x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მე ჩემს შვილებს მივყვები"- სად მიდის ირინა სარიშვილი

image


პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც ე.წ. რუსული კანონის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების მიერ ილია ჭავჭავაძის ცნობილი სლოგანის ახლებურ ინტერპრეტაციას აკრიტიკებს:


"ჩვენ შვილებს არ ჰყავთ ავტორიტეტები და არ აქვთ ხელშეუხებელი თემები. და ეს ძალიან კარგია! აკრიტიკებენ ვისაც და რასაც უნდათ, ცვლიან, ახალი მოაქვთ როცა უნდათ და ამ ყველაფერს ლაღად აკეთებენ, რადგან თავისუფლები არიან. თავისუფლები და არა ყალბები.


რატომაა ცუდი "ენა, მამული, ერთობა"? იმას მაინც ვერ ხვდებით რომ ერთობის გარეშე ენაც, მამულიც და სარწმუნოებაც ოხრად დაგვრჩება?


არ მოგბეზრდათ ამდენი სიყალბე?!


მე ჩემს შვილებს მივყვები მომავალში - ახალ საქართველოში. თქვენ?"- წერს სარიშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს გამართულ საპროტესტო აქციაზე ახალგზარდებმა ილია ჭავჭავაძის ცნობილი სლოგანიდან სიტყვა "სარწმუნოება" "ერთობით" ჩაანაცვლეს, რითიც საზოგადოების გარკვეული ჯგუფის აღშფოთება და კრიტიკა დაიმსახურეს.








0
999
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
999