საქართველო “ამას რატომ მალავ?” - თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს 2023, 28 ოქტომბერი, 12:21 "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინ, სასამართლოში გაკეთებულ განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება წერს:"სიქსტის კაპელაც რომ შენ მოხატე?! ამას რატომ მალავ, რა საჭიროა ეს თავმდაბლობა!!!"- ვკითხულობთ "ტაბულას" დამფუძნებლის სტატუსში.შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა დისტანციურად ჩართვისას განაცხადა რომ ის პუტინმა დსთ დაშლაში დაადანაუშალა, რაშიც მისი თქმით, მას წვლილი მართლაც მიუძღვის და ამის გამო ის ძალიან ამაყობს კიდეც:"დღევანდელ სასამართლოსთან პირდაპირ კავშირშია ის, რომ ამასწინათ დსთ-ის ნარჩენების სხდომაზე დამადანაშაულა პირდაპირ იმაში, რომ მე დავუშალე დსთ და ვამაყობ ამით, რომ მართლაც მიმიძღვის წვლილი და ეს პირდაპირ უკავშირდებოდა იმ მოვლენებს, რომელიც უკავშირდება იმ პერიოდს, რომელსაც თქვენ არჩევთ ამ ე.წ სისხლის სამართლის საქმის გარჩევისას.ვიცით, რო პუტინი არის საქართველოს დაუძინებელი მტერი, ტერიტორიების დამპყრობელი და მისი მხრიდან ასეთი პირდაპირი დადანაშაულება ჩემი, პირდაპირ მიუთითებს თუ ვისი მითითებით არის ეს საქმე აღძრული.თქვენ იცით, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე არის სანქცირებული როგორც ფსბ-ს აგენტი და ყველაფერი გასაგებია, თუკი ვინმეს რამეს გაგება უნდა."- განაცხადა პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა.1030 1-ს არ მოსწონს |