x
image
არჩილ ვერულიძე
ნაპოლეონი: დამპყრობელი თუ რუსული პროპაგანდის მსხვერპლი?

image
მთელი თავისი ისტორიის მანძილზე რუსეთის სახელმწიფო დიდ ძალისხმევას ახმარდა რათა შეექმნა „მშვიდობისმოყვარე ქვეყნის“ იმიჯი, რომელიც განიცდის „მტრის უთვალავი ლაშქრის თავდასხმებს, რომლიც ცდილობს დაპყრობას“, „დაშლას“, „მისი რესურსების ხელში ჩაგდებას“ და „ ხალხის მონებად ქცევას." ამ მხრივ რუსი ისტორიკოსები ყოველთვის არათავისუფალ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან შედარებით, იძულებულნი იყვნენ შეექმნათ მსოფლიო ისტორიის საკუთარი ეროვნული ვერსია. გამარჯვება და ეგრეთ წოდებული „1941-45 წლების დიდი სამამულო ომის“ მითი, ბუნებრივია, პირველ ადგილზეა ძლიერი ისტორიული მანიპულაციების ჰიტ აღლუმში. მაგრამ სწორედ მის გვერდით არის მითი „ნაპოლეონის რუსეთის დაპყრობის სურვილის შესახებ“ 1812 წელს. საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონის აგრესორად და დამპყრობლად გამოცხადების პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც ოცნებობდა „მსოფლიო ბატონობაზე“, ორას წელზე მეტია მიმდინარეობს.

ჯერ კიდევ მე-XIX საუკუნეში გამოქვეყნდა მოვლენებში მონაწილეთა უამრავი დოკუმენტი, მემუარები, წერილები და დღიურები, დაიწერა მრავალი ტომი სამხედრო კამპანიებისა და პოლიტიკური აღმავლობისა და ვარდნის შესახებ. ევროპელ მკვიდრს, სურვილის შემთხვევაში, კარგად შეეძლო გარკვეულიყო მოვლენების ნამდვილ პანორამაში. თუმცა, რუსი მკითხველისთვის ყველა პუბლიკაცია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებდა ოფიციალურ ვერსიას, პრაქტიკულად მიუწვდომელი იყო. რასაკვირველია, ამდენი წლის სიცრუისა და ინსინუაციების შემდეგ, დღეს რუსული საზოგადოებისთვის ძნელი წარმოსადგენია, რამდენად შორს არის მათი წარმოდგენები ნაპოლეონის ეპოქის შესახებ სიმართლისგან. სიმართლე ის არის, რომ ნაპოლეონი არა მხოლოდ არ იყო აგრესორი და დამპყრობელი, არა მხოლოდ არ აწყობდა რაიმე გეგმებს მსოფლიო ბატონობისთვის, არამედ ძლიერი პროპაგანდის ბრალდებების საწინააღმდეგოდ, მისი მმართველობის მთელი პერიოდის განმავლობაში მას არ დაუწყია არც ერთი ომი.

1800 წელი: ომი საფრანგეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელსაც აწარმოებდა მეორე ანტიფრანგული კოალიცია, სუვოროვის ხელმძღვანელობით რუსული ჯარების მონაწილეობით. სხვათა შორის, საერთოდ რა დაივიწყეს რუსებმა იქ, "მშვიდობისმოყვარე რუსეთი", დაპყრობით ომში მონაწილე? საინტერესოა, არა? ამ აგრესიის უპასუხოდ დატოვება შეუძლებელი იყო – საფრანგეთს თავი უნდა დაეცვა და შედეგად, ანტიფრანგული კოალიცია დამარცხდა. უნდა ითქვას, რომ ნაპოლეონის მმართველობის მთელი პერიოდი აღინიშნა ევროპულ მონარქიებთან ხანგრძლივი მშვიდობის დადების მცდელობებით. ზოგჯერ იმპერატორს ისე გულწრფელად სჯეროდა სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელშეუხებლობის, რომ ჯარში გაწვევაც კი გააუქმა, რაც, რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა მომხდარიყო მისი აგრესიული გეგმების შემთხვევაში. თუმცა ისტორიამ სრულებით სხვა გზა აირჩია.

