იარაღი და ტექნიკა რა მოხდება თუ ამერიკის სამხედრო ბაზები საქართველოში განთავსდება 2022, 2 მარტი, 0:23 დავიწყოთ იმით, რომ ადგილი რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ამერიკელებს გამოუყოფს სამხედრო კონტიგენტის განსათავსებლად, ამის საფასურად ამერიკა ფულს გადაუხდის საქართველოს. ზუსტი ციფრი არავინ იცის, მაგრამ დაახლოებით წელიწადში იმდენი იქნება, რამდენიც არის საქართველოს ერთი წლის ბიუჯეტი 4 მილიარდი დოლარი.
საქართველოს ბიუჯეტი თუ არის ამ ეტაპზე 14 მილიარდი ლარი, ერთ წელიწადში გახდება 28 მილიარდი ლარი, ანუ ერთ წელიწადში შეიძლება პენსიონერის პენსია 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდოს. ინფორმაცია იმაზე, რომ ამერიკის სამხედრო ბაზები საქართველოშია ნიშნავს უსაფრთხო გარემოს. უსაფრთხო გარემო კი ბიზნესისთვის ყველაზე მიმზიდველია, რაც ერთი-ორად გაზრდის უცხოური ცნობილი ბიზნესების შემოსვლას საქართველოში. ბიზნესი ნიშნავს მეტ დასაქმებულ ადამიანს ქვეყანაში და ასევე ნიშნავს, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილ თანხებს, რაც ქვეყნის დოვლათზე მეტად დადებითად აისახება. რომელ ქვეყანაში ჩახვალთ სამოგზაუროდ, სადაც თქვენი უსაფრთხოება უფრო დაცულია თუ სადაც არ არის? რათქმაუნდა იქ, სადაც თქვენს უსაფრთხოებას არამარტო ადგილობრივი მთავრობა უზრუნველყოფს, არამედ ამერიკის ყველაზე ძლევამოსილი არმია. შესაბამისად, საქართველოში ტურისტული ნაკადი გაათმაგდება და თუ გუშინ პოსტ საბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოდიოდა ხალხი, ხვალ უკვე ამერიკიდან და ევროპიდან ჩამოვლენ ტურისტები, რაც არამარტო ფინანსურად იქნება მომგებიანი საქართველოსთვის, არამედ ტურისტული სერვისიც უფრო მაღალი კლასის იქნება და საქართველოს ცნობადობა უფრო გლობალური გახდება. ამერიკის ბაზების საქართველოში განთავსების შემთხვევაში, რაღათქმაუნდა უვიზო მიმოსვლა ამერიკასთან თანხვედრაში იქნება და ქართველები ისე იმოგზაურობენ ამერიკაში, როგორც დღეს ესპანეთში ან საფრანგეთში. მწვანე ბარათის გათამაშებაში, საქართველოს მოგების კოტა გაეზრდება და პირობითად გუშინ თუ ხუთასი კაცი იგებდა მწვანე ბარათს, ხვალ 700 ადამიანი მოიგებს. საქართველოს ნატოში გაწევრიანება თვეების ამბავი იქნება და მას მალევე ევროკავშირში გაწევრიანება მოჰყვება. საქართველო კავკასიაში მილიტარიზაციის თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესო იქნება თურქეთთან ერთად და ოკუპანტი, ვეღარასდროს გაბედავს ერთი გოჯა მიწის მისაკუთრებასაც კი. იმ სიკეთეების სია, რასაც საქართველო მიიღებს ამერიკის სამხედრო ბაზების განთავსებით კიდევ ძალიან ბევრია. 1490 2-ს მოსწონს
|