x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
"დასასრულის დასაწყისი": გერმანიამ ევროკავშირის დაშლა რუსეთის გამო იწინასწარმეტყველა
image


რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მთელი ევროპის "დასასრულის დასაწყისია". ეს დასკვნა გააკეთეს გერმანული ჟურნალის Spiegel-ის ექსპერტებმა ევროპის ქვეყნების სამიტის შემდეგ, იუწყება 5-tv.ru.


სტატიაში ხაზგასმულია, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სამხედრო კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის, მით მეტ ზიანს მიაყენებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები თავად ევროკავშირს და მით უფრო გაძლიერდება განხეთქილება ევროპულ ფრონტზე.


გარდა ამისა, ჰენრიკ ბროდერი, გაზეთ Die Welt-ის მიმომხილველი, ეჭვობდა, რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი ცდილობს გამოიყენოს უკრაინის გარშემო არსებული ვითარება და იქ მომხდარი ტრაგედიის მონეტიზაცია მოახდინოს. ექსპერტმა აღშფოთება გამოთქვა, რომ ამავდროულად ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ „ღვედების შეკვრისკენ“.



ახლახან ევროკავშირმა აღიარა, რომ რუსეთზე ფინანსური ზეწოლის საშუალება აღარ აქვს. ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოსეფ ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკავშირეებს აღარ აქვთ ფინანსური სანქციები, რომლებიც მოსკოვს შეიძლება დაუწესონ. მისი თქმით, ევროპა რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტზეა დამოკიდებული და ამიტომ მათ მიწოდებაზე სრულად უარის თქმა არ შეუძლია.


მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დასავლეთის ქვეყნებმა გაყინეს რუსეთის ოქროსა და სავალუტო რეზერვების თითქმის ნახევარი, რომლის ღირებულება 300 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

0
688
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
688
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0