1805 წელი: და ისევ „მშვიდობის მოყვარული“ რუსები, უცხო ტერიტორიაზე, მესამე ანტიფრანგული კოალიციის შემადგენლობაში, ნაპოლეონის წინააღმდეგ იბრძვიან. ამ კოალიციის მთავარი შემოქმედი და იდეოლოგი რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე I გახდა. უფრო მეტიც, ავსტრიის იმპერატორი ფრანც II მაშინვე არ დათანხმდა საფრანგეთის წინააღმდეგ მორიგ ომს - წარსული დამარცხებები ჯერ კიდევ ვერ დაევიწყებინა. საფრანგეთის დამხობის კიდევ ერთი მცდელობა დასრულდა ბონაპარტის ცნობილი გამარჯვებით აუსტერლიცში. თუმცა, ჩვენ აღვნიშნავთ მთავარ გარემოებას - ნაპოლეონმა არ დაიწყო და არც კი გამოიწვია ეს ომი.

1806 წელი: "მშვიდობისმოყვარე რუსებმა" ვერ მოისვენეს. რუსმა ავტოკრატმა ალექსანდრე I-მა ნაპოლეონის მიმართ თავისი პარანოიდული სიძულვილით დაბრმავებულმა, განსაკუთრებით აუსტერლიცთან სამარცხვინო მარცხის შემდეგ, შურისძიება გადაწყვიტა.

მაგრამ ახლა პრუსია უნდა გამხდარიყო ომის ლოკომოტივი, რომელიც ძალიან უკმაყოფილო იყო საღვთო რომის იმპერიის გაუქმებით და რაინის კონფედერაციის შექმნით. პრუსიელები შეჭრისთვის ემზადებოდნენ, საფრანგეთის საზღვართან იდგნენ. ომი გარდაუვალი იყო. როგორც ვხედავთ, ნაპოლეონი კვლავ არ გახლდათ მორიგი ომის ინიციატორი.

"მშვიდობისმოყვარე რუსები" გამოჩნდნენ პოლონეთის საომარი მოქმედებების თეატრში, უკვე გვიან შემოდგომაზე, როდესაც ფრანგები გამოსაზამთრებლად ემზადებოდნენ. ომი რუსეთისთვის შემდეგ წელს დასრულდა გამანადგურებელი მარცხით და ტილზიტის ზავით. სინამდვილეში, ნაპოლეონი დაინტერესებული იყო რუსეთთან ალიანსით და არა ომით. თუმცა, არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომ ალექსანდრე, უკვე ხელმოწერის დროს, განიხილავდა ტილზიტის ზავს, როგორც მხოლოდ "დროებით შესვენებად". მომდევნო წელს მან დაიწყო მზადება ახალი ომისთვის. გავიხსენოთ ეს მნიშვნელოვანი ფაქტი.

1808: პირენეის ომი. იგი დაიწყო მადრიდის ბრბოს აჯანყებით, რომელიც მიმართული იყო პრემიერ მინისტრ მანუელ გოდოის წინააღმდეგ, რომლის დროსაც მოხდა მრავალი თავდასხმა ფრანგ ჯარისკაცებზე მადრიდში განლაგებული მცირე კონტიგენტიდან, ქვეყნებს შორის შეთანხმების საფუძველზე. დარწმუნებულმა ესპანეთის მმართველი სახლის წარმომადგენელთა სრულ უუნარობაში, ნაპოლეონმა გადაწყვიტა ტახტზე აეყვანა თავისი ძმა ჟოზეფი. ესპანეთმა მხარი დაუჭირა სევილიის ხუნტას, რომელმაც ომი გამოუცხადა საფრანგეთს. შეიძლება საუბარი ნაპოლეონის მიერ მიღებულ საკამათო გადაწყვეტილებებზე, მაგრამ ჩვენთვის ამ მომენტში მთავარია ის, რომ ნაპოლეონს არ დაუწყია არც ეს ომი.

1809 წელი: ახალი ომი ავსტრიასთან, ესპანეთის უკიდურესად მშფოთვარე მოვლენების ფონზე, არანაირად არ შედიოდა ნაპოლეონის ინტერესებში - ფაქტი ეჭვგარეშეა. მაგრამ ავსტრია ცდილობდა აენაზღაურებინა ზარალი წინა მარცხებიდან, ისარგებლა ფრანგების პრობლემებით მეორე ფრონტზე. ნაპოლეონმა ამ კამპანიაში დახმარება ვერ მიიღო რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I-ის „მოკავშირის“ მხრიდან. მას თავად მოუწია შეტევის მოგერიება, , თუმცა მოულოდნელი მხარდაჭერა მიიღო ვარშავის დიდი საჰერცოგოსგან. ასეა თუ ისე, ვაგრამის ბრძოლაში ავსტრიამ კიდევ ერთი გამანადგურებელი მარცხი განიცადა ომში, რომელიც მან თავად გააჩაღა. ეს ომი ნაპოლეონს არ წამოუწყია.

