x
image
ღიმილიანი
5 მცდარი შეხედულება ორსულობის შესახებ, რომელიც დრომ დაამსხვრია

თუ ჩვენს დიდ ბებიებს ვკითხავთ, როგორი იყო მათი ორსულობა, აქვთ თუ არა ფოტოები და რისი გაკეთება შეიძლებოდა და რისი არა, მათთმა ზოგიერთმა პასუხმა შეიძლება გაოცებული დაგვტოვოს და დღევანდელი რეალობისთვის წარმოუდგენლადაც კი მოგვეჩვენოს. რაც დრო გადის, უფრო მეტს და ღიად ლაპარაკობენ ამ მოვლენის შესახებ, მის სირთულეებზე, აღარავინ მალავს მუცელს, როგორც უწინ და მცდარი შეხედულებებიც ნელ-ნელა წარსულს ბარდება.


დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 მცდარ შეხედულებას ორსულობის შესახებ, რომელიც დრომ დაამსხვრია:

1. მუცლის სიმაღლით ბავშვის სქესის განსაზღვრა შეიძლებოდა


image


ადრე ამბობდნენ, რომ თუ მომავალი დედის მუცელი ზევით იყო მიმართული,
გოგონა ეყოლებოდა, ხოლო თუ ქვემოთ იყო, ბიჭი. თუმცა ეს მითია.
სინამდვილეში, მუცლის სიმაღლე და ფორმა დამოკიდებულია თითოეული
ადამიანის სხეულზე და ბავშვის პოზიციაზე.


2. ორსულ ქალებს არ უნდა ევარჯიშათ და ფიზიკური დატვირთვა საშიშად მიიჩნეოდა



image


მეოცე საუკუნის ადრეულ წლებში პოპულარული სამედიცინო მოსაზრება იყო, იმის შესახებ, რომ ორსულებმა თავი უნდა აარიდონ დაღლილობასა და ზედმეტ დატვირთვას. შესაბამისად, ექიმები კრძალავდნენ ვარჯიშს და სხვა ფიზიკურ აქტივობებს. მხოლოდ 1970-იანი წლებიდან დაიწყო კამპანია, რომ ორსულებსაც შეუძლიათ ზომიერი და სწორი ვარჯიში, თუ რაიმე განსაკუთრებული გართულება არ აქვთ ორსულობის დროს. დღეს ჩვენ ვხედავთ ბევრ მომავალ დედას, რომლებიც მონაწილეობს ისეთ აქტივობებში, როგორიცაა იოგა, პილატესი ან ცურვა.



3. ქალებს მოეთხოვებოდათ ორსულობის „დაფარვა“



image



წარსულში ქალებს მოუწოდებდნენ დაემალათ ორსულობის ნებისმიერი ნიშანი. 1940-იან და 1950-იან წლებში ერთ-ერთი გავრცელებული სამოსი იყო განიერი პერანგი, რომელიც ეხმარებოდა ამ მდგომარეობის უფრო დიდხანს დამალვას. დღეს ქალებს არ ეშინიათ აჩვენონ თავიანთი ბუნებრივი ორსულობა.


4. მათ უნდა ეჭამათ ორისთვის


ადრე რეკომენდებული იყო, რომ მომავალ დედას ეჭამა ორისთვის. თუმცა, ახლა ჩვენ ვიცით, რომ ენერგეტიკული მოთხოვნილებები არ იცვლება ორსულობის პირველ ექვს თვეში და ბოლო ტრიმესტრში დღეში მხოლოდ 200 დამატებითი კალორიაა საჭირო. ახლა ექიმები პირიქით აფრთხილებენ ორსულებს, რომ ზედმეტი ჭამა და წონაში მატება შეიძლება საზიანო იყოს, რადგან იზრდება მუცლის მოშლის ან ნაადრევი ბავშვის გაჩენის რისკი.


image



5. გულძმარვა იმას ნიშნავდა, რომ ორსულს ეყოლებოდა ჭარბთმიანი ბავშვი




image

სინამდვილეში ეს უფრო მეტად ჰორმონების გამო ხდება და არა მომავალი ბავშვის თმის.


იცით თუ არა ორსულობის შესახებ სხვა მითები, რომლებიც გავრცელებული იყო წარსულში?


გაგვიზიარეთ!

0
529
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
529
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0