x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ორჯერ განათხოვარი ქალი, რომელიც ქალწული დარჩა, ქმარმა კი ცოლის ქალიშვილობის აღიარებას 6 თვე ციხეში ჯდომა არჩია

image


რუბრიკით "კრიმინალური არქივიდან" გთავაზობთ საქართველოში მომხდარ 10 წლის წინანდელ არაცეულებრივ ისტორიას, რომელიც ერთდროულად ქართულ ტიპიურ რეალობასთან ერთად არატიპიური იშვიათი ორიგინალობით გამოირჩევა.


სამკვირიანი თანაცხოვრების შემდეგ, 35 წლის რძალს ქმარმა და დედამთილმა თაღლითობისა და ქურდობისთვის უჩივლეს. ჩივილის ინიციატორი დედამთილი გახდა. მან შვილი დაარწმუნა, რომ მისმა ცოლმა „ქალწულობა გაითამაშა”, რადგან წარსულში გათხოვილი იყო. საჩივარზე მოკვლევა მართლაც დაიწყო, მაგრამ სახელგამტეხი ცნობების გავრცელების ბრალდებით, განსასჯელი თავად დედამთილი გახდა.

ხმაურიანი საქმის განხილვა თითქმის სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ექსპერტების ძალისხმევით, საბოლოოდ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. 35 წლის თამარ მ. ქალწული აღმოჩნდა და ვინაიდან მის პატიოსნებას ჩრდილი მიაყენეს, პასუხი ნამდვილ დამნაშავეს, ანუ დედამთილს აგებინეს. თუმცა, დედამთილი, ვენერა შ-ს. ნათქვამიდან ერთი დეტალი სიმართლე იყო – მისი რძალი სულ რაღაც ორი დღით, მაგრამ წარსულში მართლაც გათხოვილი იყო... მთავარი და დაუჯერებელი კი ის არის, რომ თამარ მ-ს პირველმა ქმარმაც ზუსტად იგივე ბრალდება წაუყენა, რომ ქალწული არ იყო...


დედამთილის ინიციატივის მიუხედავად, პოლიციაში შეტანილ განცხადებას ხელს თამარის მეუღლე არჩილ შ. აწერდა. მასში დაფიქსირებული იყო, რომ 35 თამარ მ-მ თაღლითური გზით ოჯახი შეურაცხყო. კერძოდ, დამალა, რომ წარსულში გათხოვილი იყო და თავი ცოლად მოტყუებით მოაყვანინა. განცხადების თანახმად, მას თანამზრახველიც ჰყავდა. თამარს მათი თანასოფლელი – ელიზა ზ. ეხმარებოდა, რომელიც წარსულში თაღლითობისთვის იყო ნასამართლევი. დედამთილის ვერსიით, აღნიშნულ პიროვნებას სურდა, თამარ მ-ს დახმარებით მათი ქონება გაეზიდა.


საქმის „განსაკუთრებულობიდან” გამომდინარე, საჩივარზე მოკვლევა მეორე დღესვე დაიწყო. შესაბამისად, დაიკითხა როგორც თამარ მ-ს ქმარი, ასევე დედამთილი. ვენერა შ-მ განმარტა, რომ მას ყველაზე მეტად ოჯახის შეურაცხყოფა მიაჩნდა დანაშაულად, რადგან უტყუარად იცოდა, რომ მათი რძალი გათხოვილი იყო და ეს დამალა, რაც მათ გვარს ღირსებას ულახავდა. დედამთილი ირწმუნებოდა, რომ მან მთელი ყურადღებით დაათვალიერა შვილის თეთრეული და აქედან გამომდინარეც, ზუსტად იცის, მისი რძალი ქალწული რომ არ იყო: ასე რომ ყოფილიყო, სამი კვირის განმავლობაში კვალს დატოვებდაო, – ამბობს დედამთილი. მისივე მტკიცებით, არჩილს თამროს სახლში წამოყვანა გაცილებით ადრეც უნდოდა, მაგრამ გოგომ თბილისში წასვლა მოიმიზეზა. დედამთილის აზრით, რძალმა „სწორედ თბილისში წაშალა პირველი ქორწინების კვალი”. დედამთილისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ქონებაც. მისი თქმით, თვეც არ იყო გასული, რომ რძალმა სახლიდან მაცივარი და გაზქურა ბაბუამისის სახლში წაიღო, რაც აშკარად ქონების ხელში ჩაგდებაზე მიუთითებს... (რეალურად, ვენერა შ-მ სახლში ავეჯი გამოცვალა და ძველი ნივთები რძლის ბაბუას ძალით გაატანა).


