x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეს ორი მყრალი ბოღმით აღსავსე უწესო"- რა სქრინშოტს ავრცელებს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ფედერალისტების" ერთ - ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ზურაბ გურულისა და ეკა კვესიტაძის ქართველების გენოციდის პროექტთან დაკავშირებით მიმოწერის სქრინშოტს პირად გვერდზე აზიარებს და წერს:


image



"სანამ ეს ორი მყრალი ბოღმით აღსავსე უწესო ბელადომანი ქართველების გენოციდის პროექტზე, ბუჩამდე იყო აფხაზეთზე ქილიკობდა, (შარშანდელი დიალოგია), ამ პროექტს შეერთებული შტატების კონგრესმა, ბონის უნივერსიტეტმა, ბერნის პოლიტფორუმმა და საფრანგეთის ნაციონალურმა
ასამბლეამ უმასპინძლა ევროპის მინისტრის მოწვევით.


ხოდა ჩემთან რა პრეტენზიებია ასეთებს რომ საზიზღრებად ვთვლი? ????


(მემორიზე გამახსენეს ????- მიყვარს სოცმედია, თითქმის ვერაფერს შლი / გსქრინავენ).
"- ვკითხულობთ "ტაბულას" დამფუძნებლის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში დოკუმენტური ფილმის "დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება გაიმართა. ღონისძიება საფრანგეთის ევროპის მინისტრმა ბენ ჰადადმა გახსნა. ჩვენებას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც. "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" - "ფედერალისტების", "აფხაზთა კრების", "ტაბულასა" და "თავისუფლების ინსტიტუტის" ერთობლივი პროექტია.





0
528
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
528