საქართველო
"ცოლი გაგიუპატიურა, დღემდე შენ სახლში ცხოვრობს და მასზე ძალადობს…” - რას წერს გია ხუხაშვილი
2024, 29 სექტემბერი, 10:13

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სერგეი ლავროვის მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის შემდეგ გამართულ კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში შემდეგი შიაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:
"მოძალადე შემოგივარდა, გამოგაგდო, ცოლი გაგიუპატიურა, დღემდე შენ სახლში ცხოვრობს და მასზე ძალადობს.
ახლა გეუბნება – გეყოფათ ერთმანეთთან ჩხუბი, მოდით ახლა მე შეგარიგებთ…შენც “გამოგიყენებ” და ვიცხოვროთ ასე ბედნიერადო…
ჰოდა, ვიღაც შემოჩენილი თავში მუდმივად გიკაკუნებს – “შენი ბრალი იყო ყველაფერი”, უნდა დათანხმდე, ასე აჯობებსო…
#რუსეთიგვარიგებს"– ვკითხულობთ გია ხუხაშვილის ფეისბუქპოსტში.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის შემდეგ გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რუსეთი მზადაა "საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი შეარიგოს":
"საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა უბრალოდ სამართლიანად აფასებს წარსულს, რომ – „ჩვენ გვინდა ისტორიული შერიგება” და რა ფორმით შეიძლება მოხდეს ეს შერიგება, ეს თავად ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ: ისინი არიან მეზობლები საქართველოსთან … ჩვენ მზად ვიქნებით დავეხმაროთ, თუ მხარეები დაინტერესდებიან"- განაცხადა ლავროვმა.