკუსია „კარგ რუსსა და ცუდ რუსზე“. შეჯამებისთვის: ეს ქალი ან შიდა სატყუარაა, ან რუსულ პროპაგანდას რაღაც უფრო დიდისთვის სჭირდება (ეგეთი ჩათლახური ტვინიც არ მაქვს გავიგო ამ ეტაპზე), ან უნდა დავიტოვოთ იმედი, რომ მისი მოქმედება გულწრფელი და უმანკოა (ყველაზე მეტად ეს მოგვწონს და იყოს ვერსიად) და ამ ქალის ცრემლები მოალბობს გულქვა გულებს და ხვალ ადრეა, ზეგ 14:00 საათზე შეწყვეტს რუსეთი ომს, რადგან გაივსება წითელი მოედანი :). ღმერთმა ქნას ვცდებოდე, და ფერიები და თოვლის ბაბუები არსებობდნენ, თუმცა, ვერსიად ამასაც აქვს არსებობის უფლება. წერს თავის ბლოგში მწერალი გურამ მეგრელიშვილი 74 1-ს მოსწონს
|