საქართველო
"ეს რა მოვისმინე, ეს არარაობა"- რამ აღაშფოთა თაკო ჩარკვიანი
29 სექტემბერი, 14:40
პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი თავკვეთულას მონასტრის ბერის მიერ "ფორმულას" ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:
"ამ გარეწარი “მღვდლის” საუბარი მოვისმინე, უშვერი სიტყვებით რომ აგინებს ახალგაზრდა გოგონა ტვ ჟურნალისტს, აი როგორც სექსუალური მანიაკი ისე რომ აგინებს, რომ (არც) დაწერ და გაიმეორებ ადამიანი, თან რომ წყევლის “კუდიანი დედაბერივით” ეს რა მოვისმინე, აბა გამოდით ახლა და ამ არარაობას გაბედეთ და სასულიერო პირი უწოდეთ და წესის აგებაზე ისაუბრეთ ვის უნდა აუგოს ეკლესიამ წესი და ვის არა!!!!
ვითომ მორწმუნეებმა, მუდამ სხვისი "ცხოვრების" განხილვით და განკითხვით "დაავადებულმა" და დაკავებულმა წუმპედ ქცეულმა საზო гад ოებამ, ცოლების და ქმრების გვერდით ჩუმად რომ " პირადი ცხოვრება მოსულა", რაც მთავარია დამალვით და ფარულად "ყველაფერი" რომ შესაძლებელია თურმე, ოღონდ ჩვენს გვერდით ტრაგიკული ბედის, ან განსხვავებულად დაბადებულებს ქვებს რომ ესვრით და "მათ" ლექსიკას უწუნებთ "ტვ შოუში", "კდემამოსილად" გაკვირვებულები, (ვითომ ჯერაც რომ არ მოგისმენიათ და თავად არ მჯდარხართ ზოგიერთი"აქტიური " თანამდებობის პირის თუ პირების მსახურებაში თუ გარემოცვაში, აი იმ ტიპების ჯერ ტრანსგენდერებთან რომ დადიან ჩუმად და მერე რომ კლავენ საკუთარი "აქტიურობის" დასაფარავად, ) და რომ განიკითხავდით ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც განსხვავებულობის გამო ადამიანად არ თვლით და თვლიდით, და ფიქრობთ რომ არ უნდა ესუნთქა და გამქრალიყო ამ ქვეყნიდან, ან უჩინმაჩინის ქუდით ევლო.
ხშირად მსმენია ფრაზა "იცხოვრონ ვინ უშლით, ოღონდ თავისთვის, ჩუმად" და თქვენ ვინ ხართ რომ უფლის საქმეში ერევით და ადგილებს ალაგებთ ვინ სად და როგორ იცხოვროს??? თქვენი ბიზნესია თუ "პარლამენტის კვოტა"?!"- ვკითხულობთ პარლამენტის წევრის ფეისბუქპოსტში.