მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო ხშირია სტრესები და შფოთვა, თუ როგორ გავუმკლავდეთ ამას წერს The Sydney Morning Herald.
სპეციალისტი გვირჩევს დროდადრო თავი აარიდოთ სიახლეების და სოციალური ქსელების კითხვას. „თუ კონტენტი, რომელსაც თქვენ უყურებთ, სტრესულია, მაშინ სწორია ტელეფონის დადება და შესვენება“, - განმარტავს ის.
სანდერსის თქმით, საჭიროა ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანოთ: მაგალითად, დაკავდეთ სპორტით, დაუთმოთ დრო თქვენს საყვარელ გატაცებას. ასევე, ფიზიკური აქტივობა ძალიან სასარგებლოა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად რთულ პერიოდში. მნიშვნელოვანია, რომ არ უგულებელყოთ ძილი და კარგი კვება, ასევე დალიოთ მეტი წყალი.
ფსიქოლოგი გვირჩევს, ჩვენი წუხილი გაუზიაროთ მეგობრებს ან ახლობლებს და არ ვცადოთ ცრემლების შეკავება. ”ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ”, - ამბობს ის. ემოციები შემთხვევით არ არსებობს. თუკი გვეტირება უნდა ვიტიროთ კიდეც, ეს ნამდვილად დაგვეხმარება.