x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
პუგაჩოვას ,,ბუნტი" – ,,ჩვენმა პრეზიდენტმა თავისი ყველა შესაძლებლობა ამოწურა"

image


მიუხედავად იმისა, რომ მომღერალს ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებში მონაწილეობა არ მიუღია, მას არასდროს დაუმალავს თავის დამოკიდებულებას პუტინის ხელისუფლების მიმართ და ამას საკუთარ შემოქმედებაშიც ასახავდა. მაგ., კლიპში «გვცემენ, მაგრამ დავფრინავთ» («Нас бьют, а мы летаем») გამოყენებულია კადრები რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გამართული საპროტესტო აქციებიდან – ჩანს, თუ როგორ აკავებს ომონი (OMON – სპეციალური დანიშნულების მობილური რაზმი) მშვიდობიანი მიტინგის მონაწილეებს.



«რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ბოლო დროს, ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს, მას ქვეყანას განვითარების არასწორი გზით მიჰყავს და პოლიტიკურ კურსზე, მთელი პასუხისმგებლობა სწორედ კრემლის ხელმძღვანელს ეკისრება. პრეზიდენტმა თავისი ყველა შესაძლებლობა ამოწურა. ჩვენ გვჭირდება განახლება!» – განნაცხადა ალა პუგაჩოვამ.
როგორც მომღერალი ამბობს, ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის გამო, მხოლოდ უბრალო ხალხი კი არა, შოუ–ბიზნესის წარმომადგენლებიც ზარალდებიან, რადგან საერთაშორისო სანქციების გამო, მათ სხვა ქვეყნებში საკონცერტო ტურების ჩატარების შესაძლებლობა აღარ აქვთ.

მომღერალი თვლის, რომ ძალიან მალე რუსეთი საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდება. ხოლო, ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის, თუ არა ის ამ ეპოქის მომღერალი, * პუგაჩოვამ უპასუხა: «არა, რა თქმა უნდა, არა. ახლა ჩემი ეპოქა არ არის. იქნებ, განზრახ წავედი, რომ ასე არ ეთქვათ?..» (მომღერალმა საკონცერტო მოღვაწეობა 2009 წელს შეწყვიტა).


* ერთ დროს, ყოფილ სსრ კავშირში, პოპულარული იყო ანეკდოტი, რომელიც ლ. ბრეჟნევს (საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 1964–1982 წწ.) უკავშირდებოდა. მასში ქვეყნის ყოფილი ლიდერი პუგაჩოვას ეპოქის უმნიშვნელო პოლიტიკურ მოღვაწედ არის მოხსენიებული.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 5 მითი, რომლისაც სკოლის მერხიდან გვჯერა

* წარსულის 3 საიდუმლო, რომლის ამოხსნა ვერავინ შეძლო

* ერთი ფოტოს ისტორია – რა ბედი ეწია გასაყიდად “გამოტანილ" 4 ბავშვს

* “კონკიას" ჩინური ფესვები

* გიზის პირამიდების მიწისქვეშა სამყარო

* რომი დაარსეს და გაქრნენ...

* 10 შოკისმომგვრელი ფაქტი ჩრდ. კორეის შესახებ

0
3143
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0