ადმინისტრაციული შვედეთში მშობლები ციხეში ჩასვეს იმის გამო, რომ შვილს ვეგეტერიანელობას აიძულებდნენ 2019, 24 მაისი, 16:13
ქალაქ გეტებორგის სასამართლომ პატარა გოგონას დედ-მამას სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. პოლიციამ ამ ოჯახის შესახებ მაშინ შეიტყო, როდესაც გოგონა საავადმყოფოში მოხვდა, წლინახევრის გოგონას წონა 6 კილოგრამზე ნაკლები იყო, როდესაც ნორმა 9 კილოგრამი უნდა ყოფილიყო. ექიმებმა დასვეს დიაგნოზი:უკიდურესი სისუსტე და ვიტამინების მწვავე ნაკლებობა. როგორც სამართალდამცველებმა დაადგინეს, ძუძუთი კვების შემდეგ ბავშვს მხოლოდ ბოსტნეულით კვებავდენ. გამოცემის ცნობით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, გოგონას ამჟამად სხვა ოჯახი მეურვეობს. 78 3-ს მოსწონს
|