იარაღი და ტექნიკა აშშ შეშფოთებულია ჩინური უახლესი სუპერგამანადგურებლით(ვიდეო) 2024, 28 დეკემბერი, 14:30 ![]() ზესაიდუმლო ავიგამანადგურებლის შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი, მაგრამ ექსპერტები თვლიან, რომ პეკინი მეექვსე თაობის ავიაგამანადგურებლის ტექნოლოგიური წარმატების დემონსტირებას ახდენს. სავარაუდოდ, ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს უახლესი Baidi B-Type („თეთრი იმპერატორი“) თვითმფრინავი. ![]() ![]() გამოცემა The War Zone ვარაუდობს, რომ გამანადგურებელს შეუძლია მიაღწიოს კოსმოსის ზღვარს და სრულიად მოულოდნელად დაარტყას თვითმფრინავებსა და აშშ-ს საჰაერო ძალების ტანკერებს. "თეთრი იმპერატორს", თუ ვიმსჯელებთ მის შესახებ მწირი მონაცემებით, შეუძლია 10000 კმ-ზე მეტი მანძილის დაფარვა ზებგერითი სიჩქარით, ამასთანავე შეუმჩნევლი დარჩეს დიდი ხნის განმავლობაში საწვავის შევსების გარეშე. სუპერიარაღების შემუშავებას ახორციელებს კორპორაცია Chengdu, როგორც ჩინური Nantianmen პროექტის ნაწილი, რომელიც შექმნილია საჰაერო დომინირების უზრუნველყოფისათვის. 910 3-ს მოსწონს
|