x
image
ალექსანდრე ლექსო
მაშ, როგორ უნდა მოიქცეს მსოფლიო? რა სახელი უნდა უწოდოს ოკუპანტს, მოძალადეს, სადისტს?
???? მგონი ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა ბევრმა, რომ რუსების დიდი ნაწილისთვის "ოკუპანტი" სალანძღავი სიტყვა არაა. (ძალიანაც მოსწონთ, ყოველ შემთხვევაში, მე ვისთანაც მილაპარაკია. ალბათ გენოფონდის ამბავია)
???? 2015 წელს, ერთ-ერთ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაზე, საფრანგეთში, სწორედ ეს საკითხი დავაყენე და მახსოვს, მაშინ მხოლოდ რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელმა ამიბა მხარი. ყველა მათგანი ქალთა უფლებადამცველებს წარმოადგენდნენ.
???? რატომ ვფიქრობ ასე?
???? ალბათ ბევრმა არ იცის, რომ მოძალადე (გაუპატიურებისთვის ბრალდებული) კაცების სრული უმეტესობა არ განიცდის ბრალეულობის განცდას, არ ინანიებს ჩადენილს, არ მიაჩნია ეს "ცუდ" საქციელად და კანონის შესაბამისი მუხლის არარსებობის შემთხვევაში, იგივეს აუცილებლად გაიმეორებდნენ (მხოლოდ ისეთი დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოისაწყლებენ ხოლმე თავებს, სადაც ამის გამო მათზეც სექსუალურად ძალადობენ სხვა მამაკაცები).
???? (დარვინიდან მოყოლებული) ითვლება, რომ ძალადობას რამდენიმე ფუნდამენტური ბაზისური საწყისი აქვს:
ნარცისიზმი.
ემპათიის ნაკლებობა.
ქალთმოძულეობა.
დომინანტობის სურვილი.
???? როდესაც მოძალადეს ეუბნები, რომ ის მოძალადეა (შეადარეთ ოკუპანტი), ამით თვითშეფასების განმტკიცებას უწყობ ხელს.
???? მაშ, როგორ უნდა მოიქცეს მსოფლიო? რა სახელი უნდა უწოდოს ოკუპანტს, მოძალადეს, სადისტს?
ალბათ ის, რაც მის ბუნებრივ მდგომარეობას ყველაზე ზუსტად აღწერს - ცვედანი (impotent) ????????
ან რა ვიცი, უკეთესი ვერსიებიც გექნებათ, მე ამ ტერმინს ვიყენებ და ძალიან სტკივათ ქალებსაც და კაცებსაც. ცოტა ვრცლად მოგვიანებით შეიძლება. ‼
წერს თავის ფეისბუკგვერდზე მწერალი გურამ მეგრელიშვილი
0
4
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0