ადმინისტრაციული აჩიკო მეფარიძეს ბრალი წარუდგინეს - ახალგაზრდა ქალი მომღერალს ფიზიკურ ძალადობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს 2022, 3 მაისი, 17:11
მომღერალ აჩიკო მეფარიძეს ბრალდება წარუდგინეს. როგორც შინაგან საქმეთა სანმინისტროში აცხადებენ, მას 126-ე მუხლით წაუყენეს ბრალდება, რაც ძალადობას გულისხმობს.
საქმე ეხება ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მომხდარ ინციდენტს, რომელიც ვაკეში ყიფშიძის ქუჩაზე მოხდა. როგორც დაზრალებული ქალი ჰყვება, მანქანის გადასწრების გამო მეფარიძემ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა: "რაღაცა არანორმალური სიტყვებით მლანძღა... არ მომცა [საშუალება], რომ კარები გამეღო, ჯერ წიხლი დაარტყა მანქანას, შემდეგ გამოაღო კარი, ჯერ ხელი დამარტყა, ნაოპერაციები ვარ, შემდეგ იგივე ყურზე მუშტი დამარტყა... იმ წუთშივე გამოვიძახე პოლიცია, იქვე მოხდა ფოტოების გადაღება და ჩვენების მიცემა", - ამბობს "რუსთავი 2"-თან საუბარში ლელა ჯუღელი, ქალი, რომელიც მომღერალს ძალადობაში ადანაშაულებს. თავად მომღერალი კომენტარს არ აკეთებს. ლელა ჯუღელის თქმით დღემდე დადის გამოკვლევებზე. აჩიკო მეფარიძემ გასული საუკუნის ბოლოს მოიპოვა პოპულარობა რუსა მორჩილაძის სიმღერით "მითხარი", შემდეგ იყო კიდევ რამდენიმე სიმღერა, მათ შორის "მშვიდობით", "უცხო ქალაქში", "ვიცეკვოთ დილამდე"(დათო ფორჩხიძესთან ერთად) და სხვა. 134 4-ს მოსწონს
|