ადმინისტრაციული მივლინებაში სექსის დროს გარდაცვლილმა დამსაქმებლისგან კომპენსაცია მიიღო 2019, 12 სექტემბერი, 13:33
ფრანგული კომპანია იძულებულია, აწგარდაცვლილი თანამშრომლის ოჯახს გადაუხადოს კომპენსაცია სამსახურეობრივ მივლინებაში ყოფნისას სექსის დროს გარდაცვალების გამო.
პარიზის სასამართლომ ეს შემთხვევა აღიარა, როგორც უბედური შემთხვევა საწარმოში ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ დამსაქმებელმა კომპენსაცია უნდა გადაუხადოს ოჯახს. კომპანია ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მათი თანამშრომელი არ იყო სამუშაოზე. იგი იმ ქალთან გართობის დროს გარდაიცვალა, რომელიც პირველად ნახა ცხოვრებაში. მაგრამ საფრანგეთის სასამართლომ გამოიტანა განაჩენი:კანონმდებლობის თანახმად, სამსახურეობრივი მივლინების დროს ნებისმიერი ტრავმაზე ან უბედური შემთხვევაზე პასუხისმგებელია დამსაქმებელი. ისტორია 2013 წლიდან იწყება, როდესაც მამაკაცი, სახელად ქსავიე X მუშაობდა ინჟინრად კომპანია TSO-ში, რომელიც ემსახურებოდა რკინიგზის ხაზებს. მორიგი მივლინების დროს ქსავიეს შემთხვევითი სექსუალური კავშირი ჰქონდა ქალთან, რა დროსაც მას გული გაუჩერდა. სახელმწიფო დაზღვევის კომპანიამ ინჟინრის სიკვდილი სამსახურეობრივი მოვალეობის დროს მომხდარ უბედურ შემთხვევად ჩათვალა, რა დროსაც დაზარალებული ფულად ანაზღაურებას მიიღებს. მათი აზრით, სექსი იგივე ყოველდღიური ყოფითი საქმიანობაა, როგორც ჭამა ან შხაპის მიღება, თუმცა ასე არ მიაჩნდა კომპანია TSO-ს. საქმე სასამართლომდე მივიდა, რომელიც 6 წელიწადი გაიწელა. პარიზის სასასამართლომ გამოიტანა საბოლოო ვერდიქტი:"ნებისმიერი გარემოების მიუხედავად, მთელი მივლინების განმავლობაში თანამშრომელი ყველანაირად სოციალურად დაცული იყოს"-განაცხადა მოსამართლემ. 477 4-ს მოსწონს
|