და ბოლოს, 1812 წელი ნაპოლეონის ეპოქის ყველაზე ცნობილი კამპანიაა რუსეთში. "რუსეთის დიდებული წელი", " საშინელ დროში", "პატრიოტული ომი" და სხვა მსგავსი ეპითეტები თან ახლდა (და ახლაც ახლავს) ოფიციალურ რუსულ ისტორიოგრაფიას ორას წელზე მეტი ხნის განმავლობაში. და მის ირგვლივ, შესაბამისად, ყალბი ფაბრიკაციები ყველაზე მეტად გროვდება. მაგალითად: ”ნაპოლეონი თავს დაგვესხა ომის გამოცხადების გარეშე”, ”ნაპოლეონი ცდილობდა რუსეთის დაპყრობას”, ”ნაპოლეონს სურდა დაეპყრო მთელი მსოფლიო”, ”რუსმა ხალხმა მოიგერია დამპყრობელი”, ბოროდინოს ბრძოლა ფასდება მხოლოდ როგორც ”დიდი”. გამარჯვება“ და ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება რეალურ ფაქტებს.

დღეისთვის საკმაოდ ცნობილია, რომ რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე I ამზადებდა შეტევას ნაპოლეონის წინააღმდეგ 1808 წლიდან (გავიხსენოთ მისი შეფასება ტილზიტის ზავის შესახებ, როგორც დროებითი შესვენების შესახებ). სწორედ მაშინ დაიწყო რუსეთში სამხედრო რეფორმა, გაორმაგდა სამხედრო ბიუჯეტი, გაიზარდა არსებული პოლკების შემადგენლობა და დაიწყო ახლების ფორმირება. ალექსანდრე I-ის ომის დაწყების განზრახვის შესახებ შეტყობინებებს საფრანგეთის იმპერატორი რეგულარულად და დიდი რაოდენობით იღებდა, მაგრამ მას კატეგორიულად არ სჯეროდა მათი. თუმცა, მათი ნაკადი იზრდებოდა და უფრო და უფრო მტკიცდებოდა რეალური მონაცემებით. ევროპელი მონარქების აგენტები რეგულარულად იღებდნენ ინფორმაციას რუსეთის მცდელობების შესახებ ახალი კოალიციის შესაქმნელად. ფრანგი და პოლონელი ოფიცრებისგან, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ სადამკვირვებლო და უსაფრთხოების რაზმებს რუსეთთან საზღვარზე, შეშფოთებული და პანიკური თხოვნა მოდიოდა დამმხმარე ძალის გამოგზავნის თხოვნით. ნაპოლეონისთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო პოლონელი პრინცის პონიატოვსკის დეტალური მოხსენება, რომელსაც ალექსანდრე I-მა შესთავაზა ერთობლივად დაპირისპირებოდნენ საფრანგეთს. რუსეთის სადაზვერვო ქსელს საზღვარგარეთ დაევალა შეეგროვებინა არა მხოლოდ ყველაზე ზუსტი ინფორმაცია ევროპაში ფრანგული ჯარების შემადგენლობისა და განლაგების შესახებ, არამედ საფრანგეთში სასაზღვრო ციხესიმაგრეების მდგომარეობის შესახებაც, რაც უფრო ნათლად მიუთითებდა მომავალი ომისთვის მზადებაზე. რომლის დაწყებაც „მშვიდობისმოყვარე რუსებს“ სურდათ“. მაგრამ ავსტრია და პრუსია არ უჭერდნენ მხარს რუსეთს და პრინციპში, ის მარტო ნაპოლეონთან ბრძოლას ვერ შეძლებდა, რაც აშკარად აჩვენა იმ პერიოდის ყველა კამპანიამ. უმაღლესი სარდლობის შტაბები განიხილავდნენ თავიანთ ტერიტორიაზე ომის სხვადასხვა გეგმებს, ე.ი. რუსეთის იმპერატორს, ამ პარანოიდ ალექსანდრე I-ს, იმდენად სურდა ნაპოლეონთან გაჯიბრება, რომ სულაც არ იყო საკუთარი ქვეყნის ომის თეატრად გადაქცევის წინააღმდეგი. ასეთი გეგმების შესასრულებლად საჭირო იყო ნაპოლეონის ჯარის რუსეთში შეტყუება. ეს არ წარმოადგენდა სურთულეს. მართლაც, მას შემდეგ, რაც "მშვიდობისმოყვარე რუსეთი" სამჯერ ჩაება ომში საფრანგეთის წინააღმდეგ მისი ტერიტორიის საზღვრებს მიღმა წინა პერიოდის მთელი რვა წლის განმავლობაში, ორ შემთხვევაში იყო მათი პირდაპირი ინიციატორი, ხოლო 1812 წელს მოახდინა ჯარების კონცენტრირება თავისივე საზღვრებთან. ძნელი იყო იმის ვარაუდი, რომ ნაპოლეონი მშვიდად იჯდებოდა პარიზში და დაელოდებოდა თავდასხმას. ასე რომ, ყველაზე ლოგიკური ქმედება, რომელიც ნაპოლეონს შეიძლება მიეღო, პრევენციული დარტყმის განხორციელება გახლდათ.

