სხვა რატომ უნდა ეწვიოთ ელ-სალვადორის რესპუბლიკას: საინტერესო ფაქტები და ღირშესანიშნაობები 2022, 15 თებერვალი, 23:47 1.ქვეყნის აღწერაოფიციალური სახელწოდება - ელ-სალვადორის რესპუბლიკა; მდებარეობა - ცენტრალური ამერიკა, წყნარი ოკეანის სანაპირო; ფართობი - 21 ათასი კვადრატული კილომეტრი; მოსახლეობა - 6.1 მილიონი ადამიანი; დედაქალაქი - სან - სალვადორი; ოფიციალური ენა - ესპანური; ვალუტა - 2001 წლამდე სალვადორული კოლონი, 2001 წლიდან - ამერიკული დოლარი; პოლიტიკური მოწყობა - უნიტარული სახელმწიფო, რესპუბლიკა; ქვეყნის მეთაური - პრეზიდენტი; ადმინისტრაციული დაყოფა - 14 დეპარტამენტი (დეპარტამენტი - ადმინისტრაციული ერთეული); ელ-სალვადორის რესპუბლიკის ეროვნული დროშა ელ-სალვადორის ეროვნული გერბი ელ-სალვადორის ეროვნული ჰიმნი
2.ისტორიაელ-სალვადორის რესპუბლიკა რუკაზე
ძვ. წ.-ით I-VII საუკუნეებში ტანამედროვე ელ სალვადორის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ მაიას ტომები. მოგვიანებით აქ ჩამოყალიბდა პიპილების შერეული კულტურა, რომელთაც დაარსეს კუსკატლანის სახელმწიფო. 1524 წელს პიპილების სახელმწიფო დაიპყრეს ესპანელებმა, 1515 წელს დაარსეს ქალაქი სან-სალვადორი. 1560-1821 წლებში თანამედროვე ელ-სალვადორის ტერიტორია შედიოდა გვატემალას, 1823 წლიდან კი მექსიკის იმპერიის დაშლის შედეგად ცენტრალური ამერიკის ბაზაზე ჩამოყალიბებული ფედერალური სახელმწიფოს შემადგენლობაში. 1839 წლიდან ელ-სალვადორის წარმოადგენს დამოუკიდებელ რესპუბლიკას. 3.პოლიტიკაპოლიტიკური მოწყობის მხრივ, ელ-სალვადორის რესპუბლიკა უნიტარული სახელმწიფოა. 2018 წლის დემოკრატიულობის ინდექსის მიხედვით, სალვადორს მიანიჭეს ჰიბრიდული, ანუ შერეული რეჟიმის კლასიფიკაცია. რესპუბლიკისა და ქვეყნის მეთაურია პრეზიდენტი. ქვეყანა იყოფა 14 დეპარტამენტად. 2019 წლიდან ელ-სალვადორის რესპუბლიკის პრეზიდენტია ნაიბ ბუკელე. 4.კულტურასალვადორელები ამაყობენ საკუთარი წარსულით და თავს მოაიზრებენ საერთო ლათინოამერიკული კულტურის განუყოფელ ნაწილად.ეროვნული ენაა ესპანური, თუმცა იგი გაჯერებულია ინდიელთა დიალექტებით.ესპანური ენის სალვადორული, ადგილობრივი დიალექტია "სალისი". მოსახლეობის უმეტესობა კათოლიკეა. სალვადორის ადგილობრივ მოსახლეობაში ჯერ კიდევ შემორჩენილია უძველესი ანიმისტური რწმენის ელემენტები. 5.საინტერესო ფაქტებიკულტურული და რელიგიური ტრადიციების გავლენით ელ-სალვადორში:უხამს ჟესტად მიიჩნევა თითით ვინმეზე, ან რამეზე ჩვენება;უცხო ადამიანებს შორის კომუნიკაციისას სახელები გამოიყენება მხოლოდ მფლობელის ნებართვის შემთხვევაში; ხშირია მიმართვა სოციალური სტატუსის, ან მდგომარეობის მიხედვით. მაგალითად: "დონ მოსამართლე", ან გვარის დამატებით: "ადვოკატო მარკოს". სახელის წინ თავაზიანობისათვის ხშირად გამოიყენება სენიორ, ან სენიორა, სალვადორულად "სეკორ" და "სეკორა". ელ-სალვადორში შეხვედრისას ერთმანეთს ხელს ართმევენ, ხოლო ახლო ნაცნობები ლოყაზე მსუბუქად კოცნიან და თავაზიანად უსურვებენ ერთმანეთს "ბუენას დიას" (სასიამოვნო დღე), "ბუენას ტარდეს" (საღამო მშვიდობისა), "ბუენას ნოჩეს" (ღამე მშვიდობისა). ახლობლები, კარგი ნაცნობები ერთმანეთს ესალმებიან მარტივი სიტყვით "ჰოლა". 6. ელ-სალვადორის რესპუბლიკის ეროვნული ფრინველიელ-სალავადორის რესპუბლიკის ეროვნული ფრინველია ტოროგოსი.
ტოროგოსი (EUMOMOTA SUPERCILIOSA)
ტოროგოსი, რომელიც განეკუთვნება მომოტოვების ოჯახს, 1999 წლის 21 ოქტომბერს გამოაცხადა სალვადორის რესპუბლიკის ეროვნულ ფრინველად. 7.ელ-სალვადორის ღირშესანიშნაობებიელ-როსარიოს ეკლესია
ილოპანგოს ტბა
გუიჯას ტბა
კოატეპეკის ტბა
ლოს კაბანოსის პლიაჟი
ფონსეკას ყურე
ვულკანი სანტა-ანა
ვულკანი სან - მიგელი
ტასუმალი - მაიას უდიდესი ქალაქის ნანგრევები
ჩიუატანი - მაიას მსხვილი არქეოლოგიური კომპლექსი, ძველი ქალაქი
დედაქალაქი სან-სალვადორი
ქალაქი სუჩიტოტო
ქალაქი სანტა ანა
ელ-იმპოსიბლის ეროვნული პარკი
ელ-ბოკერონის პარკი
252 შეფასება არ არის
|