x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"აი, დღეს ხმამაღლა ვაცხადებ...."- რას წერს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან და "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს და მათ საკუთარ თანადგომას საჯაროდ უცხადებს:


"ნაციონალურ მოძრაობას ვეტყვი ! არასოდეს ვყოფილვარ თქვენი წევრი, ოპოზიციაში ვიყავი ყოფილი ხელისუფლების დროს (სწორად ვიყავი, რადგან შეცდომები მრავლად გქონდათ ვერმოსწრებული სამართლებრივი რეფორმების გამო, აი მაშინ ვიყავი ოპოზიციაში, ბოკერია და “ტიპები” ხალხს რომ აგიჟებდნენ თავიანთი უზნეობით თანამდებობებზე, დაკითხვაზეც რომ არ ყოფილან და დღეს სააკაშვილს რომ ახოცავენ ყველაფერს, იმ სააკაშვილს მათგან განსხვავებით ქვეყანა რომ ააშენა) თუმცა ახლა ის მიკვირს, მართლა დიდმა პოლიტიკოსმა მიხეილ სააკაშვილმა როგორ მოახერხა ამდენი მოღალატის ხელში, თან მაშინ რუსეთის უშიშროება რომ გებრძვის სახელმწიფოს შენება, მრავალი წლით გატყორცნა განავითარა ქვეყანა წინ, ახალი სახელმწიფო შექმნა დასავლეთის გზაზე -ეს ფაქტია.


მე, 2013-14 წლიდან უკვე ოცნების წინააღმდეგ ოპოზიციაში ვარ, ხოლო 2018 წელს ნაც.მოძრაობის. ლიდერის და სხვა ლიდერების თხოვნით საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძე წარვადგინე ბაგრატის ტაძართან პაატა ბურჭულაძესთან ერთად, ძალა ერთობას დავუჭირე მხარი და დიდი გამარჯვებაც დავდეთ ყველამ ერთად, მე ჩემი პარტიით “კანონი და სამართლით” ძალა ერთობას შევუერთდი, საპარლამენტო არჩევნებში კი მიუხედავად შემოთავაზებისა, (რისთვისაც მადლობა) მიუხედავად შემოთავაზებისა არჩევნებში ნაცმოძრაობის სიით კენჭი არ ვიყარე და პარლამენტში ჩემი კუთვნილი დამოუკიდებელი (პარტია “კანონი და სამართლის” მანდატით შევედი) ეს ჩემი პრინციპული გადაწყვეტილებაც იყო.


დღეს, როცა დაყოფა მოუნდომეს მიშას პარტიას – ნაც მოძრაობას, (ნიკანორ მელიას ძალისხმევით) ყველაზე დიდ დასავლური ვექტორის პარტიას და ეს მაშინ როცა რუსეთი გვებრძვის. მაშინ, როცა მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი (მსოფლიოში უკვე პუტინის ტყვედ წოდებული) საავადმყოფოში იმყოფება დატყვევებული დიდი საფრთხის ქვეშ და ზოგიერთები (მელია და “ტიპები”) ზურგში დანას ურტყამენ გამალებით ჩაჩეხვამდე, აი, დღეს ხმამაღლა ვაცხადებ, როგორც აქამდე 2018 წლიდან ბოლომდე მესამე პრეზიდენტის და მისი პარტიის მეგობრად -პარტნიორად და გულშემატკივრად ვრჩები -ბოლომდე, ვიცი, რომ ისედაც იცით და ახლა ჩვენს შიდა “სამზარეულოზე” არ ვისაუბრებ, არც პრინციპების ღალატი და მითუფრო, არც გაჭირვებაში და ციხეში მყოფი პრეზიდენტის ღალატი და მიტოვება მგონია ადამიანური და ღირსეული საქციელი.


ჩემი სტატუსი ჟურნალისტის კითხვამ, ინტერესმა გამოიწვია და ღიად ამიტომ ვისაუბრე და განვაცხადე, დიახ ვპასუხობ: სადაც ვიყავი იქ ვარ, ღირებულებებთან, ციხეში მყოფი მესამე პრეზიდენტის გვერდით, რომელმაც სახელმწიფო ააშენა მაშინ, როცა რუსეთთან დაპირისპირება მძვინვარებდა ომის დროს, მოახერხა და 5 დღეში ომი დაასრულა ოკუპანტთან (მსოფლიო ლიდერების დახმარებით – აქ ჩამოყვანით) -ეს ფაქტია !


სამართლებრივი რეფორმები ბოლომდე ვერ განახორციელა სამწუხაროდ, ახლა რომ ვუყურებ ამ გადასახედიდან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა და ეს იყო დიდი სამწუხარო შეცდომა, რასაც თავისი ობიექტურ -სუბიექტური ახსნა აქვს და არა გამართლება, მაგრამ რაც გააკეთა, რაც ააშენა ის არ გვიკვირს?! სამართლებრივი რეფორმები არც “ქართულ ოცნებას” გაუტარებია 11 წელია, ყველა ჭუჭყიან საქმეზე ხელისმომწერი მურუსიძე პირიქით დააწინაურეს. ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის დროს სახელმწიფო გვქონდა, ახლა თავზე ჩამოლეწილი გვაქვს და ქართველები გარბიან ქვეყნიდან, ან ვინც რჩება სტუმარია საკუთარ ქვეყანაში და ოკუპანტის დესანტი, მიწას ანუ საქართველოს ყიდულობს ოცნების ხელისუფლების ნებართვით. პოლიტლუზერი ნიკანორ მელია (და “ტიპები” ) კი მიშას პარტიას -ნაცმოს ებრძვის და ბიძინას ახალი “ ფეიკის” შექმნას ლამობს ვიდრე არ “გადაწურავენ” მას და (ბევრ სხვას), როგორც პოლიტ ლუზერს და “სამაჯურიან გმირს”


ჰოდა, მეგობრებო (ნაც.მოძრაობა)! “ძალა ერთობით”, დასავლური ღირებულებებით, გააზრებით, გაანალიზებით -შეცდომების გაანალიზებით, სამართლებრივი რეფორმებით დემოკრატიული სახელმწიფოს შენებით, იდეური ბრძოლით საქართველო გადარჩება. მაგრა იყავით მიშა-პრეზიდენტო !ყველაფერი კარგად იქნება !✌️ თამარ ჩარკვიანი 2023 -6 სექტემბერი"- წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.









0
454
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
454