ამრიგად, ნაპოლეონისთვის „რუსეთის დაპყრობის სურვილის“ მიწერა სრულიად არ შეესაბამება სინამდვილეს. ნაპოლეონი იძულებული გახდა ამ ომში ჩაბმულიყო, რომლის თავიდან აცილებას, როგორც ცნობილია, მთელი ძალით ცდილობდა. უფრო მეტიც, 1812 წლის ზაფხულისთვის ნაპოლეონმა დაგეგმა დიდი მოგზაურობა იტალიაში, რისთვისაც ბევრ ციხესიმაგრეში, სადაც ის უნდა გაჩერებულიყო, დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები - ზოგან საკმაოდ ფართომასშტაბიანი, , ფარდების და ავეჯის შეცვლით. „რუსეთზე თავდასხმა“ ნამდვილად არ შედიოდა მის გეგმებში.

და რასაც ჩვენ ვხედავთ შედეგად არის ის, რომ "დამპყრობელი და აგრესორი" ნაპოლეონი არასოდეს მოქმედებდა ისე, როგორც "მშვიდობისმოყვარე რუსეთს" სურს წარმოაჩინოს. მაგრამ ქვეყანა - მშვიდობისმყოფელი, მშვიდობისთვის მებრძოლი ხალხი, მშვიდობისმოყვარე და მტკიცე ნებისყოფის მქონე რუსეთი, რუსეთი გახლდათ სწორედ დამპყრობელი და აგრესორი, რომელიც გეგმავდა და პარანოიდულად ცდილობდა ნაპოლეონის განადგურებას. უბრალოდ დაფიქრდით, ამისთვის გამოიგონეს სრულიად იეზუიტური გეგმა, რათა ეწარმოებინათ ომი საკუთარ ტერიტორიაზე. სხვათა შორის, ცნობილმა "გენერალმა ყინვამ" (იგულისხმება ცივი რუსული ზამთარი, რომელიც ომში მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა) არ დაინდო არა მხოლოდ ფრანგული არმიის ჯარისკაცები, რომლებიც ძირითადად სამხრეთელებისგან შედგებოდა, არამედ რუსების დიდი რაოდენობაც. ამ უაზრო ავანტიურაში, რომელიც დაიწყო რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა, მხოლოდ რუსებს შორის საბრძოლო და არასაბრძოლო დანაკარგებმა შეადგინა, სხვადასხვა შეფასებით, 300-დან 500 ათასამდე ადამიანი. მაგრამ რუსული მენტალიტეტისთვის დამახასიათებელი არ არის გამარჯვების ფასის საკითხით დაინტერესება არა? და ეს იმისდა მიუხედავად, რომ ნაპოლეონი საერთოდ არ გახლდათ ამ ომის ინიციატორი. მაგრამ მეორეს მხრივ, რუსული ისტორიული მეცნიერება უკვე 200 წელია ლაპარაკობს, რომ ნაპოლეონი, ჰიტლერის მსგავსად, მოღალატურად, ომის გამოუცხადებლად, თავს დაესხა რუსეთს... და "მშვიდობისმოყვარე" რუსმა ხალხმა აგრესორს გმირული წინააღმდეგობა გაუწია! სიცრუე და პროპაგანდა, რასაც "მშვიდობის მოყვარე" რუსეთი დღესაც ეწევა. მთელი რუსეთის ისტორია შედგება პროპაგანდისტული სიყალბისგან! თავისი უღირსობის გასამართლებლად, რუსული სახელმწიფო ამყარებს მითებს საკუთარი სიდიადის შესახებ, აძლევს რუს ხალხს ილუზიას მსოფლიოში რუსეთის უზარმაზარი ღირებულების შესახებ და წარმოუდგენს შურიან დასავლეთს, რომელსაც, რა თქმა უნდა, სურს დაიპყროს დედა რუსეთი და ყველა რუსი მონად აქციოს. შეიძლება იფიქროთ, რომ რუსები ოდესღაც თავისუფლები იყვნენ. და მაინც, ვის რაში სჭირდება ისინი? რუსები ოდესმე ისწავლიან საკუთარ თავის სხვა თვალით დანახვას?


0
28
7-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0