x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დიდ ბრიტანეთში ქვედაბოლოს ქვეშიდან გადაღებული ფოტო დასჯადი გახდა
image
ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რის მიხედვითაც ქალის ქვედაბოლოს ქვეშიდან ფარულად გადაღებული ფოტო(აპსკერტინგი) ინგლისში და უელსში დასჯადი იქნება, დღეიდან ასეთი ქმედება ორწლიან პატიმრობას ითვალისწინებს.



მიმდინარე კვირაში ლორდთა პალატამ მიიღო მესამე შესწორება სექსუალური ხასიათის დანაშაულზე.


დოკუმენტის თანახმად "ოპერირებული მოწყობილობით" სხვა ადამიანის ტანსაცმლის ქვეშ გენიტალიების, დუნდულების ფოტო ან ვიდეოგადაღება აღიარებულია, როგორც ვუაიერიზმის ნაირსახეობად და ისჯება ჯარიმით ან პატიმრობით ორი წლის ვადით.


აპსკერტინგი-(ინგ.Upskirting) გახდა სერიოზული პრობლემა განსაკუთრებით სმარტფონების გამოჩენის შემდეგ, სწორედ ამიტომაც უკვე რამდნიმე ქვეყნაში შესაბამისი მუხლები კანონში უკვე მიიღეს, თუმცა ასეთი ქვეყნების რაოდენობა ჯერჯერობით ძალზე მცირეა.



ინგლისში აქტიური კამპანია აპსკერტინგის წინააღმდეგ განსაკუთრებით აქტიურად მას შემდეგ დაიწყო, როდესაც 2017 წელს ახალგაზრდა ქალი ჯინ მარტინი ლონდონიდან თავხედური, დემონსტრატიული აპსკერტინგის მსხვერპლი გახდა ჰაიდ-პარკში კონცერტის დროს.


აღსანიშნავია, რომ ეს კანონი შოტლანდიაში ჯერ კიდევ 8 წლის წინ მიიღეს.

2
315
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
315
  
2019, 19 იანვარი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 19 იანვარი, 20:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2