ბიოგრაფია ჩაგვრა ქართველობის გამო და ქეთა თოფურიას მაჭანკლობა - მირანდა შელია 2022, 13 თებერვალი, 11:23 ![]() მირანდა შელია დაიბადა 1992 წლის 20 სექტემბერს დონის როსტოვში, დედის ავადმყოფობის გამო, რომელსაც მძიმე მშობიარობა ჰქონდა და თავიდან სიარულიც კი არ შეეძლო, გოგონას ერთ წლამდე ბებია ზრდიდა. როდესაც დედა გამოჯანმრთელდა, ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. მოგვიანებით მოდელმა აღიარა, რომ შეუყვარდა რუსეთის დედაქალაქი, მაგრამ ზამთრის პერიოდში საზღვარგარეთ ყოფნას ამჯობინებს. მირანდა დედისერთა იყო და ამასთან ეგოისტიც, ერთხელაც ატირდა კიდეც, როდესაც დედამ ხუმრობით უთხრა, რომ მალე დედმამიშვილი ეყოლებოდა. მხოლოდ წლების შემდეგ მიხვდა გოგონა, რომ კარგი იქნებოდა და-ძმა რომ ჰყოლოდა, ისინი მირანდამ ბიძაშვილებთან ურთიერთობით შეავსო. ![]() სკოლის წლებში შელიას ეთნიკურობის გამო თანაკლასელებთან კონფლიქტში იყო.მას არასოდეს ეუხერულებოდა რომ ქართველია და ამაყობდა კიდეც ამით. მაგრამ თანატოლები არ იზიარებდნენ მირანდას აზრს, დასცინოდნენ და აბრაზებდნენ. ![]() სამოდელო ბიზნესი სილამაზე და მოდა ვარსკვლავს ადრეულ ბავშვობაში აინტერესებდა. მაკიაჟის გაკეთება მან პირველად 6 წლის ასაკში გადაწყვიტა, როცა სახლში ბებიასთან ერთად დარჩა. გოგონამ სარკესთან პალიტრა იპოვა და სახეზე კოსმეტიკის წასმა დაიწყო, რამაც მშობლები გაამხიარულა. მოგვიანებით მათ ქალიშვილს საბავშვო კოსმეტიკური ნაკრები უყიდეს. მალევე როგორც ფოტომოდელი, ცნობილი სახე გახდა ვიწრო წრეებში. მირანდას პიროვნებით ბევრი დაინტერესდა ირინა შეიკთან მსგავსების გამო, რასაც გოგონა ოსტატურად აკეთებდა მაკიაჟის დახმარებით . ზოგადად ფოტოებში ისინი იმდენად ჰგვანან ერთმანეთს, რომ პრაქტიკულად მათი განსვავება შეუძლებელი იყო. ![]() მაგრამ, კრიშტიანუ რონალდუს ყოფილი საყვარლისგან განსხვავებით, ქართველ გოგონას უყვარს ექსპერიმენტები თმაზე, ადვილად იცვლის მათ ფერს თეთრიდან წაბლისფერამდე. ![]() შესანიშნავი გარეგნობის გამო, მირანდა რეგულარულად თანამშრონლობს კოსმეტიკისა და ტანსაცმლის ბრენდების წარმომადგენლებთან. წარსულში ის იყო გამოსახული ისეთ ჟურნალების გარეკანებზე, როგორიცაა City Magazine და Avantage. მოდელმა ასევე მოახერხა საკუთარი კოლექციების შექმნაც. ![]() ცნობილი ლამაზმანი ინსტაგრამის მომხმარებლებმაც დააფასეს, რომლებსაც ის რეგულარულად ახარებს ახალი ფოტოებით. მირანდა აღიარებს, რომ სოციალური ქსელების მძევლად იქცა. ყოველდღე, გაღვიძებისთანავე, პირველი, რასაც გოგონა ნახულობს, არის მისი ტელეფონი. ქართველი ლამაზმანი თავის პირად ბლოგში საუბრობს ცხოვრებაზე, მოდაზე და სილამაზის შენარჩუნებაზე რჩევებს აზიარებს. პირადი ცხოვრება ურთიერთობაში ვარსკვლავი აფასებს ერთგულებას და თვლის, რომ ვერასოდეს აპატიებს ღალატს. იგი აღწერს თავის იდეალურ რჩეულს, როგორც კეთილ, მამაცს, პატიოსანს და შეძლებეულს. მას უნდა შეეძლოს რეალური ქმედებები და პასუხისმგებელი უნდა იყო საკუთარ სიტყვებზე. წარსულში მირანდას უკვე მოუწია პირად ცხოვრებაში გამოცდათან გამკლავება. იგი პირველად 20 წლის ასაკში გათხოვდა, მაგრამ ურთიერთობა ხანმოკლე იყო. ლამაზმანი საიდუმლოდ ინახავს ყოფილ ქმართან განშორების მიზეზებს და ნანობს ადრეულ ქორწინებას, ამ გადაწყვეტილებას ახალგაზრდობის შეცდომებით ხსნის. ვარსკვლავის თქმით, გაყრის შემდგომი პერიოდი მისთვის რთული იყო. ვინაიდან ქართველებში განქორწინება არც თუ მიღებულია, ის წუხდა, რომ მშობლებს აწყენინა და ეშინოდა მათთან ამ თემაზე საუბარი. შედეგად შელია დეპრესიაში ჩავარდა, წონაში დაიკლო და დარწმუნებული იყო, რომ მისი ცხოვრება დასრულდა. ![]() ![]() 2021 წლის მაისში მირანდამ გამოაცხადა, რომ დაქორწინდა გრიგორი მამურინზე, სკანდალურ ბლოგერზე და მილიარდერ იგორ ნეკლიუდოვის შვილიშვილზე.ქორწილს მხოლოდ უახლოესი მეგობრები ესწრებოდნენ, მათ შორის იყო ქეთა თოფურია.ეს სიახლე თაყვანისმცემლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან მოდელს მანამდე არ გაუზიარებია მათ მომავალ ქმართან ურთიერთობის დეტალები. ![]() ![]() 373 3-ს მოსწონს
|