რაც შეეხება დადანაშაულებულის ქმარს, ჩევენებაში ის დედას ეთანხმება. კითხვაზე – იყო თუ არა მისი ცოლი ქალწული, არჩილ შ. პასუხობს, რომ დარწმუნებული არ არის, მაგრამ დედის ჩვენებას ეთანხმება...


არანაკლებ საინტერესოა ის გარემოება, რომ გამომძიებელმა თამარ მ. სახლში დაკითხა. გამომძიებლის დანახვაზე ქალი შოკში ჩავარდა. მან ჩივილის შესახებ არაფერი იცოდა და იმდენად ცუდად გახდა, ძლივს მოაბრუნეს. შემდეგში, როცა მან ჩვენება მისცა, განაცხადა, რომ გამომძიებლის დანახვაზე, ეგონა, მის ქმარს რამე შეემთხვა. აზრად არ მოსვლია, რომ ქმარი მას დამნაშავედ გამოაცხადებდა. თუ რატომ დაუკავშირა გამომძიებლის დანახვა ქმარს, თამარ მ-მ. ამ კითხვაზე ქალი პასუხობს, რომ ბოლო დღეები მისი ქმარი სახლიდან გაუჩინარდა და ეშინოდა, რამე ცუდი არ შემთხვეოდა. რეალურად, არჩილ შ. ღამეებს დედასთან ერთად ბებიის სახლში ათევდა. უფრო ზუსტად, დედა შვილს სახლში არ უშვებდა, რადგან, მისი თქმით, არ უნდოდა, მის შვილს უწესო ქალთან ეცხოვრა. დროთა განმავლობაში კი, მისი ცოლი სახლიდან წავიდოდა, რადგან თაღლითობისთვის პასუხსაც მოსთოვდნენ...


ორი უიღბლო ქორწინება



მას შემდეგ, რაც საქმეზე გამოძიება დაიწყო, შეურაცხყოფილი თამარ მ. საცხოვრებლად ელიზა ზ-სთან გადავიდა, პიროვნებასთან, რომელმაც არჩილ შ. გაურიგა. როგორც თამარი ამბობს, ის ოჯახში დაბრუნებას მოერიდა, რადგან მშობლები ამ ამბავს ვეღარ გადაიტანდნენ. მსგავსი სიტუაცია ხომ მათ უკვე გამოვლილი ჰქონდათ. შესაბამისად, საკითხის გარკვევამდე, მან ქმრის სოფელში დარჩენა არჩია. დარწმუნებული იყო, რომ სიმართლე გაირკვეოდა და ყველაფერი კარგად დასრულდებოდა. მით უმეტეს, საკუთარ პატიოსნებაში დარწმუნებული იყო, რადგან მისი განმარტებით, იმ მომენტისთვის მასსა და მის ქმარს შორის არაფერი მომხდარა. ის ისევ ქალწული იყო, ამის მიზეზი კი ქმარი გახლდათ...


რაც შეეხება მის პირველ ქორწინებას, ეს ფაქტი თამარ მ-მ ნამდვილად დამალა. თუმცა, როგორც ამბობს, – ეს მისი პირადი ცხოვრებაა და უიღბლო ქორიწინებაზე საუბარი აღარ სურდა. მაშინაც სწორედ იგივე დააბრალეს, თითქოს ქალწული არ იყო, მაგრამ დამტკიცდა, რომ მისი პატიოსნება ეჭვქვეშ სულ ტყუილად დააყენეს. სწორედ ამიტომ, როგორც თამარ მ. ამბობს, ამ ამბის გახმაურებისგან თავი შეიკავა. მით უმეტეს, რომ მას შემდეგ მრავალი წელი იყო გასული. თანაც, გაარკვია, რომ არჩილსაც ორი ცოლი ჰყავდა გამოცვლილი და დაქორწინებამდე ამის თქმა არც მან ისურვა. ზოგადად, თამარი დარწმუნებულია, რომ არჩილი ცოლებს დედამისის გამო სცილდებოდა, რადგან ეგოისტ ქალს არ სურდა, მის შვილს ცოლი ჰყოლოდა.(განაგრძეთ კითხვა>>>)


მთავარი ფოტო პირობითია

0
1427
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1427
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0