x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"გახსოვთ, პრე@ერვატივ "სიკო" -ოს რეკლამა, ჭიაყელა რომ გამოხოხდება, აი ესაა...." - რას წერს მეგი გოცირიძე

image


პარტია "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი მეგი გოცირიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს ავრცელებს და პარტია "მოქალაქეების" ლიდერს ალეკო ელისაშვილს პერსონალურ სტატუსს უძღვნის:


"თუ გახსოვთ, პრეზერვატივ "სიკო" -ოს რეკლამა რომ გადიოდა, აი ჭიაყელა რომ გამოხოხდება ჯიხურის ქვემოდან, კისერს რო გაწელავს და ამაყად აგრძელებს ხოხვას, აი ესაა ელისაშვილი, თან ძალათ რომ იგიჟიანებს თავს და უკანა რიცხვით მჯიღებს ირტყამს" – წერს მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ პარტია "მოქალაქეებმა" გუშინ, "ქართული ოცნების" მიერ ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს მხარი არ დაუჭირეს და პარლამენტის ისტორიაში ამ დღეს ძალიან სამარცხვინო უწოდეს, თუმცა ალეკო ელისაშვილის განცხადებით, აღნიშნული სოლიდარობის მიუხედავად რუსთავში ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას ისინი მხარს არ დაუჭერენ.


"სამწუხაროა, რომ "ლელომ" ჯერჯერობით ვერ ისწავლა ოპოზიციონერ კოლეგებთან კოლეგიალური ურთიერთობა. გასაგებია, მძიმე დღე ჰქონდათ, არ იყო მანდატის შეჩერება ბადრი ჯაფარიძისთვის მარტივი და აღელვებულები იყვნენ, მაგრამ მოაწყვეს პრესკონფერენცია და თქვეს, რომ ბადრი ჯაფარიძე იქნება რუსთავში ოპოზიციის საერთო კანდიდატი და დანარჩენმა ოპოზიციამ მოდით და მხარი დაუჭირეთ.


ბოდიშს ვიხდი, მაგრამ თუ „ლელოს“ უნდოდა ჩვენი მხარდაჭერა, კეთილი უნდა ინებო და მოხვიდე, იცით სადაც ვსხედვართ, არ ვართ შორს, მოდი წინასწარ დავილაპარაკებდით, აზრს ვეტყოდით. მაგრამ ტერიტორიას რომ ასე მოგვინიშნავ და პრესკონფერენციით გვეტყვი, რომ მორჩა და გათავდა, „ლელოს“ კანდიდატია და ყველამ დაუჭირეთ მხარი, ბოდიში, მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმები და მიზნები გვაქვს.


მერამდენედ ხდება ასე, რომ "ლელო" პრესკონფერენციებით გველაპარაკება. ერთ შენობაში ვსხედვართ. თუ მოგვიწოდებ, რომ მხარი დაგიჭიროთ და თან ასე არაკოლეგიალურად იქცევი და ქედმაღლურად გველაპარაკები, არის ძალიან გულსატკენი. შესაბამისად, ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ კბილებით ვიცავდით გუშინ ბადრი ჯაფარიძის მანდატს, ჩვენ მის კანდიდატურას რუსთავში მხარს ვერ დავუჭერთ", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.





0
155
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
155