სამოქალაქო "ერთ პატარა ბავშვს ნახევარი საქართველო დედას ულანძღავს, მეორე ნახევარი მამას..." - არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი 2022, 22 ოქტომბერი, 11:18
არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე გუშინდელ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს:
"ერთ პატარა საოცარ ბავშვს ნახევარი საქართველო დედას ულანძღავს, მეორე ნახევარი მამას.. ნეკასიანები VS ნიკასიანები... თითქმის არავინ ლუკასიანები"...
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ წაიკითხა:
„ნიკოლოზ ბასილაშვილი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ნაწილში; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - საუბარია 2019 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდზე; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2019 წლის 1 აპრილის ეპიზოდი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2019 წლის 30 აპრილის ეპიზოდი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 2020 წლის 21 მაისის ეპიზოდი; გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 მაისის განჩინება, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო. გირაოს შემტანს ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს შეტანილი თანხა. ნიკოლოზ ბასილაშვილს უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი", - განაცხადა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ. 210 3-ს მოსწონს
|