x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
"გოგონა-აქლემის" - ელა ჰარპერის ისტორია
image

ელა დაიბადა 1870 წელს ტენესში, აშშ.


მას დაბადებისთანავე იშვიათი გენეტიკური დაავადება ჰქონდა, რის გამოც მისი მუხლები პირუკუ იყო შეტრიალებული და ამიტომ მხოლოდ ოთხზე შეეძლო სიარული. ეს იმას ნიშნავდა, რომ მისი მომავალი უკვე დაბადებიდანვე გადაწყდა - ელა ცირკის მსახიობი გახდა.



ელა დაიბადა უილიამ და მინერვა ჰარპერების ოჯახში, პატარა ქალაქ ჰენდერსონვილში, ტენესის შტატში. ჰარპერების ოჯახს უკვე ჰყავდა ოთხი შვილი: სამი და და ძმა. ელა დაიბადა თავის ტყუპ ძმასთან ერთად, რომელსაც ევერეტი ერქვა და მისმა მშობლებმა მაშინვე შენიშნეს, რომ მათ პატარას (ან შესაძლოა ევერეტსაც - ეს დანამდვილებით არავინ იცის). მისი მუხლები საპირისპირო მიმართულებით იყო მოხრილი.


image


დაავადებას ეწოდება მუხლის სახსრის რეკურვაცია. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, ამ დაავადების მქონე ადამიანების მდგრადობა იკლებს და ხშირად ისინი ვეღარ იკავებენ თავს ვერტიკალურ მდგომარეობაში და ამიტომ იწყებენ ძირს ოთხზე მოძრაობას.


არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ასეთი იშვიათი დეფექტით, ელას პირდაპირი გზა ჰქონდა ცირკისკენ - რაც არ უნდა უცნაური იყოს, სწორედ ცირკს შეეძლო მისთვის ცხოვრების აწყობა.


12 წლის ასაკში მან დაიწყო ქვეყნის გარშემო ტურნე Harris’ Nickle Plate შოუთი, რომელშიც მონაწილეობდნენ არა მხოლოდ აკრობატები და სპილოები, არამედ უჩვეულო გარეგნობის მქონე ადამიანებიც. ელას კვირაში დაახლოებით 200 დოლარს უხდიდნენ, რაც მაშინ საოცრად მაღალი ხელფასი იყო ( დღევანდელი კურსით 5000 $) .


გასტროლების დროს ელას შეარქვეს მეტსახელი „ გოგონა-აქლემი“(The Camel Girl) – ასე ეძახდა მაყურებელი და ასევე დაიწყეს მისი მოხსენიება სარეკლამო პოსტერებზეც, რათა რაც შეიძლება მეტი ვიზიტორი მოეზიდათ. მასზე წერდნენ, როგორც მიმზიდველ ახალგაზრდა ქალბატონზე, რომელსაც აქლემის მსგავსი სხეულის ნაწილები და სიარული ჰქონდა.

image

ალბათ, ელაზე დიდი როლი ითამაშა იმან, რომ გარეგნულად ის მართლაც საკმაოდ ლამაზი გოგონა იყო: სასიამოვნო სახისა და უჩვეულო სიარულის კომბინაციამ მკვეთრი კონტრასტი შექმნა და მაყურებლის ყურადღება მიიპყრო.


image

1886 წელს ელამ მონაწილეობა მიიღო ფოტოსესიაში ცნობილ ნიუ-იორკელ ფოტოგრაფ ჩარლზ ეიზენმანთან, რომელიც სპეციალიზირებული იყო გამოხატულად ფიზიკურად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების გადაღებაზე.


მოგვიანებით, მოგზაურობით დაღლილმა გოგონამ შოუ მიატოვა, მით უმეტეს, მან კარგი ფულის შოვნაც მოახერხა.

image

წასვლის თაობაზე მან ასე კომენტარი გააკეთა: „ გოგონა-აქლემი მიწოდეს, რადგან მუხლები საპირისპიროს მაქვს. მე შემიძლია მხოლოდ ხელებით და ფეხებით ერთდროულად სიარული, რასაც ფოტოზე ხედავთ. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბევრს ვმოგზაურობდი, შოუებზე გამოვდიოდი, მაგრამ ახლა 1886 წელს ვაპირებ მივატოვო შოუბიზნესი და წავიდე სკოლაში. მსურს პროფესიის შეცვლა“.


1903 წელს ელა და დედამისი გადავიდნენ ნეშვილში, შტატი ტენესის დედაქალაქში. სულ რაღაც ორი წლის შემდეგ, ელა მოულოდნელად დაქორწინდა სკოლის მასწავლებელ რობერტ საველზე. ერთი წლის შემდეგ მათ ქალიშვილი შეეძინათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან მალე გარდაიცვალა. ალბათ ცდილობდნენ მეტი შვილის გაჩენას, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ მათ იშვილეს გოგონა ბავშვთა სახლიდან, სახელად ჯეველი. მაგრამ აქაც მწუხარება დაატყდა თავს - ბავშვი მოულოდნელად სამი თვის ასაკში გარდაიცვალა.


1921 წელს გარდაიცვალა თავად ელაც მსხვილი ნაწლავის კიბოთი.იგი დაკრძალეს ნეშვილში, Spring Hill სასაფლაოზე, შვილების გვერდით.


პ.ს.

ქვემოთ წარმოდგენილია ახალგაზრდა ფრანგი გოგონას ვიდეო მეტროში, რომელსაც იგივე დაავადება სჭირს, რაც ელა ჰარპერს სჭირდა, რათა ნათლად წარმოიდგინოთ ასეთი ადამიანების ცხოვრება.


1
359
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
359
  
2022, 13 თებერვალი, 15:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1