სიახლეები 8-ჯერ აცრილი ჟირინოვსკი კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს 2022, 9 თებერვალი, 19:36
რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტის ლიდერი და სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ვლადიმერ ჟირინოვსკი მძიმე მდგომარეობაში მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ი მის თანაპარტიელებზე დაყრდნობით იუწყება.
უწყების ცნობით, 75 წლის პოლიტიკოსი საავადმყოფოში რამდენიმე დღეა იმყოფება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე COVID-19-ის დიაგნოზით ის საავადმყოფოში მოათავსეს. წყაროები იუწყებიან, რომ ჟირინოვსკის შესაძლოა ფილტვების 50-75 პროცენტი ჰქონდეს დაზიანებული, მას ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც კორონავირუსის ფონზე განვითარდა. რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტის თავმჯდომარემ თქვა, რომ მას COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა რვაჯერ ჰქონდა გაკეთებული.იგი რუსული "სპუტნიკით" და "კოვივაკით" აიცრა. გამოცემა Lenta.ru-სთან საუბარში ვირუსოლოგიის პროფესორმა ალექსანდრე ჩეპურნოვმა აღნიშნა, რომ ასეთი რაოდენობის ვაქცინაცია შეიძლება ჯანმრთელობისთვის საშიში იყოს.მან პოლიტიკოსი მაშინ გააფრთხილა, როდესაც მან მეშვიდეთ გაიკეთა აცრა: "მე ნამდვილად არ მესმის, რატომ არის საჭირო ასეთი გადაჭარბება. დასავლური სამედიცინო დაწესებულებებშიც კი, რომელიც ძლიერად დაზღვეული არიან, ოპტიმალურ პერიოდად ექვს თვეს მიიჩნევენ . ანუ წელიწადნახევარში, რაც ვაქცინა გვაქვს, ღირდა არაუმეტეს სამი ინექციის გაკეთება."
501 3-ს მოსწონს
|