პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობა ერთ-ერთი მთავარი ისტორიული მოვლენაა, რომელიც კამათის საგნად არის ქცეული. ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის დეტალები კვლავ აღელვებს ისტორიკოსებისა და დაინტერესებული ადამიანების გონებას. კენედის ტვინი გარშემორტყმულია კვლევებითა და სპეკულაციებით.
1963 წლის 22 ნოემბერს კენედის მკვლელობის შემდეგ, ბევრი ექსპერტი დაინტერესდა პრეზიდენტის თავის ტვინის შესწავლით - უპირველეს ყოვლისა, იმის დასამტკიცებლად, თუ რომელი მხრიდან ესროლეს მას. მკვლელობის შემდეგ კენედის ცხედარი ვაშინგტონში გადაასვენეს. პრეზიდენტის მეუღლეს ჯეკი კენედის სურდა, რომ მისი მეუღლის გაკვეთა სახლთან ახლოს ჩატარებულიყო. მან აირჩია ბეთესდას საზღვაო ჰოსპიტალი, რადგან პრეზიდენტი საზღვაო ძალებში მსახურობდა. გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ კენედის ორჯერ ესროლეს, ზემოდან და უკნიდან.
გაკვეთის დროს კენედის თავის ტვინი ამოიღეს და სპეციალურ კონტეინერში მოათავსეს. ოფიციალური აუტოფსიის დასკვნაში ექიმებმა აღნიშნეს, რომ კენედის თავის ტვინი "ამოღებული და შენახული იქნა შემდგომი შესწავლისთვის". FBI-ს ყოფილი აგენტი ფრენსის ჰ. ო'ნილი უმცროსი, რომელიც დაესწრო გაკვეთას, იხსენებს, რომ „ტვინიდან ბევრი რამ არ იყო დარჩენილი. ტვინის ნახევარზე მეტი გამქრალიყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ ტვინი ეროვნულ არქივში გადაიტანეს, სადაც მისთვის დაცული ოთახი გამოიყო. მასზე წვდომა მხოლოდ პრეზიდენტის ყოფილ მდივანს, ეველინ ლინკოლნს ჰქონდა, სანამ ის მისი დოკუმენტებით იყო დაკავებული.
ამის შემდეგ მოხდა უცნაური მოვლენები, რომლებიც გარშემორტყმული იყო სხვადასხვა თეორიებით. 1966 წლისთვის კენედის ტვინი, ქსოვილის ნიმუშები და სხვა გაკვეთის მასალები ვეღარსად იპოვეს. გენერალური პროკურორის რობერტ კენედის მიერ ჩატარებულმა შემდგომმა გამოძიებამ ვერ შეძლო დამნაშავეების იდენტიფიცირება ან პრეზიდენტის თავის ტვინის ადგილსამყოფელის დადგენა. წიგნში "დღეების ბოლოს: ჯონ კენედის მკვლელობის მცდელობა", ისტორიკოსი და იურისტი ჯეიმს ლ. სვანსონი ვარაუდობს, რომ სწორედ რობერტ კენედიმ, იმდროინდელმა აშშ-ს გენერალურმა პროკურორმა და პრეზიდენტის უმცროსმა ძმამ" წაიღო კენედის თავის ტვინი.
1972 წელს სასამართლო პათოლოგს სირილ ვეხტს დაევალა გამოეკვლია კენედის გაკვეთის ჩანაწერები ეროვნულ არქივში. თუმცა, გამოძიების დროს მან ვერ იპოვა უჟანგავი ფოლადის კონტეინერი და სხვა ნივთები, რომლებიც ეველინ ლინკოლნს გადასცა კენედის პირადმა ექიმმა, ჯორჯ ს. ბერკლიმ, 1965 წელს. აღმოჩნდა, რომ მასალები, მათ შორის ტვინი, არასოდეს ეკუთვნოდა პირდაპირ ეროვნულ არქივს. ვეხტმა გაარკვია, რომ მასალები კენედის ოჯახს ეკუთვნოდა.
თავის წიგნში ისტორიკოსი სვანსონი ვარაუდობს, რომ რობერტ კენედიმ მოიპარა ძმის ტვინი „შესაძლოა პრეზიდენტის ავადმყოფობის ჭეშმარიტი მასშტაბის მტკიცებულებების დასაფარად ან კენედის მიერ მიღებული წამლების რაოდენობის დასაფარად. გამჟღავნებულმა სამედიცინო დოკუმენტებმა აჩვენა, რომ სიცოცხლის ბოლო რვა წლის განმავლობაში კენედი იღებდა ტკივილგამაყუჩებლებს, დამამშვიდებლებს სტიმულატორებს, საძილე აბებს და ჰორმონებს, რომ ნომალური მდგომარეობა შეენარჩუნებინა.
სვანსონის აზრით, ახალგაზრდა და ქარიზმატული პრეზიდენტის იმიჯმა ითამაშა დიდი როლი. ჯანმრთელობის პრობლემებით დაავადებული ახალგაზრდა არანაირად არ ჯდებოდა ამ იმიჯში და შესაძლოა რობერტ კენედის არ სურდა, რომ ეს მისი მემკვიდრეობის ნაწილი გამხდარიყო და მისი რეპუტაცია შელახულიყო. ჩვენ შეიძლება ვერასოდეს გავიგოთ, რა მოუვიდა კენედის თავის ტვინს სინამდვილეში მაგრამ სპეკულაციები კვლავ ახერხებენ ზედაპირზე ამოტივტივებას.
ავღანეთში რა უნდოდა მაშინ ამერიკის ჯარს, ალბათ ვიეტნამს გულისხმობთ!
ოსვალდი არ მოუკლავთ ციხეში, ის პოლიციის განყოფილებიდან საოლქო ციხეში გადაყვანისას მოკლა ღამის კლუბის მფლობელმა.