საქართველო
“სიმართლის ქვა ზუგდიდში - მატყუარა წყალში აღმოჩნდება” - რა ფოტოებს აქვეყნებს ეკა ბესელია
2023, 27 თებერვალი, 9:15

"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მდებარე სიმართლის იგივე მართლმსაჯულების ქვის ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
"ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში არის სიმართლის იგივე მართლმსაჯულების ქვა 
ძველი გადმოცემით, მასზე დგებოდა ადამიანი, ვის სიმართლესაც ამოწმებდნენ და ფიცს დებდა …
ახლაც არის საუბარში შემორჩენილი მეგრული საოცარი ფრაზა “ ქუას გევდურთუქ, მართალ ვორექ..” ( ქვაზე დავდგები – მართალი ვარ )
ესეც ჩვენი თემიდის ანალოგი 
წარმოვიდგინე ამ ქვაზე შემდგარი რამდენიმე საშინელი მატყუარა, რომელიც პირდაპირ წყალში აღმოჩდებოდა…