ადმინისტრაციული ბრიტანეთში,ცოლის ცემისგან მიღებული ტრავმების გამო ქმარს კომპენსაცია გადაუხადეს 2022, 5 თებერვალი, 17:25 დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა, 36 წლის დორინელ კოჯანუმ, რომელიც ციხეშია, სახელმწიფოს უჩივლა. მან თავის კანონიერ უფლებად მიიჩნია სახელმწიფო ხაზინიდან ფულადი კომპენსაცია მიეღო ცოლის მოკვლის მცდელობის დროს მიღებული ტრავმების გამო. 2015 წელს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კოჯანუ მეუღლეს ცივი იარაღით დაესხა თავს. მან გრძელ დანით მძიმე ჭრილობები მიაყენა ცოლს გულ-მკერდისა და ღვიძლის არეში. დამნაშავე ისეთი ძალით უჭედრა ხელს მკვლელობის იარაღს, რომ მარჯვენა ხელზე ორი თითი მოეჭრა, იუწყება MailOnline-ი. კოჯანუ დააკავეს და გაასამართლეს. ქალი საავადმყოფოში თითქმის ექვსი თვის განმავლობაში ებრძოდა სიკვდილს და საბოლოოდ გადარჩა. სასამართლომ არშემდგარ მკვლელს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ კოჯანუს ადვოკატებმა სარჩელი შეიტანეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ დაცვის ქვეშ მყოფმა, რომელსაც ხელი დაუზიანდა, არ გაუწიეს კვალიფიციურ სამედიცინო დახმარება: ჭრილობები იმდენად ღრმა იყო, რომ საჭირო გახდა ოპერაცია. მართლაც, დამნაშავეს ქირურგიული მკურნალობა არ ჩატარებია, რის გამოც დაზიანებულ თითებს ვერ კეცავს. - ტრავმა ჩვენმა კლიენტმა ციხეში შესვლამდე მიიღო. მაშინ მას ბრალი არ ჰქონდა წაყენებული. არა აქვს მნიშვნელობა როდის დაშავდა - ლობიოს კონსერვის ქილის გახსნის დროს თუ ბანდიტებთან ჩხუბში - ვალდებულები იყვნენ, საჭირო დახმარება გაეწიათ მისთვის, ნათქვამია სარჩელში. კოჯანუმ კომპენსაციის სახით 125 ათასი ფუნტი სტერლინგი მოითხოვა. სასამართლომ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, მხოლოდ უფრო მცირე რაოდნობით -სახელმწიფო ხაზინას 17 500 ფუნტის გადახდა დააკისრა. ყველაზე მეტად სასამართლოს გადაწყვეტილებით აღშფოთებული მისი ყოფილი ცოლი დარჩა. -ეს არის შეურაცხმყოფელიც და ამაზრზენიც. ოჯახის სასტიკმა აგრესორმა კომპენსაცია მიიღო და ამ დროს მთელი ამ ხნის განმავლობაში სახელმწიფოსგან ერთი გროშიც არ მიმიღია. - ამბობს დამლაგებლად მომუშავე სამი არასრულწლოვანი შვილის დედა. ასევე იხილეთრუბრიკით "კრიმინალური არქივიდან" გთავაზობთ საქართველოში მომხდარ 10 წლის წინანდელ არაცეულებრივ ისტორიას, რომელიც ერთდროულად ქართულ ტიპიურ რეალობასთან ერთად არატიპიური იშვიათი ორიგინალობით გამოირჩევა. სამკვირიანი თანაცხოვრების შემდეგ, 35 წლის რძალს ქმარმა და დედამთილმა თაღლითობისა და ... "2010 წელს გლდანში ვიხდიდი სასჯელს. მაგ პერიოდში დედა გარდამეცვალა.. გარედან ჩემებმა დაწერეს თხოვნა, რომ მოეცათ უფლება გამოვმშვიდობებოდი დედას და რაც იყო განსაზღვრული თანხა ამისთანა შემთხვევისთვის, სრულად გადაიხდიდნენ. თუ არ ვცდები 300 ლარამდე იყო... იმ დღესვე, როცა წერილი მიიღეს პე... მამაკაცი დარწმუნებულია, რომ მზაკვარ მეზობლის ქალს მისი შეცდენა სურს. ისრაელის ქალაქ პეტაჰ ტიკვას მცხოვრებმა პოლიციას ჩივილით მიმართა მეზობლის მიუღებელი საქციელის გამო. დაზარალებულის თქმით, მოპირდაპირე ბინაში მყოფი ქალი ფანჯარასთან შიშვლდება და საკუთარ თავს აძლევს უფლებას აივანზე არაეთიკურ სახით გამოჩნდეს. მამაკაცი... სასამართლომ დანაშაულებრივი ორგანიზაცია "ნდრანგეტას"( Ndrangheta) 70 წევრს სასჯელი გამოუტანა. მათ ბრალი ედებათ მკვლელობის მცდელობაში, ფულის გათეთრებაში და ნარკორეალიზაციაში . როგორც აღმოჩნდა ისინი რუსულ მაფიასთან იყვნენ კავშირში. გასულ შაბათ-კვირას, კალაბრიის ქალაქ ლამეზია ტერმეში, დილიდან, პოლიციის ავიაცია ცაშ... 176 4-ს მოსწონს
|