ინგრედიენტები:
ფქვილი – 500 გრ.
წყალი – 300 მლ.
კარაქი გამდნარი – 40-50 გრ.
შაქარი – 1 ს. კ.
მარილი – 0, 5 ჩ. კ.
მშრალი საფუარი – 7 გრ.
სეზამი – 2 ჩ. კ.
კვერცხის გული – 1 ცალი
გულსართისთვის:
ვირთევზას ან სხვა თევზის ფილე – 500 გრ.
ხახვი – 1 თავი
კამა – 1 კონა
მარილი და პილპილი – გემოვნებით
ზეთი – შესაწვავად
მომზადება:
I. ფქვილი ჩააცერით ღრმა თასში > შეურიეთ საფუარი, შაქარი და მარილი > დაამატეთ შემთბარიი წყალი და კარაქი > მოზილეთ ცომი.
II. სუფთა თასს მოუსვით კედლებზე ზეთი > გადაიტანეთ მასში ცომი > გადააკარით ზემოდან სამზარეულოს აპკი > გააჩერეთ 1 სთ თბილ ადგილზე, ამოსასვლელად.
III. ვიდრე ცომი ამოდის, მოამზადეთ გულსართი: დაჭერით ხახვი წვრილად და მოთუშეთ ზეთში > დაჭერით თევზის ფილე ნაჭრებად და შეწვით ხახვთან ერთად, 7-10 წუთის მანძილზე > როდესაც თევზი შეგრილდება, დაჭერით წვრილად > მოაყარეთ მარილი, პილპილი და წვრილად დაჭრილი კამა.
IV. ცომი გაყავით 15 გუნდად (50 გრ.) > გააბრტყელეთ თითოეული გუნდა > შუაში მოათავსეთ 2-3 ჩ. კ. გულსართი > ცომის ფირფიტა კიდეებზე დასერეთ, ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.
და ღვეზელს გვერდები შემოუკეცეთ.
V. საცხობ ფირფიტაზე პერგამენტი დააფინეთ > გადაიტანეთ გამზადებული ღვეზელები > გადააკარით ზემოდან სამზარეულოს აპკი > გააჩერეთ ასე 20-30 წთ. რომ ამოვიდეს.
VI. ღუმელში შედგმის წინ, გადაუსვით ცოტა წყალში გახსნილი კვერცხის გული და ზემოდან მოაყარეთ სეზამის თესლი > გამოაცხვეთ, 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.



