x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რატომ ცდილობდა მაო ძედუნი ამერიკელებისთვის 10 მილიონი ულამაზესი ჩინელი ქალის მიყიდვას?

image


2008 წელს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა დოკუმენტები გამოაქვეყნა, სადაც 1973 წელს მაო ძედუნისა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჰენრი კისინჯერის საუბარი იქნა აღწერილი. საუბარი, სიგარის გაბოლებას და სხვადასხვა თემაზე დილამდე ხუმრობას მოიცავდა, თუმცა საუბრის ყველაზე დამაინტრიგებელი ნაწილი მაშინ დაიწყო, როდესაც მაომ აშშ-ს 10 მილიონი ჩინელი ქალის გაყიდვა შესთავაზა. რა იყო ამ შეთავაზების მიზანი? ამას დღევანდელი სტატიიდან შეიტყობთ.


image


1973 და 1976 წლების ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების დოკუმენტების მიხედვით კისინჯერთან საუბარში კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე აცხადებდა, რომ მისი აზრით, ასეთ ემიგრაციას შეიძლებოდა ორმხრივი ვაჭრობისთვის ბიძგი მიეცა, მაგრამ ასევე შეეძლო აშშ ჩინეთის მსგავსი მოსახლეობის აფეთქებით "დაეზიანებინა".



image


ხანგრძლივ საუბარში, რომელიც 1973 წლის 17 თებერვალს, მაოს რეზიდენციაში შუაღამემდე გაგრძელდა, მან ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის არასახარბიელო მდგომარეობა აღნიშნა და განაცხადა, რომ ჩინეთი "ძალიან ღარიბი ქვეყანაა" და "რაც ჩვენ გვაქვს - ეს მხოლოდ ქალებია, რომელთა გამოკვებაც ძნელია და თან მათ არც ბრძოლა იციან". ჩინეთის ლიდერმა ამერიკელების სიცილი გამოიწვია, რომლებმაც ეს წინადადება ხუმრობად მიიღეს, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ მაო ამ წინადადებას კვლავ დაუბრუნდა. "გჭირდებათ ჩვენი ქალები? ჩვენ შეგვიძლია მოგცეთ 10 მილიონი უმშვენიერესი ქალი ქვეყნის ყველა კუთხიდან", - კვლავ განაგრძობდა მაო ძედუნი და თან ამატებდა: "ჩვენ ძალიან ბევრი ქალი გვყავს... ისინი ძალიან ბევრ შვილს აჩენენ".


image


ჩინეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამგვარ ემიგრაციას ჩინეთის ფინანსების გაუმჯობესება და ორმხრივი ვაჭრობის გაზრდა შეეძლო, ასევე მისივე თქმით, ეს შეერთებულ შტატებს ჩინეთის მსგავსი დემოგრაფიული აფეთქების მიღწევაშიც დაეხმარებოდა, რადგანაც ახალგაზრდა ამერიკელი კაცები 10 მილიონ ულამაზესს ჩინელ ქალს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდნენ. კისინჯერმა, რომელიც იმ დროს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის მრჩეველი იყო მაოს წინადადებას ხუმრობით უპასუხა რომ მის ქვეყანაში ჩინელი ქალების "კვოტები" არ არსებობდა, რამაც ჩინეთის დელეგაციის მხრიდან კიდევ უფრო მეტი სიცილი გამოიწვია.



image


შემდეგ კისინჯერმა სცადა დიალოგი სხვა გლობალურ საკითხებზე გადაეტანა, მაგრამ მაომ მოლაპარაკებები კვლავ ჩინელი ქალების თემაზე გადაიტანა. კისინჯერმა ამ თემაზე საუბარი დიპლომატიურად დაასრულა, მაოს დაპირდა რომ მის წინადადებაზე იფიქრებდა, და მსოფლიო პრობლემების განხილვა განაგრძო. მალე საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწემ ვან ჰაიჟუნმა და მაოს ერთ-ერთი ბიძაშვილის შვილიშვილმა მაო გააფრთხილეს, რომ თუ ამ საუბრის ოქმები პრესაში გავრცელდებოდა ჩინეთში "ეს საზოგადოების აღშფოთებას" და მასობრივ არეულობას გამოიწვევდა.













0
701
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
701